წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება კვირიაკესა მეზვერისა და ფარისევლისა

ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას:
ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე (ლუკ. იჱ, ი).

       ორნი კაცნი შევიდნენ ტაძარსა შინა ლოცვად, ვითარცა გვესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან. ერთის კაცის ლოცვა იქმნა ნაყოფიერი: ღმერთმან მიუტევა მას მრავალნი მისნი ცოდვანი და გამოვიდა იგი ეკკლესიისაგან განმართლებული. მეორისა კაცისა ლოცვა დაშთა უნაყოფოდ; არათუ არ მიიღო მან მიტევება ცოდვათა, არამედ უმეტესად დამძიმდა მისი ცოდვა. რა იყო, ძმანო, ამის მიზეზი? დიდად საჭირო არს ჩვენ ყოველთათვის გამოვიკვლიოთ ეს საგანი: ჩვენ  ყოველნი აღვდივართ ტაძარსა შინა ლოცვად, მაშასადამე საჭირო არს ჩვენთვის შევიტყოთ: რომელი ლოცვა გაამართლებს კაცსა და რომელი არა.

       რა სახით ილოცეს ამ ორთა კაცთა? ფარისეველი იგი წარსდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი; მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზვერე; ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა; ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. აჰა ვითარ აღსწერს მაცხოვარი ლოცვასა ფარისეველისასა! რისთვის დაშთა ეს ლოცვა უნაყოფოთ? ამას არ უნდა დიდი განმარტება: თვით შენ ჰგრძნობ, ძმაო ჩემო, რომ უგუნურთა ამათ სიტყვათა შინა ფარისეველმა გამოაჩინა ერთი მხოლოდ ამპარტავნება თვისი. აქ მე სხვა რაიმე უნდა გითხრა, ძმაო: როდესაც გესმის შენ ეს უგუნური ლოცვა ფარისეველისა, არ გაგახსენდებაა რაიმე მგზავსი ამისი ცხოვრებისა შენისაგან? მაღალნი და უგუნურნი სიტყვანი ფარისევლისანი არ მოგაგონებენა შენ საკუთართა შენთა ანუ რომლისამე მცნობისა შენისა სიტყვათა? ხშირათ დავემსგავსებოდით ჩვენ, ძმანო ჩემნო, ფარისეველსა ამას. ვინ იცის, რაოდენ-გზის ზოგიერთი კაცი ამართლებს თავის თავს, მგზავსად ფარისეველისა ამის, მით, რომელ იგი, მადლობა ღმერთსა, არ არის ქურდი, კაცის მკვლელი, მეშრუშე! რაოდენ გზის მოხდება, რომელ ოდესაც მამა თავის შვილს ანუ უფროსი თავის ქვეშევრდომს დაემდურება და აყვედრებს რომელსამე ცუდსა საქმესა, მაშინ იგი იტყვის: მადლობა ღმერთს, მე ხომ ქურდი და კაცის მკვლელი არა ვარო. ანუ ოდესაც მოძღვარი ამხილებს თავის მოწაფეს და უხსნის, რა ცუდი საქმე უქნია, მაშან იგი იტყვის: მადლობა ღმერთს, ჩემზედ უარესიც არიანო. ერთის სიტყვით, თითქმის ყოველ კაცს აქვს ის ცუდი და მავნებელი ჩვეულება, რომ იგი თავის თავს ამართლებს მით, რომელ არიან ბევრნი მას ზედა უარესნი: არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე. ჰოი უგუნურებასა შენსა, ფარისეველო! შენი თავი დიდათ მიგაჩნია მხოლოდ მისთვის, რომელ არიან ზოგნი შენზედ უარესნი, არა ხარ შენ ყოველთა-უცუდესი. უკეთუ გსურს შენ, ძმაო, შეიტყო შენი სულიერი მდგომარეობა, არა შენსა უარესსა, არამედ შენზედ უმჯობესსა შეადარე შენი თავი; ცხოვრება შენი, ყოფაქცევა და სიცოცხლე შენი გაზომე საღმრთოითა მით საზომითა, რომელი გიჩვენა შენ მაცხოვარმან სიტყვითა და საქმით.

       არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე. ვსთქვათ, რომ შენ სწორედ არა ხარ მსგავსი ძლიერ ცუდთა კაცთა, გარნა ემსგავსებია კაცთა წმიდათა? ვსთქვათ, რომ შენ არა ხარ ბოროტის-მომქმედი, გარნა არ არის საკმაო შენთვის მხოლოდ ის, რომ ცოდვა არ გქონდეს, არამედ მადლი უხდა ჰქმნა, სათნოება უნდა შეიძინო. ღმერთმან შენ გიწოდა სიწმიდისათვის, სათნოებისათვის, სასუფევლისათვის. უკეთუ არ მიმდინარეობს შენი ცხოვრება უმჯობესისადმი, მაშა-სადამე რით გამართლდები?

       არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე: რა არის, ძმაო ჩემო, სიტყვათა ამათ შინა შესანიშნავი და განსაკვირვებელი? ის, რომელ ესრეთთა მაღალთა სიტყვათა სწორედ ის კაცი ამბობს ხშირად, რომელიცა ნამდვილად ემსგავსება ცუდთა კაცთა და არის აღვსებული ყოვლითა ბოროტებითა. კაცი წმიდა, ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში ვერ გაბედავს და ვერც მოიფიქრებს თქმად ესრეთთა სიტყვათა; იგი არის თავმდაბალი და თვით მცირედიცა ცოდვა, უკეთუ შეემთხვია მას, შეაშინებს და შეჰმუსრავს გულსა მისსა; იგი სიმდაბლესა შინა თვისსა ყოველთვის ჰრაცხს თავის თავს დანაშაულად და ცოდვილად ღვთის წინაშე; მას არა აქვს იმედი თავის თავისა, არამედ ღვთისაგან ელის განმართლებასა. შენ მხოლოსა შეგცოდე ღმერთო! მე მხოლომან განვამწარენ წიაღნი მამულნი შენნი! უარესი ვარ მე და უცოდვილესი ყოველთა კაცთა! აჰა, რას ლოცულობდნენ მარადის უდიდესნი წმიდანი, რომელნი იყვნენ აღვსებულ სულითა წშიდითა და სასწაულ-მოქმედნი! ხოლო ფარისეველი იქადის; იგი არათ ჰრაცხს ზოგიერთსა ცოდვასა, იმას ცოდვად მიაჩნია მხოლოდ უსაშინელესი ცოდვანი, ვითარცა მტაცებლობა, მრუშება, კაცის კვლა; უკეთუ ესენი არ უქმნია მას, იმას თავისი თავი მიაჩნია წმიდად.

       გარნა, რას გვეტყვის კიდევ ფარისეველი ესე? იგი გვაჩვენებს ჩვენ, ვითომც მას აღუსრულებია მრავალნი სათნოებანი: ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. აჰა სათნოებანი ფარისეველთა! მარხვა და მსხვერპლის შეწირვა არის გზა მიმყვანებელი სათნოებისადმი და არა თვით სათნოება; ვინც იმარხავს, მსხვერპლს შესწირავს, წირვა-ლოცვას ისმენს, გარნა შინაგანი სიწმიდე არ მოემატა, სულით და გულით უმჯობესი არ შეიქმნა, ის ემსგავსება კაცსა მას, რომელი გზასა ზედა სდგას და წინ არ მიდის. ცხად არს, რომ ესრეთი კაცი მოჩვენებისათვის, ესე იგი ფარისევლობით აღასრულებს ესრეთთა გარეგანთა საქმეთა.

       ახლა მივიქცეთ მეზვერისადმი და შევიტყოთ, როგორ ლოცულობდა იგი: ხოლო მეზვერე იგი შორს სდგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას! ცხად არს, თუ ვითარითა სიმდაბლითა, გრძნობითა და შემუსრვილითა გულითა ლოცულობდა მეზვერე იგი; იმან შეიგნო თვისი მდგომარეობა, იგი აღარ ატყუებდა თავის თავს. ვინ იცის, იქმნება, ისიც კი ორ-გზის იმარხვიდა, ვითარცა ფარისეველი შაბათსა; უთუოთ იგიც ათეულსა აძლევდა მონაგებისაგან თვისისა, ვინაიდგან იგიცა იყო ურია; ხოლო ურიანი მტკიცედ აღასრულებდნენ ესრეთთა მცნებათა. გარნა როგორღა გაახსოვდებოდნენმას ესრეთნი ფუჭნი საქმენი, ვინაიდგან გული მისი იყო შემუსვრილ, მას ახსოვდა მხოლოდ თვისი უღირსება და თვისი ცოდვა.

       ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა! ბევრს სიტყვას არ ამბობს იგი; ნაცვლად სიტყვათა ისმის ოხვრა მისი და გულის-ცემა. ვინც ღრმად ჰგრძნობს, ვისიც გული არის აღელვებული, იგი ბევრს ვერა რას იტყვის; ან რათ უნდა ღმერთსა სიტყვამი შენნი, ძმაო! ღმერთი ჰხედავს შენს გულს, იგი ჰხედავს, რა გრძნობით მიდიხარ შენ ეკკლესიაში. სთქვი შენცა, ძმაო, სიღრმისაგან გულისა შენისა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, და ღმერთი მიმხედველი გულისა შენისა სიმდაბლისა და გრძნობისა, გილხენს და გაცხოვნებს შენ. ამინ.

~ 1860-1870 წლები ~

ტეგები: Qwelly, დარიგებანი, იგავი, კვირიაკე, ქადაგება, ქიქოძე

ნახვა: 344

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters