ნუთუ თქვენი კოსმეტიკის ჩანთა ზომით იმ ჩანთაზე დიდია, საერთოდ რომ ატარებთ? თუ ასეა, რაღაც უნდა იღონოთ. ”პროგრამა”, რომელიც 5 ნაბიჯს მოიცავს, თქვენს ე. წ. “კოსმეტიჩკას” რამდენიმე კილოგრამით დაკლებაში დაეხმარება.
I ნაბიჯი: უსარგებლო გადავყაროთ
აბა, დაფიქრდით, მართლა გჭირდებათ ეს მწვანი ჩრდილი, ან ეს ტუჩსაცხი? დაიკომ კი გაჩუქათ, მაგრამ რომ არ გიხდებათ? გადაყარეთ ყველაფერი, რასაც აღარ იყენებთ და მოდიდან საბოლოოდ გავიდა. გადაყრა მაინცდამაინც და ყოველტვის სანაგვეზე მოსროლას არ ნიშნავს. ის, რაც არ გიხდებათ და კარგია, შეგიძლიათ, ვინმეს აჩუქოთ. ფერთან და კოსმეტიკასთან ექსპერიმენტიც მშვენიერი რამეა, 100 პროცენტით გამართლებულიც, მაგრამ თუ მეწამული რუჟის ექსპერიმენტი სასურველი შედეგით არ დამთავრდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ და საიმედოდ უნდა შეინახოთ, ჩანთით ”რელიქვიების”ტარება აუცილებელი არაა.
II ნაბიჯი: დავტოვოთ ყველაზე მთავარი
მაშ ასე, საკუთარი თავის პატივისმცემელ ყველა მანდილოსანს უნდა ჰქონდეს ადგილი: ტონალური საშუალებისთვის (ნელსაცხებელი, კორექტორი, ფერუმარილი), კომპაქტური რუჟისთვის, ტუშისთვის, ტუჩსაცხისა თუ ტუჩის “ბრჭყვიალასთვის”, მცირე ზომის ჩრდილების ფირფიტისთვის და თვალის ფანქრისთვის.
თავისუფალი ადგილი დაგრჩათ? მაშინ, მოიფიქრეთ, რა დაგჭირდებათ: თუ მშრალი კანი გაქვთ, დამატენიანებელი ჩადეთ. ყინვაში ტუჩები გისკდებათ? ტუჩის ბალზამის ადგილიც მოძებნეთ.
III ნაბიჯი: ადგილის ეკონომია “ორი-ერთში” საშუალებების ხარჯზე
მაგალითად: ბევრი მარკა ათავსებს ერთად ჩრდილებსა და რუჟს, ან ტუჩსაცხსა და ტუჩის “ბრჭყვიალას”. გამოიყენეთ ასეთი პროდუქცია.
IV ნაბიჯი: თვალი ვადევნოთ ვარგისიანობის ვადას
თვალის ჩრდილი დაახლოებით წელიწად-ნახევარი ინახება, წამწამების ტუში – 3 თვიდან წლამდე; ტუჩის, თვალისა და წარბის ფანქარი დაახლოებით წელიწად-ნახევარი, კომპაქტური ან ფხვიერი ფერუმარილი, ასევე რუჟი – 12-დან 18 კვირამდე, ცხიმოვანი რუჟი - წელიწადი, ტუჩსაცხი – წელიწად-ნახევარი.
არ დაივიწყოთ, რაც უფრო “დიდია” პროდუქტი ასაკით, მით უარესად ასრულებს თავის მოვალეობას. მოცულობის გასაზრდელი ტუში კი შეაფერადებს წამწამებს, მაგრამ 200%-ით მათ გასქელებას, როგორც რეკლამა გპირდებოდათ, ვეღარ შეძლებს, თან კონიუქტივიტისა და ალერგიის საფრთხესაც გააჩენს.
V ნაბიჯი: რეგულარული გენერალური დალაგება
იმისთვის, რომ ტუში არ გაშრეს, ხოლო ნელსაცხებელი არ გაფუჭდეს, წესად მიიღეთ, კარგად დახურეთ ის, რაშიც პროდუქტია მოთავსებული. თვეში ერთხელ გარეცხეთ ან გამოცვალეთ ფუნჯები, ჩრდილის აპლიკატორები და ფერუმარილის წასასმელი. თუ ლაქის შუშაზე წვეთებია, აცეტონით მოაშორეთ, რომ რამე არ გააფუჭოს და ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თქვენი ჩანთა გიგანტურ ზომამდე ისევ არ გაიბეროს.
ტეგები: chatter, detox, qwelly, დეტოქსი, კოსმეტიკა, ქველი, ჩანთა, ჭორიკანა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•