7 აგვისტოს (ძვ. სტ. 25 ივლისს ) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს მსოფლიო საეკლესიო მეხუთე კრების დღეს!

მსოფლიო საეკლესიო მეხუთე კრება , წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      მეხუთე მსოფლიო კრება 553 წელს იუსტინიანე I-ის მეფობის დროს გაიმართა კონსტანტინეპოლში. კრებას ხელმძღვანელობდა კონსპანტინეპოლის პატრიარქი ევტიქი. სულ ესწრებოდა 165 ეპისკოპოსი. კრებას არ დასწრები კონსტანტინეპოლში მყოფი პაპი ვირგილიუსი (3– ჯერ მიიწვიეს მღვდელმთავრებმა და თვით იმპერატორმა). კრებაზე განიხილეს თეოდორე მოფსუეტელის, თეოდორიტე კვირელისა და იბა ედესელის თხზულებები, სადაც ნესტორიანულ შეხედულებებს გამოთქვამდნენ. ქალკედონის კრებამ, რომელმაც შეაჩვენა მონოფიზიტები, ეს მღვდელმთავრები არ განუსჯია, რის გამოც ევტიქის მიმდევრები კრების მონაწილეებს ნესტორიანელობაში დებდნენ ბრალს. მართმადიდებელთა გმობა რომ გაქარწყლებულიყო იუსტინე მეფემ გამოსცა ბრძანება, სადაც გაკიცხული იყო სამივე მამა, მაგრამ ბრძანებამ საყოველთაო აღიარება ვერ მოიპოვა და წარმოიქმნა დავა. კრებაზე ''სამივე თავი " საგულდაგულოდ განიხილეს. ჩატარდა 8 სხდომა.

      საბოლოოდ თეოდორე მოფსუეტელი და მისი სწავლება ანათემას გადაეცა. შეჩვენებულ იქნა თეოდორიტე კვირელისა და იბა ედესელის რამდენიმე თხზულება. თავად ეს მამები შეწყალებულ იქნენ. პაპი ვიგილიუსი, როგორც ერეტიკოსთა თანამდგომი, ეკლესიიდან განკვეთეს, მაგრამ კრების შემდგომ იგი შეუერთდა მამათა საერთო აზრს და ხელი მოაწერა კრების დადგენილებას.

      კრების მამებმა განიხილეს და შეაჩვენეს III საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, ორიგენეს მწვალებლური სწავლება. ასევე დაიგმო ის ერეტიკოსებიც, რომლებიც საყოველთაო მკვდრეთით აღდგომას უარყოფდნენ.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 7 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, კონსტანტინეპოლი, კრება, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 6002

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters