იოანე ოქროპირი, JohnChrysostom, Qwelly, philosophy, დარიგებანი,

      ვიხილოთ, თუ რას იტყვის, ანუ რომელთა საქმეთათვის, ნუუკუე უნდოსა რასმე სიტყვასა და მეთევზურობისათჳს და საქმეთა სოფლისათა, რამეთუ ესე არიან სიტყვანი მეთევზურთანი, გარნა ამან არცა ერთი თქუა ამათგანი, არცა გუესმა ესევითარი რაჲმე მისგან, არამედ გუესმნეს მის მიერ სიტყუანი ზეცისანი, რომელნი არავინ სადა ცნნა უწინარეს მისა რამეთუ ესევითართა სწავლათა მაღალთა მოსრულ არს აწ თქმუად ჩუენდა, ვითარ ჭეშმარიტად საუნჯეთაგან სულისა წმინდისათა, ვითარმცა აწ ოდენ მოსრულ იყო ზეცით და უფროისად ცათა შინა მყოფთაცა ყოველთავე არა უწყოდეს ესე, ვითარცა ზემო ვთქუთ.

      აწ უკუე ესე არიან სიტყვანი მეთევზისანი? ანუ მრავლისმეტყველთა ამათ რიტორთა თქვეს სადა ესევითარი რაჲმე, ანუ ფილოსოფოსთა და სიბრძნისგამომეტყუელთა? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე საქმე არა კაცობრივსა ბუნებისაჲ არს უხრწნელისა მისთჳს და ნეტარისა ბუნებისა ესრეთ

      სიბრძნისმეტყველებაჲ და ძალთა მათთჳს და გარემო მისა მდგომარეთა უკვდავებისათჳს და ცხოვრებისა საუკუნოისა, ბუნებისათვის ხორცთაჲსა მოკვდავთა და უკანაჲსკნელ უკვდავ-ყოფადთა, სატანჯველისათჳს და საუკუნოჲსა სამსჯავროჲსა და საშჯელთა მათთჳს ყოფადთა, სიტყუათთჳს და საქმეთა და გულისზრახვათა, და თუ რაჲ არს ჭეშმარიტად კაცი და, რაჲ არს სოფელი, ანუ რაჲ არს ჭეშმარიტად კაცი და რაჲ არს რომელს, ეგონოს, ვითარმედ კაცი არს და იგი არა იყოს, ანუ თუ რაჲ არს უკეთურება და რაჲ არს სათნოებაჲ.

      რამეთუ ამათგანი რომელიმე გამიძიეს პლატონ და პითადორა ფილოსოფოსთა, რამეთუ სხუათა მათ არცა ვახსენებ ფილოსოფოსთა, არამედ, ვინაითგან თავნი ესე მათნი ესრეთ გამოიჩნდეს სხუათათვის რაჲ სთქუა? რამეთუ იქმნნეს ესენი საცინელ და საკიცხელ, ვითარცა ყრმანი მცირენი, რომლეთა ინებეს აღწერად სიტყუათა სწავლისათა და ყოველი საძაგელებაიჲ მათ წინა დააწესეს, ხოლო სულისათჲს თქუეს, - გარნა ვითარ მიგითხრა მათი იგი ამაოებაჲ რაოდენნი გმობანი წარმოთუნეს? – რამეთუ მუმლად და ბუზად და ძეძუად უწოდდეს სულსა კაცისასა ყოფად და ღმერთსა ჰგმობდეს და არა ესე ოდენ არს მათი საცინელ, არამედ ესეცა, რომელ ვითარცა ზღუასა შინა მღელვარენი, ვეროდეს დგანან ერთსა, სიტყუასა ზედა, არამედ სხუად და სხუად იქცევიან ცთომილთა გონებათაგა. გარნა მეთევზური ესე არა ესრეთ არს, არამედ ყოველსავე მტკიცედ იტყჳს, და ვითარცა კლდესა ზედა დამყარებული, არასადაჲთა შეირყვის, რამეთუ უხილავთა მხილველ იქმნა და ყოველთა მეუფჱ აქუნდა თავსა შორის თჳსსა მეტყუელად და ამისთჳს არა კაცობრივი იყო მის თანა, არმედ ყოველივე საღმრთოჲ.

      ხოლო იგინი ვითარცა კაცი, რომელი არასოდეს წინაშე მეფისა მოსრულ არნ, არამედ გარე სოფლებსა შინა იქცევიან და ინების თქმუად საქმეთათჳს პალატისათა, ესრეთვე იგინი შესცთეს, ვინაჲთგან უხილავთათჳს ინებეს თქმუად და ცთომასა მას შინა ურთიერთას წინააღუდგებიან, და არა ურთიერთას ოდენ, არამედ თავსა თჳსთაცა...

      ხოლო ბოროტთა მათ და ბილწთა ფილოსოფოსთა აღწერილი და გამოთქმული წარწყმდა, ვითარცა ბუდე დედაზრდლისაჲ, ანუ ვითარცა კუამლი და აჩრდილი უჩინო იქმნა სამართალდ, რამეთუ ეშმაკნი იყვნეს მომაგონებელ მათდა. ამისათჳსცა ბილწებისა მის და საძაგელებისა თანა სიბნელეცა და უცნაურებაჲ სიტყვათაჲ მათ ფრიად არს. რამეთუ რაჲმცა იყო უსაკიცხლეს მათსა? და დაჯდის ერთი მათგანი და თავსიდვის შრომაჲ მრავალი და ცუდი და აღწერნის რიცხჳთ სიტყუანო ურიცხონი და იტყჳნ: მნებავს გამოჩინებად, თუ რაჲ არს სიმართლე, და არა ოდენ მრავალ იყვნენ სიტყუანი იგი, არამედ განუგონებელცა. დაღაცათუმცა კეთილსა რასმე აღსწერდა, ფრიად საწყინოვემცა იყო და უჴმარ კაცთა შორის. ვითარ ისწავამცა იგი მჭედელმად, ანუ მუშაკმან, ანუ ხურიმან ანუ მენავემან, გინათუ სხვამან ვინმე ესევითარმან? დაუტევოს ჴელოვნებაჲ თჳსი, რომლისა საზრდელი ჴელთსაქმრისა თჳსისაგან მოირეწვის და წარვიდეს, მრავალ წელ ისწავლიდეს, რაჲთა უძლოს გულისჴმისხოფად სიტყათა და ცნას, თუ რაჲ არს სიმართლე? ანუ არა პირველ სწავლისა მი შიმშილითა მოსწყდესა? და ვერცა სწავლაჲ იგი სრულყოს, ვერცა სხუაი რაი კეთილი ისწავოს, არამედ ცხორებისაგანცა დააკლდეს...

      ხოლო ამაოთა ამათ ფილოსოფოსთა თქმულნი, ვითარცა სამარენი არიან გარეთ შემკილნი და შინაგან სიმყრალითა სავსენი უკეთუ სიტყუათა შეწყობილებაჲ აღიღო, იხილო მუნ ფრიად სიმყრალჱ საქმეთაჲ და საძაგელებაჲ ურიცხჳ; და უფროჲსად, რაჟამს სულისათჳს იტყოდიან და უზომოდ პატივ-სცემენ მას და მერმე მოიქცევიან და ჰგმობენ მას. რამეთუ ესრეთ არს ეშმაიკისა საბრჴჱ, რომელ არასადა უტეობს საზომსა ზედა დაგომად, არამედ ანუ უზეშაეს ზომისა აღამაღლებს, ანუ უზეშთაეს ზომისა დაამდაბლებს მორჩილთა მისთა. არამედ ჩვენ დაუტევნეთ მათთა საქმეთა ბილწებანი, რამეთუ ესეცა, რომელ ვთქუთ, მათთჳს უხმარვე იყო, გარნა რაჲთა სცნათ მათი იგი ბილწებაი.

წმიდა იოანე ოქროპირი

ტეგები: Qwelly, დარიგებანი, ოქროპირი, ფილოსოფია, ქველი

ნახვა: 320

ბლოგ პოსტები

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Qwelly World

free counters