(წმინდა სვიმონ ემესელი)
სვიმეონ სალოსი (სვიმეონ ემესელი) ქალაქ ედესაში დაიბადა VI საუკუნეში. სვიმეონი უცოლო იყო და ცხოვრობდა მოხუცებულ დედასთან ერთად. წმინდა სალოსთან სიყრმის ასაკიდან დამეგობრებულ იოანეს მეუღლე და მამა ჰყავდა. როცა სვიმეონ ოცდაათი წლის გახდა, იოანეს კი ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, გადაწყვიტეს იერუსალიმი მოელოცეთა. სიწმინდეთაგან მადლით აღვსილნი მონასტრული ცხოვრების ცეცხლით აღიგზნენ და აბბა გერასიმეს მონასტერს მიაშურეს. მონასტრის ცხოვრების წესმა მათი სურვილი კიდევ უფრო განამტკიცა და სწორედ ქრისტეს სიყვარულით და ქირსტესთვის თავგანწირვით განმტკიცებულები გაეშურნენ სირიის უდაბნოსკენ და იქ განმარტოვდნენ, მკვდარ ზღვასთან ახლოს. სვიმეონსა და იოანეს მტკიცედ ახსოვდათ აღკვეცისას დადებული აღთქმა. ისინი გამუდმებით ლოცულობდნენ, მკაცრად მარხულობდნენ, შრომობდნენ და ერთმანეთს განამტკიცებდნენ. გარკვეული ხნის შემდეგ მამებს სულიწმინდისგან ეუწყათ, რომ სვიმეონის დედა და იოანეს მეუღლე გარდაიცვალნენ და სასუფევლის ნეტარებას ეზიარნენ. მოსაგრეებმა კიდევ ოცდაცხრა წელი დაჰყვეს უდაბნოში.
უფლისთვის შევედრებულებს მეგობრობა და თანაცხოვრებაც არაფრად მიაჩნდათ თუკი უფლის ნებას არ აღასრულებდნენ. სვიმეონს, სულიწმინდის მადლით ეუწყა, რომ წმინდა მოღვაწენი ადამიანების სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ, მაგრამ წმიდა იოანემ ჩათვალა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ამაღლებული უვნებლობის ამ ხარისხამდე და ამიტომ უდაბნოს დარჩენა გადაწყვიტა. სვიმეონი იოანეს გადაწყვეტილებას დასთანხმდა და მარტო გაეუშრა ქალაქ ემესაში. საოცარი თავმდაბლობის გამო იგი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, ღირსი გაეხადა მოყვასის იმგვარი მსახურებისა, რომ მათგან განდიდება არ დაემსახურებინა. ამის მისაღწევად წმიდა მამამ ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი ირჩია. ქალაქ ემესაში ჩასული ნეტარი სვიმეონი შეშლილივით იქცეოდა. ასეთი ცხოვრების წესის გამო მრავალთაგან ითმენდა დაცინვას, ლანძღვა-გინებას, გვემას... მაგრამ თავის შეურაცხმყოფელთათვის უამრავ სიკეთეს აკეთებდა: ეშმაკებს განაგდებდა, სნეულებს კურნავდა, ურწმუნოებს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცევდა, უეცარი სიკვდილისაგან იცავდა განსაცდელში ჩავარდნილთ, ცოდვილებს სინანულისკენ მოუწოდებდა, წმინდა წერილს ქადაგებდა... გამოგონილი სისულელის საფარქვეშ აღსრულებული ამ სასწაულებისა და სიკეთეების სანაცვლოდ იგი არც ქებას ღებულობდა და არც მადლიერ სიტყვას. ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც წმინდა სვიმეონი არ თამაშობდა სულელის როლს, იყო მისი ბავშვობის მეგობარი იოანე.
ღირსი იოანე დიდად აფასებდა სულიერ ძმას და ხარობდა მისით. თუ უდაბნოში, მამა იოანესთან ემესის მკვიდრთაგან ჩავიდოდა ვინმე რჩევა-დარიგების სათხოვნელად, იგი სალოს სვიმეონთან გზავნიდა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე სვიმეონი ქალაქიდან გაუჩინარდა. ემესელმა მდაბიოებმა, რომლებიც მეგობრობდნენ წმიდანთან, ქოხში მიაკითხეს მას - სვიმეონი უკვე გარდაცვლილიყო. ამავე მდაბიოებმა მიაგეს უკანასკნელი პატივი უფლის სათნომყოფელს: საეკლესიო გალობის გარეშე წაასვენეს იგი მწირთა და უსახლკაროთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ეს მოხდა დაახლოებით 570 წელს.
როცა ნეტარის ცხედარს მიასვენებდნენ, ქალაქის ზოგ მკვიდრს საკვირველი, არაამქვეყნიურად ტკბილი გალობა ესმოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, საიდან მოდიოდა იგი. სვიმეონის გარდაცვალებიდან სულ მალე, უდაბნოში, ღირსმა იოანემაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
ტეგები: 3 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, სალოსი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•