კირილესა და მეთოდეს მოწაფეები იყვნენ, წმიდა მოციქულთასწორნი: კლიმენტი ოჰრიდელი, ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარი სლავები. თავდაპირველად ისინი მორავიის განსანათლებლად იღვწოდნენ. წმიდა მეთოდეს შემდეგ საეპისკოპოსო კათედრაზე დადგენილ იქნა გორაზდი. წმიდა კლიმენტი, ნაუმი, ანგელარი და საბა ხუცესებად მსახურობდნენ.
მისიონერთა ძლიერი ლათინ-გერმანული ჯგუფი წინ აღუდგა სლავ განმანათლებლებს, რომელსაც პაპის მხარდაჭერა და მორავიელი მთავრის, სვიატოპოლკის მფარველობა უმაგრებდა ზურგს. პაპმა სტეფანე VI-მ სლავურ ენაზე ღვთისმსახურება აკრძალა. მთავრის ხელისუფლების მეშვეობით წმიდა მეთოდეს მოწაფეები - და მათ შორის ნეტარი კლიმენტიც - სამსჯავროს გადასცეს. წმიდა მამები სასტიკად აწამეს: გაშიშვლებულებს ათრევდნენ ეკალ-ბარდებზე, შემდეგ კი დიდხანს ტანჯავდნენ საპყრობილეში ისევე, როგორც მათ სულიერ მამას - წმიდა მეთოდეს.
886 წელს, როდესაც ტყვეთა ერთი ნაწილი ებრაელ მონებით მოვაჭრეებს მიჰყიდეს ისინი ვენეციის ბაზარზე აღმოჩნდნენ. წმიდა გორაზდი, საბა, ნაუმი და ანგელარი სხვა ხანდაზმულ ტყვეებთან ერთად განდევნეს. ნაუმი და ანგელარი ბულგარეთში ჩავიდნენ. წმიდა მამები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ბულგარელ დიდებულთა მიერ შეკრებილი სლავური წიგნების შესწავლას.
წმიდა ანგელარის გარდაცვალების, შემდეგ წმიდა კლიმენტი მაკედონიის სამხრეთ -დასავლეთ ოლქში - კუტმიჩივიცაში მოძღვრად დანიშნეს. აღმოსავლეთის ეკლესიაში ამ მოვალეობის შემსრულებლად ღირსეულ, კეთილმსახური ცხოვრებით ცნობილ და მჭევრმეტყველების ნიჭის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ ხოლმე. წმიდა მამამ 893 წელს დაიწყო მოღვაწეობა ახალ ხარისხში. 893 წელს კლიმენტი დრემვიცის ანუ ველიცის ეპისკოპოსად აკურთხეს, მისი ადგილი კი ნაუმმა დაიკავა.
მღვდელმთავარი კლიმენტი პირველი იყო ბულგარელ მღვდელმთავართაგან, რომელიც სლავურ ენაზე მსახურებდა, ქადაგებდა და წერდა. ამასთან, იგი დაუცხრომლად ეძიებდა რჩეულებს სლავურენოვანი მრევლიდან და ღვთისმსახურებად ამზადებდა. წმიდა მწყემსმთავარი ღრმა სიბერემდე იღვწოდა უფლის სადიდებლად. როცა დაუძლურდა, წმიდანი ოჰრიდში, მის მიერვე დაარსებულ მონასტერში გაემგზავრა დასასვენებლად. აქ იგი განაგრძობდა მთარგმნელობით მოღვაწეობას - თარგმნა ზატიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. მალე ეპისკოპოსი მძიმედ დასნეულდა და 916 წელს სული უფალს შეჰვედრა. ნეტარი მამის ცხედარი მისი ხელითვე შემზადებულ კუბოში ჩააბრძანეს და ოჰრიდის წმიდა პანტელეიმონის მონასტერში დაკრძალეს.
წმიდა კლიმენტი იყო პირველი სლავი მწერალი: მან არა მარტო განაგრძო კირილესა და მეთოდეს მიერ დაწყებული მთარგმნელობითი მოღვაწეობა, არამედ დაგვიტოვა ორიგინალური ნაწერებიც - სლავური სასულიერო მწერლობის პირველი ნიმუშები.
ნეტარი გორაზდისა და ანგელარის წმიდა ნაწილები ბერათის მახლობლად, ალბანეთშია დაკრძალული, წმიდა ნაუმის ნეშტი კი - მისივე სახელობის მონასტარში, ოჰრიდის ტბის მახლობლად.
ტეგები: 9 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•