მე მინდა, რომ შენ ნათლად და მკაფიოდ წარმოიდგინო, თუ რისთვის ცხოვრობ ამჟამად და როგორ უნდაქ მოიქცე მომავალში. და ამიტომ
მე მინდა, რომ ახალ ცხოვრებაში შესვლისას. განანო იგი იმგვარად, რომ სინდისი არაფერზე გამხელდეს, რომ შენი წარსული ცოდვითი ნამოქმედარის გამო არ შეგრცხვეს არც ჩემი და არც საკუთარი თავისა.
მე მინდა, რომ დაითრგუნოს შენი სიამაყე; მე მინდა, რომ შეიცნო დროის ფასი. თავადაც, როგორი ძნელია აინაზღაურო დაკარგული საათები, თვები, წლები
მე მინდა, რომ შენ თუნდაც ცხოვრების მიწურულში ხანდაზმულმა, შეიცნო, თუ როგორი ძნელი და სამარცხვინოა, მიაპყრო მზერა საკუთარ თავს შელამაზებისა და ქების გარეშე, თუ როგორ აუწერლად მძიმეა ჩაიხედო საკუთარი წარსულის ყოველ კუთხე-კუნჭულში, დაუნდობლად გააკრიტიკო ყოველი შენი ცდომილება, სისაძაგლე, დაფარო სიბნელე, მხოლოდ უდიდესი სიძულვილის ღირსი.
და ამიტომ:
მე მინდა, რომ შენი ცხოვრების ყოველ წამს იყო საკუთარი თავის ერთგული,რომ რაც შეიძლება ხშირად ამოწმებდე საკუთარ აზრებს, სიტყვებსა და ნამოქმედარს.
მე მინდა, რომ შენ არ იარო გათელილი გზებით და ბილიკებით, იყო ძლიერი, მამაცი, აღმსრულებელი, მედეგი განსაცდელებსა და ტანჯვაში.
მე მინდა, რომ შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში ამჟღავნებდე რკინისებურ სიმშვიდეს, მთელი სიცხადით გესმოდეს აზრი ამ განსაცდელებისა.
მე მინდა, რომ შენ ყველგან და ყოველთვის კმაყოფილი იყო იმითაც, რაც გაქვს, ხოლო მცირედისათვის მმადლობდე მე.
მე მინდა, რომ შენ მომენდო როგორც ჩვილი. რადგან მხოლოდ მაშინ მიიღებ თუნდაც სულ მცირე ნაპერწკალს სოლომონის სიბრძნისა
მე მინდა, რომ შენს თვალებში ირეკლებოდეს აღუშფოთებელი ნათელი და სიწმინდე, რათა შენი თვალები, ყოველთვის და ყველგან ყურადღებით და ნელა გარდამავალი ერთი საგნიდან მეორეზე, ყველაფერს ხედავდეს, ყველაფერს ანჩნევდეს და ყველაფერს იკრებდეს. ეს იშვიათი ნიჭია და შენ მას,უნდა გაუფრთხილდე
მე მინდა, რომ შენ იყო კეთილი ხასიათისა, რომ არასოდეს გღალატობდეს სამართლიანობა, რომ შენ ყოველთვის ისე იქცეოდე, როგორც საჭიროა, ანუ როგორც საკუთარი სინდისი გიკარნახებს, რათა შენგან ისწავლონ სხვებმა კეთილშობილებმა, შორსმჭვრეტელობა, განსჯა, დიდისულოვნება, სიტყვისა და საქმის სიმწიფე.
მე მინდა, რომ შენი ნაცნობები შენზე ამბობდნენ: აი ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობი, ყველგან და ყველაფერში ენდობი.
მე მინდა, რომ შენ იყო გარშემომყოფთადმი გულისხმიერი, მათი უბედურებისა და ტკივილების მტვირთველი.
მე მინდა, რომ შენ ყოველთვის უფრო მეტს გასცემდე, ვიდრე ითხოვდე.
მე მინდა, რომ შენ ფლობდე შენს აზრებს, დააკვირდი, როგორია. როცა საქმე ზუსტად და მსუბუქად მიდის, აზრებიც ცოცხალი და თავისუფალია – ისინი სხარტად, გამჭვირვალედ და ელვისებურად მოდიან.
მე მინდა, რომ შენ განიმსჭვალო იმ ჭეშმარიტებით, რო მდუმარებაზე კარგი და ძვირფასი არაფერია. ამიტომ ნუ გახარჯავ ამაოდ სიტყვის ძალას, შეინახე იგი აღმშენებლობისათვის, აღსარებისათვის. შენ უნდა იგრძნო პასუხისმგებლობა ყოველ შენს სიტყვაზე.
მე მინდა, რომ სახელი შენი ყოველთვის სიმშვიდითა და სიჯანსაღით სუნთქავდეს.
მე მინდა, რომ ამჟამად შენ უფრო მეტს ზრუნავ შენს ჯამთელობაზე, რადგან იგი მე მჭირდება ზოგიერთი შენი საქმის აღსრულებისათვის.
და ამიტომ:
მე მინდა, რომ შენ არ უარყო მაცოცხლებელი და აღმდგენელი ძილი. ამიტომ, ეცადე, ყოველდღე თუნდაც 15-30 წუთი დაიძინო დღისით .... და შენ შეამჩნევ, რომ მიიღებ მარაგს მთელი დღის ხნეობისა და სიცოცხლისას.
მე მინდა, რომ შენ შეიმეცნო, რომ ჩემი მუდმივი მოვალე ხარ, რომ უნდა იჩქარო და დააფიქსირო ქაღალდზე შენი ჯერ კიდევ გამოულეველი გამოცდილება შენგან არჩეულ, დაწყებულ და დაუმთავრებელ შრომებში.
მე მინდა, რომ შენ შეინარჩუნო სიცოცხლის წყურვილი, გამოულეველი ენერგია, სიყვარული და მოშურნეობა საქმისადმი, მგზნებარება მოქმედებისადმი, რათა აქტიურად შეიჭრე შენს გარემომცველ ცხოვრებაში.
მე მინდა, რომ შენი აზრები და საქმე არ დაშორდეს ერთმანეთს (შენ ხშირად გსურდა ერთი და აკეთებდი მეორეს).
მე მინდა, რომ შენ ძლიერი ხასიათის ადამიანი იყო, რომ არასოდეს გტოვებდეს სულის სიმტკიცე, შემსრულებლობა და უნარი. მთლიანად უძღვენი თავი შენი იმ საქმეს, რისთვისაც მოწოდებული ხარ. ამგვარი ადამიანი არასოდესაკეთებს არაფერს ნახევრად, ეს მისი ხასიათის ძირითადი თვისებაა.
მე მინდა, რომ შენ ბედნიერება გეწვიოს – მუდამ აკეთებდე შენს საყვარელ საქმეს.
მე მინდა, რომ მცირე გვიანი ბედნიერება გეწვიოს შენ რამდენადაც ყველაფერი ცუდი უკვე ჩავლილია, თუნდაც ხანმოკლე დროით, მაგრამ მაინც რჩება შენთვის წინ ყველაზე კარგი და ნათელი.
მე მინდა, რომ ამ გზით მავალმა შეიმცნო საკუთარი თავი, ყველაზე მთავარი და ყველაზე არსებითი შენს ცხოვრებაში.
მე მინდა, რომ შენ განიმსჭვალო ყველა ამ ჩემი სურვილით და დაიბეჭდოს ეს იმ ფიზიკური და სულიერი მოწესრიგებულობით, რომელიც გამოარჩევს ჩემს რჩეულთ მოკვდავთაგან.
შენ მარტოსული ხარ, მაგრამ არ დაგავიწყდეს და გახსოვდეს, რომ მე შენთანა ვარ.
არ არის ადვილი მარტოობის მწვავე სევდის განცდა, მაგრამ ეს აუცილებელია ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც მგრძნობიარე და ფაქიზია სხვისი უბედურებისადმი.
მე მინდა, რომ შენ გაამართლო ნდობა, რომელიც მე ჩაგისახე გულში.
მე მაქვს უფლება, რომ ეს ყოველივე შენ მოგთხოვო, რადგანადაც ძალზე ბევრი მოგეცი და ამჟამადაც ბევრს გაძლევ, რამდენჯერ მოგიწოდე გამოსწორებისაკენ და სინანულისაკენ.
მე ველი შენგან გულრწფელ პასუხს, შენი სულისკვეთებით გამთბარს. ახლა რაღა დაგრჩენია?
ესწრაფე ღრმა სიჩუმეს. ხშირად ჩაიკეტე საკუთარი გული უდაბნოში, მაგრამ არ მიეცე მთვლემარე სიჩუმეს.
გამოითხოვე პატიება ჩადენილი უკანონოებისათვის. დაიტირე ჭეშმარიტების შეცნობის საშუალებანი, რომლებიც დაკარგე და ვერასოდეს გამოიყენებ, დაიტირე დრო საკუთარი სულის ხსნისათვის და მოყვასის კეთილდღეობისათვის გამოსაყენებელი და სამუდამოდ დაკარგული.
დაე, სინდისის ხმა და მარადი სირცხვილის გრძნობა თან გდევს საბოლოო სინანულამდე და ცხოვრების უკანასკნელ დღეებამდეებამდე.
დაე, არ დაგშორდეს და მთელი ცხოვრება თან გდევდეს სირცხვილი იმისა, რომ თუ როგორ შეხედავ, თუნდაც შორიდან, საიქიო ცხოვრებაში მართალთა, მოსაგრეთა და ნეტართა წმინდა სახეებს ამ ცხოვრებაში შენთვის ესოდენ ახლობელთ.
არქიეპისკოპოსი მანუელი
აღებულია წიგნიდან "სანუგეშო"
ტეგები: Qwelly, ბედნიერება, დარიგებანი, მდუმარება, მიტევება, სანუგეშო, სიყვარული
რა მაგარია მართლაც:)) მომეწონა მაგრად
ლალი მაპატიე და ვერაფრით მივხვდი - რა ყველაფერი გინდა? :)
ლალი_მ თქვა:
მეც მინდა ეს ყველაფერი...
ყოველდღე უნდა კითხულობდეს ამას ხათო(((
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
© 2025 George.
•