მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ მამა ვიტალის გაცნობისა და მასთან ურთიერთობის ბედნიერება :
ლეილა გოგინაშვილი (ქ.თბილისი): ,,ძნელია სიტყვები იპოვო იმის გადმოსაცემად, როგორი დიდებული ადამიანი იყო მამა ვიტალი. მე მასთან და დედა მარიამთან ერთად ვცხოვრობდი ბინაში მოსკოვის პროსპექტზე 1970-იანი წლების დასაწყისიდან მის გარდაცვალებამდე.
ერთი ოჯახივით ვიყავით. ჩვენი შვილები მამა ვიტალის ბაბუას ეძახდნენ და როცა ბერი ჯვარს გადასახავდა, მაშინვე წყნარდებოდნენ. პატარები გახარებულები მისცვივდებოდნენ ხოლმე ტაძრიდან დაბრუნებულ მამა ვიტალის: ბაბუ! ბაბუ! – ეძახდნენ და ცდილობდნენ, ფეხსაცმლის გახდაში დახმარებოდნენ, როგორც ამას დედა მარიამი აკეთებდა ხოლმე.
მამა ვიტალიმ მათ რუსულად საუბარი ასწავლა და როდესაც ნონა სკოლაში წავიდა, მასწავლებელს ეგონა, რომ გოგონას რუსი დედა ჰყავდა. ბერი თავისი ხელით კიდებდა ხატებს საბავშვო ოთახში. ბავშვებს ლოცვას ასწავლიდა. მამა ვიტალი პატარასათან პატარა იყო, დიდთან – დიდი, მეცნიერთან – მეცნიერი.
სახლში მას ყველა იცნობდა და ძალიან უყვარდათ. განსაცდელის ჟამს ყველა მას აკითხავდა. ისიც ყველას ეხმარებოდა – სულიერადაც და მატერიალურადაც.
მეზობელს, ვაჟას მანქანის საბურავები მოპარეს. მამა ვიტალიმ ამის შესახებ შეიტყო და ფული მისცა: „ნუ დარდობთ, მიიღეთ, როგორც ღვთის შეწევნა“. ერთხელ პატარა გოგონა ავად გახდა, მისი დედა კი სამსახურში იყო წასასვლელი. მამა ვიტალი ახლა უკვე ძიძად გადაიქცა. მან გოგონა თავის საწოლზე დააწვინა, თვითონ იატაკზე დაწვა და თვალყურს ადევნებდა, რომ არ ჩამოვარდნილიყო, თან ძალიან უხაროდა, რომ პატარას უვლიდა.
ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში ყველაფერი ხდებოდა. იყო სიძნელეებიც, ავადმყოფობაც, მაგრამ მისი ლოცვა ყველას კურნავდა. სამსახურის შემდეგ დაღლილ-დაქანცული უბრალოდ იჯექი მის წინ და მთელი დაღლილობა, საზრუნავი, გაღიზიანება ქრებოდა, კვლავ გემატებოდა ძალა, სხვა ადამიანი ხდებოდი.
საღამოს ის ჩვენთან გამოდიოდა საინფორმაციო გადაცემის „ნოვოსტის“ საყურებლად. თუ გაიგებდა, რომ ვიღაცა გარდაიცვალა ომში, ან უბედური შემთხვევის გამო, სანთლებს ანთებდა დაღუპულთათვის და მათი სულების ცხონებისთვის ლოცულობდა. მამა ვიტალი ყოველთვის აღავლენდა ლოცვას. ღამით თითქმის არ ეძინა. მისი ოთახიდან მუდამ სანთლების შუქი გამოდიოდა. ასეთ დროს ვიცოდით, რომ თითოეული ჩვენგანის ცხონებისათვის ლოცულობდა. გვეუბნებოდა, მხოლოდ რწმენას შეუძლია ადამიანის გადარჩენაო.
იმდენად ცოტას ჭამდა, გვიკვირდა, საიდან იღებდა საარსებო ძალას. დედა მარიამი ტაძარში წასვლის წინ დიეტურ საჭმელს უტოვებდა ( მას კუჭი აწუხებდა), ის კი ყველაფერს მერაბს, ან ჩვენ გვაძლევდა. უარზე ვიყავით: „ბაბუ, ეს ხომ თქვენ დაგიტოვეს,’’- ვეუბნებოდით. მაგრამ ის დაჟინებით გვთხოვდა : „ჭამეთ, თორემ დედა მარიამი ძალიან გამიბრაზდება“. მას შეეძლო, რამდენიმე დღე ყოფილიყო უსმელ – უჭმელი. თუ ჰკითხავდი: „ბაბუ , რატომ არ ჭამ?“ – ღიმილით გვიპასუხებდა: „ვიწმინდები“.
ღარიბებს ურიგებდა რაც შეეძლო. ერთხელ რუსეთიდან ჩექმები გამოუგზავნეს. მას წესიერად არც კი შეუხედავს, ისე მისცა ვიღაც გაჭირვებულს. თვითონ მშიერი დარჩებოდა და სხვას მისცემდა. მასთან მისულს ხელცარიელს არასდროს უშვებდა – აუცილებლად გაატანდა რაიმეს.
ასე მგონია, ისევ ცოცხალია და ჩვენ შორისაა. ეს შეგრძნება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რაიმე გაგვიჭირდება თუ არა, მაშინვე მასთან გავრბივართ საფლავზე და ვთხოვთ დახმერებას. ისიც გვეხმარება. ასევე არიან ჩვენი მეზობლებიც.
მამა ვიტალიმ ძალიან ბევრი გადაიტანა თითოეული ჩვენგანისთვის. ალბათ, ამიტომაც გარდაიცვალა ასე ადრე.’’
ნატალია (ქ. თბილისი): ,,როდესაც მატერიალურად განსაკუთრებით გვიჭირდა, დედა წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წავიდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინ დადგა და სთხოვა მას, თუნდაც 20 მანეთი მაინც ებოძებინა ჩვენთვის. მალე საკურთხევლიდან მამა ვიტალი გამოვიდა, დაუძახა დედას, რაღაც შეკრული ფუთა გადასცა და უთხრა: „სახლში გახსენი, ეს დედა ღვთისმშობელმა გამოგიგზავნა.“ სახლში დედამ გახსნა ფუთა და მასში აღმოჩნდა საცვლები და 20 მანეთი.“
ეპისკოპოსი ნიკონი (ვასიანი): ,,მამა ვიტალი სხვა აღმსარებლობის ადამიანებისთვისაც ლოცულობდა. ვიეტნამის ომის დროს ის სანთლებს ანთებდა ვიეტნამელთათვის, რომელთა შესახებაც ტელევიზიით გადმოსცემდნენ.
მამა ვიტალი ძალიან მოსიყვარულე იყო და ცოდვების გამო არასოდეს არავის სჯიდა. ხშირად სხვის სნეულებას საკუთარ თავზე ტვირთულობდა, თუმცა უამისოდაც საკმაოდ ავადმყოფობდა. შეტევის დროს ტახტზე ერთი მხრიდან მეორეზე გორაობდა, თან თითქოს იღიმებოდა. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ასე ტკივილების გამო აკეთებდა, რადგან ამის ატანა შეუძლებელი იყო. თუმცა ითმენდა და არავის არაფერს ეუბნებოდა.
სნეულების გამო არასოდეს წუწუნებდა, მაგრამ სხვებს ავადმყოფობასა და განსაცდელში ყოველთვის თანაუგრძნობდა.
მამა ვიტალისთვის ბევრი რამ ცხადი იყო. ასე, მაგალითად, ეპისკოპოსად ხელდასხმამდე 15 წლით ადრე მან მღვდელმთავრობა მიწინასწარმეტყველა.’’
მხევალი ღვთისა ნინა: ,,ჩემი ბათუმელი მეგობარი მომაკვდავი იყო. ექიმებს აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლოთ. ვფიქრობდი, როგორ დავხმარებოდი და ყვირილი დავიწყე: „მამა ვიტალი, ლიდა კვდება!“ ისინი, ვინც ამ დროს მის გვერდით იყვნენ, შემდეგ ყვებოდნენ, რომ ტაძრის გვერდით ისხდნენ. უეცრად მამა ვიტალი სწრაფად წამოდგა: „ჩქარა, გახსენით ტაძარი! აანთეთ კანდელები, სანთლები, პარაკლისს გადავიხდით!“ და მათ იგი გადაარჩინეს. როდესაც მამა ვიტალისთან ჩავედი, მან ჩემივე სიტყვებით გამომაჯავრა: – „მამა ვიტალი, ლიდა კვდება!“ შემდეგ კი დაუმატა : ,,არაფერია, კიდევ იცოცხლებს.’’
მამა ვიტალი გარდაიცვალა 1992 წლის 1 დეკემბერს 18 საათსა და 45 წუთზე. მობრძანდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი ილია II, გამოემშვიდობა საყვარელ მოძღვარს და თქვა: „თქვენ არ იცით, ვინ დაკარგეთ.“უწმიდესმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უვლიდა მამა ვიტალის და მიუთითა იმ ოთახზე, სადაც ცხოვრობდა, ლოცულობდა და გარდაიცვალა ეს უდიდესი ბერი. პატრიარქმა ბრძანა:“მოდით, თაყვანი ვცეთ ამ ადგილს.“
1992 წლის 5 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესიის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II – ის კურთხევით მამა ვიტალი დაკრძალეს წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში.
მას შემდეგ უამრავი ადამიანი მიდის მის საფლავზე და შესთხოვს დახმარებას.
ტეგები: Qwelly, ალექსანდრე, ვიტალი, მამა, სიდორენკო, სქიმარქიმანდრიტი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•