დღეს, საღმრთო ლიტურღიაზე მოხდა გახსენება იმ დღისა, როდესაც მაცხოვარი, გალილეისკენ მიმავალ გზაზე, გაივლის ქალაქ სუქარს, რომელშიც სამარიტელები ცხოვრობდნენ. შუადღის სიცხეში, მაცხოვარი ჩამოჯდება იაკობის მიერ იოსებისთვის ნაანდერძალ ჭასთან, სადაც მოვა ერთი სამარიტელი ქალი წყლის ამოსაღებად. მაშინ მაცხოვარი ქალბატონს სთხოვს დაალევინოს წყალი. მაცხოვრის და ქალბატონის გასაუბრება სრულდება იმით, რომ ქალბატონი წარიღებს წყალს, რომლის დალევის მერე აღარ მოსწყურდება და რომელიც იდინებს მასში წყაროდ ცხოველად, გაიგებს და მოისმენს ჭეშმარიტი უფლის შესახებ და მისი თაყვანისცემის შესახებ. ამ საკითხავთან დაკავშირებით, წმინდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის

სიტყვა კვირიაკესა სამარიტელისასა

მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაცა ეგე ვითართა ეძიებს თაყვანის-მცემელთა მისთა; სულ არს ღმერთი და თაყვანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აძს თაყვანის-ცემა (იოან. დ,კბ,კგ)

უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ, რომელ ჭეშმარიტი ლოცვა და თაყვანის-ცემა ღვთისა შესაძლო არს მხოლოდ იმ მთაზედ, სადაცა მათ ააშენეს ტაძარი, გარნა ურიანი ამტკიცებდენ, რომელ ღმერთი მხოლოდ იერუსალიმის ტაძრითგან მიიღებს ლოცვასა და შესაწირავსა. მამანი ჩვენნი, ჰკითხა დედაკაცმან, მთასა ამას თაყვანის-ცემდეს და თქვენ იტყვით, ვითარმედ იერუსალიმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყვანის-ცემა. მაშინ მაცხოვარმან მიუგო: მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს არცა იერუსალიმს, არცა მთასა ამას ზედა თაყვანის-სცემდენ მამასა: არამედ ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაცა ეგე ვითართა ეძიებს თაყვანის-მცემელთა მისთა; სულ არს ღმერთი და თაყვანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აძს თაყვანის-ცემა.

ურიანი, ვითარცა ვიცით ჩვენ საღმრთო წერილისაგან თაყვანისცემასა ღვთისასა განსაზღვრებდენ ერთითა მხოლო გარეგანითა მსახურებითა და მსხვერპლის შეწირვითა. იგინი არა ზრუნავდენ შინაგანისა, სულიერისა სიწმიდისა და სიმართლისათვის, არამედ ესრეთ ფიქრობდენ, რომ საკმაოდ აღსრულდება ღვთის-მსახურება, ოდესცა კაცი შესწირავს ღმერთსა ცხოვართა სისხლსა და აღასრულებს სხვათა რომელთამე გარეგანთა წეს-დებულებათა; გარნა მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, რომელ ჭეშმარიტი ღვთის-მსახურება არის სულიერი და კაცი უნდა ემსახურებოდეს ღმერთსა სულითა და ჭეშმარიტებითა.

