28 აგვისტო (ძვ. სტ. 15 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების დღეს

ღმრთისმშობლის მიძნება, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      იოანეს სახარებაში ვკითხულობთ:

"ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდალენელი. ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი! და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა." (იო. 19, 25-27)

      ამ დღიდან მოყოლებული, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა იმ ადგილებში, სადაც იესოს უყვარდა ყოფნა. სალოცავად ყველაზე ხშირად ირჩევდა გოლგოთასა და ზეთისხილის მთას, რომლის ძირში გაშენებული ბაღი იოანე ღვთისმეტყველს მამამისის - ზებედესგან მემკვიდრეობით ერგო. ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოსი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ეს რტო, რომლიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ. უდიდესი სიხარულით მიიღო ღვთისმშობელმა სამოთხის რტო. მადლობდა და ევედრებოდა ღმერთს, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს მის თვალებს წყვდიადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო. ასევე, ითხოვდა, რომ ვიდრე მისი აღსრულების დღე დადგებოდა, ჰქონოდა საშუალება ერთად შეკრებილი მოციქულები ენახა, რომლებიც საქადაგებლად სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ გაბნეულნი.

      საოცარი სიხარული, რომელსაც ღვთისმშობელი განიცდიდა, მის სახეზე ღვთაებრივი ნათლით აღბეჭდა. ემზადებოდა მიძნეიბსთ და ყველაფერს გულისყურით ადევნებდა თვალს - სანთლები, საკმეველი და ყოველივე ის, რაც დაკრძალვისათვის აუცილებელი იყო. პირველი, ვისაც ღმრთისმშობელმა საკუთარი მიძნების ამბავი ამცნო, იოანე ღმრთისმეტყველი იყო - უბრძანა, რომ სამოთხის რტო მის საფლავთან მიეტანათ. სერაბიმთა უზეშთაესს არც თავისი მწირი ქონება დავიწყებია - გარდაცვალების შემდეგ მისი ორი შესამოსელი რჩებოდა ორ ღარიბ ქვრივს, რომლებიც საზრდოს მისგან იღებდნენ და მხურვალე სიყვარულით ემსახურებოდნენ. დედა ღმრთისამ ისურვა რომ მისი სხეული გეთსემანიის ბაღში, ქვაბულში დაეკრძალათ - ოსაფატის ველთან, ზეთისხილის მთასა და იერუსალიმს შორის, სადაც მისი მართალი მშობლები და იოსებ დამწინდველი განისვენებდნენ.

      ამ ანდერძს უტოვებდა მოციქულებს - იოანესა და იაკობს - როდესაც მოულოდნელად ქარიშხლის მომასწავებელი ძლიერი ხმაური გაისმა და ყველამ სახლზედ შემორტყმული ნათელი ღრუბელი დაინახა. უფალმა ყოვლადწმინდა დედის სურვილი აღასრულა: ღვთიური ძალის მიერ ზეაღტაცებულმა წმინდა მოციქულებმა ქვეყნიერების სხვადსხვა მხარეებიდან ამ ღრუბლების საშუალებით მიაღწიეს სახლთან, სადაც იგი იმყოფებოდა. უფლის მხილველებსა და მოწაფეებს ებოძათ მადლი, რომ ღვთისმშობლის მიძინებასა და დაკრძალვას დასწრებოდნენ. სახლის კართან შეკრებილი მოციქულები ხარობდნენ და ვერაფრით გაეგოთ, რატომ მოხდა ეს სასწაული. იოანე ღმრთისმეტყველი მათ მიგებებია და აუწყა დედა ღმრთისას მოახლოებული მიძინების შესახებ.

      ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი ხარობდა, მოციქულები კი ტიროდნენ. მისი ხილვისას, რომელიც ნათელი მხიარულებით იყო სავსე, მათ ცრემლების დამალვა ვეღარ შესძლეს, საშინელი და საწყენი იყო გამოთხოვება დედასთან, მასწავლებელთან, მანუგეშებელთან, სიწმინდის დაულეველ წყაროსთან, რომელმაც მათი მეუფე და მასწავლებელი შეცვალა. როგორც გაეძლოთ ასეთი მარტოობისა და ობლობისათვის, ამქვეყნად როგორღა დარჩენილიყვნენ დედისა და წინამძღოლის გარეშე?!

      წმინდა მარიამმა სთხოვა სიხარულს მწუხარების ცრემლებით ნუ დაამძიმებდნენ. ანუგეშა ისინი: "მივდივარ ჩემს ძესთან და უფალთან, ჩემს სხეულს გეთსიმანიაში გადაიტანთ, იქ დაკრძალავთ და თქვენზედ დაკისრებულ ქადაგებას განაგრძობთ, ხოლო, თუკი უფალი ინებებს, მიძინების შემდეგ ისევ მიხილავთ".

      მიძინების დღე. ახლოვდებოდა დღის სამი საათი, დრო, როდესაც დედა ღვთისა უნდა შეხვედროდა ძესა თვისსა და მხსნელსა სოფლისა - იესო ქრისტესა, ასე იყო ნაწინასწარმეტყველები. სახლში სანთლები ენთო, ღვთისმშობლის სარეცელს გარშემორტყმული მოციქულები უფალს ადიდებდნენ, იგი მხურვალედ ლოცულობდა. მოულოდნელად სახლის ჭერი განიღო, ღვთაბრივი დიდების ნათელმა იქ მყოფნი განაბწრყინა, ყველა შეძრწუნდა, ზეციური ნათლის სხივებმა ყოველი მიწიერი დააბნელა. ციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული მეუფე დიდებისა - თვით ქრისტე მოევლინა ყოვლადწმინდა დედას. თავისი ძისა და ღმერთის სხივცისკროვნებით გახარებულმა მან წარმოსთქვა სიტყვები ღვთივსულიერი საგალობელისა:

"ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა".

      - სარეცელიდან წამოიწია, თაყვანი სცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება:

"მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ ჩემგან შეყვარებულო და დაიმკვიდრე სავანე მარადიული ცხოვრებისა".

      ყოვლადწმინდა ღვთიმშობელმა გაიმეორა თავისი ლოცვა:

"მიიღე სული ჩემი მშვიდობით და მივევ მე არესაგან ბნელისა“.

      უფალმა დაამშვიდა იგი: ბნელი ძალა გველისა დათრგუნულია და თვით მოუწოდებს მას, რათა მიწიერიდან ზეციურ ცხოვრებაში თამამად გადავიდეს. მარადის ქალწულმა სიხარულით შესძახა:

"მზა არს გული ჩემი, ღმერთო, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა".

      ის კვლავ სარეცელზე მიწვა და სული თვისი ძის ხელს გადასცა. ტკივილების გარეშე შვა იგი და მანაც სხეულიდან მისი სული ყოველგვარი ტკივილის გარეშე განუტევა - წმინდა სხეული განხრწნისაგან დაიცვა. მაშინ გაისმა ანგელოსთა გალობა:

"გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!"

      და ღვთისმშობლის სული უფლის ხელით, ზეიმითა და ზეციური ძალების თანხლებით ავიდა ცათა სასუფეველში.

      თითოეული იქ მყოფი ძრწოლითა და ღვთისმოშიშებით თაყვანს სცემდა ყოვლადწმინდა სხეულს. მის სარეცელზე შეხებით იკურნებოდნენ, მთავარანგელოზის გალობით განადიდებდნენ მას: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა".

      მოციქულები მისი დაკრძალვისთვის ემზადებოდნენ - გლოვითა და ცრემლით, თუმცა ანუგეშებდათ ის აზრი, რომ ზეცაში ღვთის წინაშე მეოხი და მლოცველი მოიპოვეს. საკუთარი მხრებით მიჰქონდათ მისი ნეტარი სხეული. იოანე ღვთისმეტყველი სამოთხის სხივმფენი რტოთი - წინ უძღოდა მათ. დანარჩენი მორწმუნენი და ხალხის სიმრავლე მის სარეცელს საცეცხლურებით და ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ. სიონიდან გეთსიმანიამდე; მსვლელობის პროცესში - თვით დაკრძალვამდე სხივცისკროვანი გვირგვინის მსგავსი ღრუბელი ზემოდან დასცქეროდა ღვთისმშობლის სხეულს. ციდან ანგელოზთა გალობა ისმოდა. როცა გეთსემანიას მიაღწიეს ცრემლითა და მოთქმით ყველა უკანასკნელად მიემთხვია ყოვლადწმინდა ცხედარს. მხოლოდ საღამოს შეძლეს წმინდა მოციქულებმა მისი საფლავში დასვენება. გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს. დაკრძალვის შემდეგ ამ ადგილს კარგა ხანს არ განშორებიან. სამი დღის განმავლობაში აქ ლოცვასა და საგალობელს აღუვლენდნენ ღვთისმშობელს. ამ დროს ანგელოსები ზეციური გალობით განადიდებდნენ უფალს და ყოვლადწმინდა ქალწულს.

* ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ხატები და ტაძრები *

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 28 აგვისტო, Qwellyland, თვენი, მარიამობა, მიძინება, საუფლო

ნახვა: 1975

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters