გსურს - ამბობს უფალი - შემკობა? - შეიმკე ჩემი სილამაზით, ან შეიარაღება? - შეიარაღდი ჩემით; ან შემოსვა? - შეიმოსე ჩემი სამოსლით; ან საჭმელი? - აგერ ჩემი სატრაპეზო; ან წასვლა? - იარე ჩემი გზით; ან მემკვიდრეობის მიღება? - მიიღე ჩემი მემკვიდრეობა; ან შესვლა მამულში? - შედი ქალაქში, რომლის მხატვარი და მშენებელი მე ვარ; ან სახლის აშენება? - ააშენე ის ჩემს სამკვიდრებელში.

       მე  არ ვითხოვ შენგან ჯილდოებს იმის გამო, რასაც გაძლევ, არამედ უნდა დაგაჯილდოვო კიდეც იმის გამო, რომ შენ ინებებ, ისარგებლო ყოველი ჩემი სიკეთით.

       მე ვარ მამა, მე ვარ ძმა, მე ვარ სასიძო, მე ვარ სახლი, მე ვარ საკვები, მე ვარ სამოსელი, მე ვარ ფესვი, მე ვარ ფუძე, მე ვარ ყველაფერი, რაც უნდა გინდოდეს, არაფერში გექნება გასაჭირი. მე მოგემსახურები კიდეც, - რადგან: მე მოვედი იმისათვის, რათა ვემსახურო, და არა იმისათვის, რომ მე მემსახურონ (მათ.20. 28). მე ვარ მეგობარიც, წევრიც, თავიც, ძმაც, დაც, დედაც, მე ვარ ყველა, ოღონდ შენ იყავი ჩემი მეგობარი.

       შენთვის მე ვარ ღარიბი, შენთვის მე ვარ გლახაკი, შენთვის მე ჯვარზე ვარ, შენთვის მე ვარ საფლავში, შენთვის ვშუამდგომლობ მამასთან ზეცაში, შენთვის მოვივლინე მიწაზე - მამის დესპანი. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ: ძმაც, თანამემკვიდრეც, მეგობარიც, წევრიც.

       კიდევ რაგინდა? რისთვის არიდებ პირს მას, ვისაც უყვარხარ? რისთვის იღწვი სოფლისათვის, რისთვის ასხამ დამსხვრეულ ჭურჭელში? ამის მსგავსია შრომა ამქცეყნიური ცხოვრებისთვის. რისთვის კვეთ ცეცხლს? რისთვის ურტყამ ჰაერს? რისთვის დარბიხარ ტყუილუბრალოდ? განა ყველა ხელოვნებას არ აქვს მიზანი? ეს ყველასათვის ცნობილია. მანახე შენი მიზანი ცხოვრებისეული ზრუნვისა. მაგრამ არ შეგიძლია მანახო: ყოველივე ამაოა (ეკლ. 1, 2 )

       წავიდეთ  საფლავებთან: სად არის ის, ვინც ოქროს ტანსაცმლით იმოსებოდა, ვინც ეტლში იჯდა, ვისაც ჰყავდა ლაშქარი, წინასწარმეტყველნი, ჰქონდა სამეფო სარტყელი, რომლის მიერ ზოგნი სიკვდილს მიეცემოდნენ, სხებს საპყრობილეში აგდებდნენ, ვინც თავისი ნება-სურვილისებრ აკვდინებდა და ათავისუფლებდა? მე ვერაფერს ვხედავ, გარდა ძვლებისა და ობობის ქსელისა. ყველაფერი ეს არის მიწა, ყველაფერი ეს არის გამონაგონი, ყველაფერი ეს არის სიზმარი და აჩრდილი, ცარიელი ნაამბობი და გამოსახულება.

       ჰოი ნეტავ ამით მთავრდებოდეს უბედურება! მაგრამ ახლა პატივი, სიამოვნება, სახელი. - მხოლოდ აჩრდილია, მხოლოდ სიტყვებია. ხოლო ის, რაც მათგან წარმოიშობა, - უკვე აჩრდილი და სიტყვა არ არის, არამედ არსებობს და გადავა ჩვენთან ერთად იქ, და ყველასათვის გაცხადდება. მტაცებლობა, მომხვეჭელობა, მრუშობა, სიძვა და ურიცხვი ამის მსგავსი ცოდვები, იქნება ეს სიტყვით თუ საქმით დაწერილია არა სურათზე და არა გვამზე, არამედ -ზეცაში.

       მაშ, როგორი თვალებით უნდა შევხედოთ ქრისტეს? თუ ადამიანს არ შეუძლია, უყუროს თვალებში მამას, როცა მის წინაშე დამნაშავედ გრძნობს თავს, მაშინ როგორ შევძლებთ, შევხედოთ მას, რომელიც უსასრულოდ მშვიდია, ვიდრე მამა? როგორ ავიტანთ მის ყოფას?.                                                                                   წმიდა იოანე ოქროპირი

 

ნახვა: 388

გამოხმაურებები!

ამას ყოველდგე უნდა ვკითხულობდე...

khatuna zitanishvili დღეში რამდენჯერმეც :) 

khatuna zitanishvili_მ თქვა:

ამას ყოველდგე უნდა ვკითხულობდე...

ნამდვილად...

RSS

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters