მათეს სახარების ოქროპირისეულ განმარტებაში ჩართულია ერთი ქადაგება, რომელიც ადამიანის რაობას და მის გადაგვარებას ეხება.
"ამგვარად, მითხარი, საიდან უნდა მივხვდე, რომ მორწმუნე ხარ, როდესაც ჩემს მიერ ჩამოთვლილი – ყველაფერი საწინააღდეგოში მარწმუნებს? და რად ვამბობ მორწმუნე მეთქი? საერთოდ ადამიანი თუ ხარ, დანამდვილებით ამასაც კი ვერ ვხვდები. როდესაც ვირივით იტლინკები, ხარივით ხტუნავ, ქალებთან ცხენივით ხვიხვინებ, დათვივით სადილობ, ჯორცხენასავით იზულუქებ სხეულს, აქლემივით ავმეხსიერი ხარ, მგელივით მტაცებელი, გველივით მრისხანე, მორიელივით გესლიანი, მელასავით ცბიერი, ასპიტისა და იქედნესავით ბოროტების შხამს იგროვებ, ძმებზე მზაკვარი დემონივით ხარ აღმდგარი; – აბა როგორ შემიძლია, ადამიანად შეგრაცხო, როდესაც შენში ადამიანური ბუნების ნიშნებს ვერ ვხედავ? მართალთა და ურწმუნოთა შორის განსხვავების ძებნისას, საშიშროების წინაშე ვდგები, რომ ადამიანსა და მხეცს შორისაც კი ვერ ვიპოვი სხვაობას. და რა ვქნა, ან მხეცი როგორ გიწოდო? თითოეულ მხეცს ხომ ამ მანკიერებათაგან მხოლოდ ერთი რომელიმე აქვს, შენ კი საკუთარ თავში ყოველგვარ მანკიერებას მოიცავ და შენი უგუნურებით მათ მეტისმეტად აჭარბებ. ეშმაკი გიწოდო? მაგრამ ეშმაკი მუცელს არ ემონება და ფული არ უყვარს. და თუკი მანკიერებებით მხეცებსა და ეშმაკებსაც კი აღემატები, მითხარი, ადამიანად როგორ მოგიხსენიო? და თუკი შენი ადამიანად მოხსენიებაც კი არ შეიძლება, მაშ როგორღა გიწოდო მორწმუნე? და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამდენად ცუდ მდგომარეობაში მყოფნი, საკუთარი სული უსახურობაზე არც კი ვფიქრობთ, არ გვახსოვს მისი სისაძაგლე. როდესაც დალაქთან ზიხარ და თმას იჭრი, სარკეს იღებ ხელში და მთელი ყურადღებით აკვირდები თმის ვარცხნილობას, ეკითხები ახლოსმდგომთ და თავად დალაქს, კარგად გადგას თუ არა თმა შუბლზე. უკვე მოხუცსაც კი არ გრცხვენია უზომოდ მიეცე ყმაწვილურ ოცნებებს. ხოლო ის, რომ ჩვენი სული არა მხოლოდ უსახურია, არამედ მხეცური და სცილად თუ ქიმერად იქცა, – ბერძნულ იგავებში რომ არიან ნახსენებნი, – ოდნავადაც ვერ ვგრძნობთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ არის სულიერი სარკე, რომელიც ნივთიერ სარკეზე გაცილებით უკეთესი და სასარგებლოა. იმიტომ, რომ უსახურობას არა მარტო გვიჩვენებს იგი, არამედ, თუკი ვისურვებთ, მას უთანასწორო სილამაზედაც კი გარდასახავს.
ამგვარ, სარკედ გვემსახურება კეთილზნეობრივ მამათა ხსენება და ამბები მათი ნეტარი ცხოვრების შესახებ; წერილის კითხვა და ღვთის მიერ მოცემული კანონები. ერთხელაც, თუკი წმინდათა გამოსახულებების შეხედვას მოინდომებ, საკუთარი გულის სისაძაგლეს დაინახავ. და როდესაც დაინახავ, სხვა უკვე აღარაფერი დაგჭირდება, რომ საკუთარი უსახურობისგან გათავისუფლდე. აი, რატომაა სასარგებლო ჩვენთვის ეს სარკე. ის გარდაქმნას უწყობს ხელს. ამგვარად, ნურვინ დარჩება უსიტყვურთა სახით! თუკი მონაც კი ვერ შედის მამის სახლში, მაშ შენ, მხეცქმნილი როგორ გადააბიჯებ სახლის კარიბჭეს? და რას ვამბობ, მხეცი მეთქი? ასეთი ადამიანი ყველა მხეცზე უარესია. მხეცი მართალია, თავისი ბუნებით ველურია, მაგრამ ხშირად ადამიანური ხელოვნებით მომშვიდდება ხოლმე. ხოლო შენ, ვინც მათ ბუნებრივ მხეცობას მათთვის არაბუნებრივ მშვიდ ბუნებად გარდაქმნი, როგორ გეპატიება, რომ საკუთარ ბუნებრივ სიმშივდეს არათვისობრივ მხეცობად აქცევ? ბუნებით ველურს მორჩილყოფ, ხოლო საკუთარ თავს, ბუნებით თვინიერს, ველურად აქცევ? ლომს ათვინიერებ და აშინაურებ, საკუთარ მრისხანებას ლომზე უფრო დაუმორჩილებელად ჰყოფ? პირველ შემთხვევაში ორ სირთულე ვხვდებით: ის, რომ მხეცი მოკლებულია ყოველგვარ ცნობიერებას და ის, რომ იგი ყველაზე უფრო ბრაზიანია. და შენ მაინც, დიდი სიბრძნით, რომელიც ღმერთმა მოგანიჭა, სძლევ ბუნებას.და როგორ ხდება, რომ შენ, ვინც ცხოველებში ბუნებას ამარცხებ, საკუთარ თავში ბუნებასაც ღალატობ და ნების სრულყოფასაც? მე რომ შენთვის დამევალებინა სხვა ადამიანის დამშვიდება, შენ ჩემს ბრძანებას შეუძლებლად არ მიიჩნვდი, თუმცა შესაძლოა, გეთქვა კიდეც ჩემთვის, რომ შენ სხვისი ნების უფალი არ ხარ და რომ ყველაფერი შენზე არ არის დამოკიდებული. ახლა კი გავალებ, რომ შენი საკუტარი მხეცი მოთოკო, რომლის სრული ბატონ-პატრონიც თავად ხარ.
ამოწერილია წიგნიდან: განმარტება სახარებისთვის წმიდისა მოციქულისა და მახარებლისა მათესი (გვ. 36-37)
ავტორი: წმინდა იოანე ოქროპირი, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი.
რედაქტორი: თინათინ გოგოჩაშვილი
გამომცემლობა: "ალილო"
მომზადებულია საქართველო საპატრიარქოს პრეს-ცენტრში
თბილისი, 2009
ტეგები: Qwelly, ადამიანი, გადარჩენა, დარიგებანი, ოქროპირი, ქადაგება, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•