დიდ-არს, ძმანო, და ფრიად საჭირო საგანი ესე ჩვენთვის! კაცი ყოველთვის და ყოველგან არის მიდრეკილი, რომ ნაცვლად სულიერისა და ჭეშმარიტისა თაყვანის-ცემისა ემსახუროს ღმერთსა რომლითამე გარეგანითა წესითა, ანუ შესაწირავითა. ყოველთვის უნდა ფიქრობდე შენ, ძმაო ჩემო, რომელ ნაცვლად ჭეშმარიტისა სულიერისა მსახურებისა არ ემსახურო ღმერთსა გარეშეობითა. სული არს ღმერთი; იგი მოითხოვს, შენგან სულსა და გულსა; იგი მოითხოვს, რათა შენ ყოველთვის ხვიდოდე სიმართლით, ყოველთვის გახსოვდეს, რომ მას ესმის ყოველი შენი სიტყვა, იგი ხედავს ყოველსა შენსა საქმესა, იგი გამოსცდის შენსა გულის სიტყვასა და ზრახვასა. ეს ხშირად გავიწყდება და ნაცვლად გულის სიწმიდისა, ნაცვლად სიმართლისა შენ მიუძღვნი ღმერთსა რომელსამე გარეგანსა მსახურებასა და მსხვერპლსა. მრავალ მაგალითებს წარმოგიდგენ მე შენის ცხოვრებისაგან, რომელნიცა დაგიმტკიცებენ ამას: მარხვის შენახვა, ესე იგი, მარხვის დღეს ხორცის უჭმელობა რა არის, სულიერი მსახურება ღვთისა, ანუ ხორციელი? რა საკვირველია, ეს არის ერთი ოდენ ხორციელი მსახურება. გარნა შენ დიდი იმედი გაქვს ამაზედ: მარხვას არა-ოდეს არ დაარღვევ და სხვას ამის უდიდეს მცნებას ადვილად დაარღვევ. ამავე დღეს, როდესაც ხორცი არა სჭამე, იტყოდი ცოდვა არისო, იქმნება კიდეც წაეჩხუბე ვისმე, მოატყუე ვინმე და აგინე და სხვა ბევრი ცოდვა ქმენი; მაგრამ სინიდისი არ გამხილებდა და არც გიფიქრია, რომ ეს ცოდვა არისო; მაშა-სადამე შენ სულიერი მსახურება ღვთისა არ გახსოვს და ხორციელი კი გახსოვს. ჭეშმარიტად მიკვირს და ვსწუხვარ, რატომ არ გახსოვს, რომ სიცრუის თქმა უარესი ცოდვა არის, ვიდრე მარხვის ჭამა და სხვაცა ყოველი ცოდვა უმძიმესი არს, ვიდრე მარხვის დარღვევა; გარნა შენ გსურს, რომელ მხოლოდ მარხვის შენახვით დააკმაყოფილო შენი სინიდისი. ვინაითგან ჭკუა და სინიდისი შენი გაიძულებს თაყვინი-სცე და ადიდო ღმერთი, შემოქმედი შენი, ხოლო ცოდვის მოსპობა, ამ სოფლის უარის-ყოფა გემძიმება, მარტო მარხვის შენახვითა გინდა დაამშვიდო სინიდისი შენი და აღასრულო თხოვნა მისი. მაშა-სადამე აღარ შევინახო მარხვა? მეტყვის ვინმე. შეინახე, მაგრამ არა ხორციელად მხოლოდ, არამედ სულიერადცა. ცოდვისაგან იმარხე და არა მხოლოდ საჭმლისაგან.

სხვა მაგალითს გეტყვი: რავდენ-ჯერ იტყვის ზოგი კაცი: მე ამა და ამ ეკლესიაზედ მმართებს ლოცვაო; ანუ მე ამ ხატის შესაწირავი ცხვარი, ანუ სხვა რაიმე მმართებსო. არ ვიცი, საიდგან იწყო ეს ჩვეულება; საიდგან მიხვდა ის კაცი, რომ ცხვარს მოითხოვს მისგან ხატი. მე ესრეთ ვგონებ, რომ ეს წარმოსდგა უგუნურთა და უმეცართა მკითხავთა და მარჩიელებთაგან რომელნი ფრიად აბრიყვებენ მრავალთა კაცთა და აბნელებენ სინიდისსა მათსა. რა არის ამაში ცუდი? მკითხავს ვინმე. ის, ძმაო ჩემო, რომელ ეს არის მხოლოდ ერთი გარეგანი, ხორციელი მსახურება ღვთისა: როდესაც შენ ცხვარი, ანუ სხვა რაიმე შესწირე ხატსა, ეგრეთ ფიქრობ, რომ ერთი დიდი სამსახური მიეც ღმერთსა. ამით შენ სინიდისს ამშვიდებ და არღარა ზრუნავ სულითა და ჭეშმარიტებითა ემსახურებოდე ღმერთსა. თუ გახდა ვინმე ავათ, ანუ სხვა რაიმე დაემართა უბედურება, იტყვის: ეს ამა და ამ ხატმა მიყოო; იმისი შესაწირავი მმართებსო და უნდა წავიდე მივართვაო. ვაი უგნურებასა და დაბნელებასა შენსა! თუ ავათ გახდი, ან რაიმე უბედურება გეწია, წინა-პირველად ის არ უნდა იფიქრო, რომელ ღმერთმან გიყო ეს რომლისამე ცოდვისა და უსჯულოებისა შენისათვის, ანუ გამოსაცდელად შენის სასოებისა და მოთმინებისა? და არ უნდა ეცადოა, რომ სინიდისი გამოიცადო და რაც ცოდვა გიქმნია, მოისპო ღვთის წინაშე და მოვლინებული შენზედ უბედურება მიიღო ვითარცა სწავლა და სასჯელი ღვთისაგან? გარნა შენ იტყვი: ხატს ძღვენი არ მივართვიო. რათ უნდა ღმერთსა, ანუ ხატსა შენი ხორციელი ძღვენი? ღმერთი მოითხოვს შენგან სიმართლესა, წმიდასა გულსა, სულსა შემუსვრილსა, დამდაბლებულსა და მონანულსა, ხოლო შენ გინდა გარდიხადო ყოველი მსახურება შენი რომლისამე ხორციელითა შესაწირავითა.

ვინაითგან სიტყვა ჩვენი შეეხო ხატსა და მის მსახურებასა, იძულებულ ვარ ვსთქვა, რომელ საზოგადოდ ამ ჩვენ ქვეყანაში შეცთომილი ჰაზრი და ცნობა აქვსთ ყოველ ხატებზედ და ხატების პატივისცემაზედ: ესე იგი, სრულიად არ იციან, თუ ვითარ გვასწავლის ჩვენ წმიდა ეკკლესია და წმიდანი მამამანი, რაი არს ხატი და ვითარი პატივისცემა ჯერ-არს ხატისადმი. გარნა საგანი ესე დიდ-არს და მოითხოვს ვრცელსა განხილვასა, ხოლო სიტყვა ჩვენი განგრძელდა, ამისთვის ამ საგანზედ მერმე ოდესმე გეტყვი თქვენ, ძმანო, მოძღვრებასა, ხოლო დღეს დავასრულებ სიტყვათა ჩემთა შემდგომითა ჰაზრითა: ეს სოფელი, ძმანო ჩემნო, და ამ სოფლის ცხოვრება ჩვენი არის მომზადება მომავალისა ცხოვრებისათვის სასუფეველსა შინა. აქ კაცმან უნდა ეცადოს და სული თვისი აღზარდოს და მოამზადოს იმ ნეტარებისათვის, რომელიც ღმერთმან დაგვინიშნა ჩვენ სასუფეველსა შინა ცათასა. გარნა ესე შესაძლებელ არს მხოლოდ მაშინ, ოდეს ჩვენ ჰაზრსა და ჭკუასა ჩვენსა განვანათლებთ ჭეშმარიტითა სწავლითა, გულსა ჩვენსა განვსწმედთ, შევიყვარებთ სიმართლესა, ერთი სიტყვით, ვისწავებთ სულიერსა მსახურებასა და თაყვანის-ცემასა ღვთისასა. სული არს ღმერთი და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აძს თაყვანის-ცემა. ამინ.

ტეგები: Qwelly, განმარტება, დარიგებანი, კვირიაკე, სახარება, ქადაგება, ქიქოძე

ნახვა: 533

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters