მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ მამა ვიტალის გაცნობისა და მასთან ურთიერთობის ბედნიერება :

ლეილა გოგინაშვილი (ქ.თბილისი): ,,ძნელია სიტყვები იპოვო იმის გადმოსაცემად, როგორი დიდებული ადამიანი იყო მამა ვიტალი. მე მასთან და დედა მარიამთან ერთად ვცხოვრობდი ბინაში მოსკოვის პროსპექტზე 1970-იანი წლების დასაწყისიდან მის გარდაცვალებამდე.

ერთი ოჯახივით ვიყავით. ჩვენი შვილები მამა ვიტალის ბაბუას ეძახდნენ და როცა ბერი ჯვარს გადასახავდა, მაშინვე წყნარდებოდნენ. პატარები გახარებულები მისცვივდებოდნენ ხოლმე ტაძრიდან დაბრუნებულ მამა ვიტალის: ბაბუ! ბაბუ! – ეძახდნენ და ცდილობდნენ, ფეხსაცმლის გახდაში დახმარებოდნენ, როგორც ამას დედა მარიამი აკეთებდა ხოლმე.

მამა ვიტალიმ მათ რუსულად საუბარი ასწავლა და როდესაც ნონა სკოლაში წავიდა, მასწავლებელს ეგონა, რომ გოგონას რუსი დედა ჰყავდა. ბერი თავისი ხელით კიდებდა ხატებს საბავშვო ოთახში. ბავშვებს ლოცვას ასწავლიდა. მამა ვიტალი პატარასათან პატარა იყო, დიდთან – დიდი, მეცნიერთან – მეცნიერი.

სახლში მას ყველა იცნობდა და ძალიან უყვარდათ. განსაცდელის ჟამს ყველა მას აკითხავდა. ისიც ყველას ეხმარებოდა – სულიერადაც და მატერიალურადაც.

მეზობელს, ვაჟას მანქანის საბურავები მოპარეს. მამა ვიტალიმ ამის შესახებ შეიტყო და ფული მისცა: „ნუ დარდობთ, მიიღეთ, როგორც ღვთის შეწევნა“. ერთხელ პატარა გოგონა ავად გახდა, მისი დედა კი სამსახურში იყო წასასვლელი. მამა ვიტალი ახლა უკვე ძიძად გადაიქცა. მან გოგონა თავის საწოლზე დააწვინა, თვითონ იატაკზე დაწვა და თვალყურს ადევნებდა, რომ არ ჩამოვარდნილიყო, თან ძალიან უხაროდა, რომ პატარას უვლიდა.

ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში ყველაფერი ხდებოდა. იყო სიძნელეებიც, ავადმყოფობაც, მაგრამ მისი ლოცვა ყველას კურნავდა. სამსახურის შემდეგ დაღლილ-დაქანცული უბრალოდ იჯექი მის წინ და მთელი დაღლილობა, საზრუნავი, გაღიზიანება ქრებოდა, კვლავ გემატებოდა ძალა, სხვა ადამიანი ხდებოდი.

საღამოს ის ჩვენთან გამოდიოდა საინფორმაციო გადაცემის „ნოვოსტის“ საყურებლად. თუ გაიგებდა, რომ ვიღაცა გარდაიცვალა ომში, ან უბედური შემთხვევის გამო, სანთლებს ანთებდა დაღუპულთათვის და მათი სულების ცხონებისთვის ლოცულობდა. მამა ვიტალი ყოველთვის აღავლენდა ლოცვას. ღამით თითქმის არ ეძინა. მისი ოთახიდან მუდამ სანთლების შუქი გამოდიოდა. ასეთ დროს ვიცოდით, რომ თითოეული ჩვენგანის ცხონებისათვის ლოცულობდა. გვეუბნებოდა, მხოლოდ რწმენას შეუძლია ადამიანის გადარჩენაო.

იმდენად ცოტას ჭამდა, გვიკვირდა, საიდან იღებდა საარსებო ძალას. დედა მარიამი ტაძარში წასვლის წინ დიეტურ საჭმელს უტოვებდა ( მას კუჭი აწუხებდა), ის კი ყველაფერს მერაბს, ან ჩვენ გვაძლევდა. უარზე ვიყავით: „ბაბუ, ეს ხომ თქვენ დაგიტოვეს,’’- ვეუბნებოდით. მაგრამ ის დაჟინებით გვთხოვდა : „ჭამეთ, თორემ დედა მარიამი ძალიან გამიბრაზდება“. მას შეეძლო, რამდენიმე დღე ყოფილიყო უსმელ – უჭმელი. თუ ჰკითხავდი: „ბაბუ , რატომ არ ჭამ?“ – ღიმილით გვიპასუხებდა: „ვიწმინდები“.

ღარიბებს ურიგებდა რაც შეეძლო. ერთხელ რუსეთიდან ჩექმები გამოუგზავნეს. მას წესიერად არც კი შეუხედავს, ისე მისცა ვიღაც გაჭირვებულს. თვითონ მშიერი დარჩებოდა და სხვას მისცემდა. მასთან მისულს ხელცარიელს არასდროს უშვებდა – აუცილებლად გაატანდა რაიმეს.

ასე მგონია, ისევ ცოცხალია და ჩვენ შორისაა. ეს შეგრძნება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რაიმე გაგვიჭირდება თუ არა, მაშინვე მასთან გავრბივართ საფლავზე და ვთხოვთ დახმერებას. ისიც გვეხმარება. ასევე არიან ჩვენი მეზობლებიც.

მამა ვიტალიმ ძალიან ბევრი გადაიტანა თითოეული ჩვენგანისთვის. ალბათ, ამიტომაც გარდაიცვალა ასე ადრე.’’

ნატალია (ქ. თბილისი): ,,როდესაც მატერიალურად განსაკუთრებით გვიჭირდა, დედა წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წავიდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინ დადგა და სთხოვა მას, თუნდაც 20 მანეთი მაინც ებოძებინა ჩვენთვის. მალე საკურთხევლიდან მამა ვიტალი გამოვიდა, დაუძახა დედას, რაღაც შეკრული ფუთა გადასცა და უთხრა: „სახლში გახსენი, ეს დედა ღვთისმშობელმა გამოგიგზავნა.“ სახლში დედამ გახსნა ფუთა და მასში აღმოჩნდა საცვლები და 20 მანეთი.“

ეპისკოპოსი ნიკონი (ვასიანი): ,,მამა ვიტალი სხვა აღმსარებლობის ადამიანებისთვისაც ლოცულობდა. ვიეტნამის ომის დროს ის სანთლებს ანთებდა ვიეტნამელთათვის, რომელთა შესახებაც ტელევიზიით გადმოსცემდნენ.

მამა ვიტალი ძალიან მოსიყვარულე იყო და ცოდვების გამო არასოდეს არავის სჯიდა. ხშირად სხვის სნეულებას საკუთარ თავზე ტვირთულობდა, თუმცა უამისოდაც საკმაოდ ავადმყოფობდა. შეტევის დროს ტახტზე ერთი მხრიდან მეორეზე გორაობდა, თან თითქოს იღიმებოდა. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ასე ტკივილების გამო აკეთებდა, რადგან ამის ატანა შეუძლებელი იყო. თუმცა ითმენდა და არავის არაფერს ეუბნებოდა.

სნეულების გამო არასოდეს წუწუნებდა, მაგრამ სხვებს ავადმყოფობასა და განსაცდელში ყოველთვის თანაუგრძნობდა.

მამა ვიტალისთვის ბევრი რამ ცხადი იყო. ასე, მაგალითად, ეპისკოპოსად ხელდასხმამდე 15 წლით ადრე მან მღვდელმთავრობა მიწინასწარმეტყველა.’’

მხევალი ღვთისა ნინა: ,,ჩემი ბათუმელი მეგობარი მომაკვდავი იყო. ექიმებს აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლოთ. ვფიქრობდი, როგორ დავხმარებოდი და ყვირილი დავიწყე: „მამა ვიტალი, ლიდა კვდება!“ ისინი, ვინც ამ დროს მის გვერდით იყვნენ, შემდეგ ყვებოდნენ, რომ ტაძრის გვერდით ისხდნენ. უეცრად მამა ვიტალი სწრაფად წამოდგა: „ჩქარა, გახსენით ტაძარი! აანთეთ კანდელები, სანთლები, პარაკლისს გადავიხდით!“ და მათ იგი გადაარჩინეს. როდესაც მამა ვიტალისთან ჩავედი, მან ჩემივე სიტყვებით გამომაჯავრა: – „მამა ვიტალი, ლიდა კვდება!“ შემდეგ კი დაუმატა : ,,არაფერია, კიდევ იცოცხლებს.’’

მამა ვიტალი გარდაიცვალა 1992 წლის 1 დეკემბერს 18 საათსა და 45 წუთზე. მობრძანდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი ილია II, გამოემშვიდობა საყვარელ მოძღვარს და თქვა: „თქვენ არ იცით, ვინ დაკარგეთ.“

უწმიდესმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უვლიდა მამა ვიტალის და მიუთითა იმ ოთახზე, სადაც ცხოვრობდა, ლოცულობდა და გარდაიცვალა ეს უდიდესი ბერი. პატრიარქმა ბრძანა:“მოდით, თაყვანი ვცეთ ამ ადგილს.“

1992 წლის 5 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესიის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II – ის კურთხევით მამა ვიტალი დაკრძალეს წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში.

მას შემდეგ უამრავი ადამიანი მიდის მის საფლავზე და შესთხოვს დახმარებას.

ტეგები: Qwelly, ალექსანდრე, ვიტალი, მამა, სიდორენკო, სქიმარქიმანდრიტი

ნახვა: 668

გამოხმაურებები!

დღეს მამა ვიტალის დაბადების დღეა

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Four Ways Knee Pain Can Drive You Bankrupt -.

გამოაქვეყნა Rosalina Melendez_მ.
თარიღი: აგვისტო 14, 2025.
საათი: 2:51am 0 კომენტარი

Mayo Clinic Staff. "Contact Dermatitis: Symptoms." Mayo Foundation for Medical Education and Research (MFMER). Mayo Clinic Staff. "Contact Dermatitis: Complications" Mayo Foundation for Medical Education and Research (MFMER). Mayo Clinic Staff. "Contact Dermatitis: Causes." Mayo Foundation for Medical Education and Research (MFMER). Mayo Clinic Staff. "Contact Dermatitis: Definition." Mayo Foundation for Medical Education and…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters