წმინდა მოწამე კიკილია იყო რომაელი ასული, მდიდარი წარმართული ოჯახიდან. ის სიყმაწვილეშივე შეუდგა ქრისტეს რწმენას. მხურვალედ ლოცულობდა, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, მდიდრული სამოსის ქვეშ კი ჯვალო ეცვა. მშობლებმა გადაწყვიტეს კიკილია დიდებული წარმართი ვალერიანესთვის მიეთხოვებინათ. წმინდანმა ვერ გაბედა მშობლების წინააღმდეგ წასვლა, მან ტირილით შესთხოვა უფალს, რომ მისი საქმრო ქრისტიანობაზე მოქცეულიყო. თავად კი უბიწოება დაემარხა.
წმინდა მოწამემ საქმრო ეპისკოპოს ურბანოსთან შეხვედრაზე დაითანხმა. ამ დროისთვის ეპისკოპოსი იდევნებოდა და მღვიმეს აფარებდა თავს. მისი ქადაგების მოსმენის შემდეგ ვალერიანეს სულში ქრისტეს სიყვარული გაღვივდა და მოინათლა. მან თავისი ძმა ტიბურტიც მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. ამის შესახებ მმართველმა ამარმა გაიგო და გასცა ძმების დაჭერის ბრძანება. მან ვალერიანეს და ტიბურტის მოსთხოვა ქრისტეს უარყოფა და წარმართული ღმერთისთვის მსხვერპლშეწირვა. ძმებმა უარი განუცხადეს, რის შემდეგაც ისინი სასტიკად გვემეს. წამებისას ვალერიანე ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ სატანჯველის არ შეშინებოდათ და მტკიცედ მდგარიყვნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე. მმართველმა გადაწყვიდა ძმები ქალაქგარეთ დაესაჯათ, რათა ხალხი მოწამის ზეგავლენის ქვეშ არ მოქცეულიყვნენ და მისი სიმტკიცე არ ენახათ.
მოწამეები რაზმის საშუალებით გაიყვანეს ქალაქიდან, მას მაქსიმე წინამძღვრობდა. ის აღფრთოვანდა ძმების სიმტკიცით და ჰკითხა რატომ არ ეშინოდათ სიკვდილის. მოწამეებმა უპასუხეს, რომ ისინი ტოვებდნენ დროებით სამყოფელს მარადიული ცხოვრებისთვის. მაქსიმეს სურვილი გაუჩნდა საფუძვლიანად შეესწავლა ქრისტეს სარწმუნოება. მან წმინდა ვალერიანე და ტიბურტი წაიყვანა თავის სახლში და მთელი ღამე უსმენდა მათ ქადაგებას. ამის შესახებ გაიგო წმინდა კიკილიამ და მაქსიმეს სახლში მივიდა მღვდელთან ერთად. ის მისი სახლეულითურ მოინათლა.
მეორე დღეს ვალერიანესა და ტიბურტის თავი მოჰკვეთეს. მაქსიმემ აღიარა, რომ მან იხილა მათი წმინდა სულები როგორ ამაღლდნენ ზეცად. ამ კადნიერების გამო მაქსიმე სულის ამოხდომამდე გვემეს. (+230)
მმართველს სურდა წამებულების ქონების მითვისება, მაგრამ როცა შეიტყო, რომ კიკილიას უკვე დაერიგებინა გლახაკებისთვის ქონება და თავისი ქადაგებით 400 ადამიანი მოექცია ქრისტეს სარწმუნოებაზე მისი სიკვდილით დასჯაც ბრძანა. სამი დღე მას გავარვარებულ აბანოში აწამებდნენ სიცხით და კვამლით, მაგრამ ღვთის მადლმა დაიფარა.მაშინ გადაწყვიტეს თავი მოეკვეთათ მისთვის. ჯალათმა დასცა მახვილი, მაგრამ მხოლოდ დაჭრა. წმინდა მოწამე კიდევ სამი დღე იტანჯებოდა და სრულ ჭკუაზე იყო. წმინდა კიკილია განამტკიცებდა გარშემომყოფთ ქრისტეს სარწმუნოებაში და მიიცვალა ლოცვით.
ტეგები: 5 დეკემბერი, Qwellyland, დეკემბერი, თვენი, მოწამე, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
© 2025 George.
•