წიგნიდან:

"ტკივილითა და სიყვარულით - თანამედროვე ადამიანის შესახებ"

მამა პაისი მთაწმინდელი

     დღეს ქვეყნიერება სხვადასხვაგვარი "უსაფრთხოებებითაა" სავსე, მაგრამ იგი განშორებული ქრისტესგან - უდიდესი უმწეობის შეგრძნებით იტანჯება. არც ერთ ეპოქაში არ არსებულა ასეთი უმწეობა, როგორშიც თანამედროვე ადამიანები არიან. და რამდენადაც ადამიანური უსაფრთხოება მათ არ აკმაყოფილებთ, ისინი ეკლესიის ხომალდს მიელტვიან, რათა სულიერი უსაფრთხოება იგრძნონ, რადგან ხედავენ, რომ ერის ხომალდი ფსკერისკენ მიდის, მეორე მხრივ, თუ ისინი დაინახავენ, რომ ეკლესიის ხომალდშიც შედის წყალი და იქაც ამსოფლიური სულით არიან შეპყრობილნი და სულიწმიდა არ იმყოფება მასში, მაშინ ადამიანებს სასო წარეკვეთებათ, რადგან ამის შემდეგ ხელჩასაკიდი აღარაფერი ექნებათ.

სოფელი იტანჯება, იღუპება და საუბედუროდ, ადამიანები იძულებულნი არიან ამ ერული სატანჯველის შუაგულში იცხოვრონ. უმრავლესობა სიმარტოვეს და გულგრილობას გრძნობს, განსაკუთრებით ამჟამად იგრძნობა ყველგან ეს ყოველივე, ადამიანებს საყრდენი არა აქვთ. როგორც ანდაზაშია: "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო", რაც იმას ნიშნავს, რომ დასაღრჩობად განწირული ადამიანი ცდილობს რაიმეს ჩასჭიდოს ხელი, რათა გადარჩეს. ხომალდი იძირება და ვიღაც ცდილობს, გადარჩეს, ცდილობს, ანძაზე ავიდეს. იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ანძაც ფსკერისკენ წავა ხომალდთან ერთად. ის ანძას ჩაეჭიდება და კიდევ უფრო ჩქარა დაინთქმება. მე მინდა ვთქვა, რომ ადამიანები საყრდენს, ხელის ჩასაჭიდს ეძებენ. და თუ მათ არა აქვთ რწმენა, რომელსაც დაეყრდნობიან, თუ მათ არ ირწმუნეს ღმერთი იმდენად, რომ მთლიანად მას მიენდონ, მაშინ ტანჯვას ვერსად გაექცევიან.

ჩვენს მიერ გადატანილი წლები მეტად მძიმე და სახიფათო იყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ქრისტე გაიმარჯვებს. თქვენ ნახავდით, თუ როგორი პატივისცემით განეწყობოდნენ ადამიანები ეკლესიის მიმართ, ჩვენ - ქრისტიანები რომ სწორად ვცხოვრობდეთ.

როგორღაც ისე მოხდა, რომ ზამთარში, ჩემს სენაკში ჩვიდმეტი სრულიად განსხვავებული ადამიანი მოვიდა. სტუდენტიდან დაწყებული - თეატრის რეჟისორით დამთავრებული. ეს ადამიანები ცრემლის ღვრით მეკითხებოდნენ, შეძლებდნენ თუ არა ისინი ღვთისმეტყველების სწავლას! ერის მდგომარეობა სრული უგუნურებაა! ყველა რაღაცას ეძებს და უმრავლესობამ არც იცის - თუ რას. ერთნი ჭეშმარიტებას გართობის ცენტრებში ეძებენ, მეორენი კი ცდილობენ ქრისტე შეშლილი მუსიკის მოსმენით იპოვონ...

- და მართლაც, წმიდაო მამაო, როგორ ძიებაში არიან ადამიანები! თქვენთან ამდენი ხალხი მოდის და რიგში საათობით დგანან, რომ თქვენ შეგხვდნენ.

- ესეც დღევანდელობის ერთ-ერთი ნიშანია - ადამიანები შემწეობას ეძებენ (თვით) ჩემისთანა უღირსთან. მე საკუთარ თავში ვერანაირ სიკეთეს ვერ ვხედავ და მიკვირს: რას ხედავენ ასეთს, რომ თავპირისმტვრევით მოიჩქარიან ჩემსკენ? ბოლოს და ბოლოს, ვინა ვარ მე: გოგრა საზამთროს კურკით. ჩვენს დროში კი გოგრას საზამთროს მაგიერ ჭამენ, რადგან მისი კურკები საზამთროსას ჰგავს. ადამიანები ჩემთან სამყაროს მეორე კიდიდან მოდიან და ისიც კი არ იციან, აქ დავხვდები თუ არა. ჩემთვის კი როგორია: ერთის მხრივ, მე საკუთარი თავის მრცხვენია, მეორე მხრივ კი - ადამიანები ტკივილით იტანჯებიან. სადამდე დავედით. როგორ დაეცა ერი! წინასწარმეტყველი ესაია ამბობს, რომ მოვა დრო, როდესაც ადამიანები იპოვიან ვინმეს ერთი შესამოსელის მქონეს და ეტყვიან: "გაგვიხდი მთავრად შენს ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო". შეგვიწყალე, უფალო!

წმიდა არსენი კაბადოკიელი ოცდამეშვიდე ფსალმუნს კითხულობდა მათთვის, ვინც "ზღვასა შინა იჭირვიან". მე კი როდესაც მას ვკითხულობ, ვამბობ: "ღმერთო ჩემო, ახლა ხომ ხმელეთის - ანუ მთელი სამყარო - ზღვაზე უფრო საშიშად იქცა, ადამიანები სულიერად ინთქმებიან ამ სამყაროში". როდესაც ჩემთან ცხოვრებადამსხვერული ადამიანები მოდიან, მე მათ 93-ე და 36-ე ფსალმუნებს ვუკითხავ: "ღმერთი შურის ძიებათა, ღმერთი შურის ძიებათა განცხადნა, ამაღლდი, რომელი შჯი ქვეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა... ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკვიდრებელი შენი განაბოროტეს... და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი შემწე სასოებისა ჩემისა"... ეს წმიდა სიტყვები მეტად ანუგეშებენ სულს. ამ უბედურ ადამიანებს მხოლოდ ერთხელ რომ მიეპყროთ მზერა ცისთვის, მაშინ ბევრი რამ შეიცვლებოდა. მაგრამ დღეს ადამიანები ღმერთზე არ ფიქრობენ, ამიტომ სულიერი დახმარების მცდელობა მათთვის გამოძახილს ვერ პოულობს და მათთან ურთიერთგაგების მდგომარეობის დამყარება ვერ ხერხდება.

ამოკრებილია თავებიდან: "უსაფრთხოება და უმწეობა" და "ადამიანი ძიებაშია"

ტეგები: Qwelly, ადამიანი, დარიგებანი, ზრუნვა, თანამედროვეობა, პაისი, უსაფრთხოება

ნახვა: 360

ბლოგ პოსტები

U4gm POE2 How to Choose Your Next Stronghold Goal

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am 0 კომენტარი

Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…

გაგრძელება

5 Reasons Why U4GM Monopoly GO Partners Event Service Is Safe and Reliable

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am 0 კომენტარი

Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters