მდინარე დარტი მდებარეობს დევონის დასახლებაში, ინგლისში, იგი მიედინება დართმურში, რომლის ბუნება გამორჩეულია გასაოცარი სილამაზით. ვარაუდობენ რომ მდინარის სახელი კელტური წარმოშობისაა და ნიშნავს "მდინარე სადაც იზრდება მუხის ხეები", მდინარის მიმდებარედ უძველესი მუხების ტყე მდებარეობს.
მდინარეს აქვს ორი განშტოება (აღმოსავლეთ დარტი და დასავლეთ დარტი), რომლებიც ერთმანეთს უერთდებიან დართმითში, ტურისტებისთვის პოპულარულ დანიშნულების ადგილზე. მდინარის გასწვრივ ბილიკები საინტერესო ფეხით სეირნობას გთავაზობთ, გზაში რამოდენიმე პატარა ჩანჩქერსაც შეხვდებით, მდინარეს კვეთს ქვის ხიდები, მათ ხშირად შეხვდებით ფოსტბრიჯის დასახლებაში.
დართმურის ტერიტორიაზე მდინარის დინება საყურადღებოა მათთვის, ვისაც კანოეთი და კაიაკით ცურვა უყვარს. მდინარე დარტის ხეობაში თევზაობა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
დართმურში ფოლკლორი მდინარე დართთან არის დაკავშირებული, მას პატივს მიაგებდნენ და ეშინოდათ - მდინარის წყალს აქვს ტენდენცია ადიდდეს ნალექის გარეშე, ეს განსაკუთრებით საშიშია სწრაფი დინების ადგილზე. ამან ჩაუყარა საფუძველი პატარა ლექსების წერას.
1951 წელს გამოქვეყნდა რუთ მანინგ-სანდერსის წიგნი მდინარე დართზე, სადაც აღწერილია მდინარე და მისი ისტორია, ხოლო 2002 წელს ინგლისელმა პოეტმა ალის ოსვალდმა 48 გვერდიანი პოემა გამოაქვეყნა დართზე, რომელიც დაჯილდოებულ იქმნა პოეტთა საზოგადოების მიერ იმავე წელს, ავტორს პოემაში გამოყენებული აქვს სამი წლის ჩანაწერები და კვლევები იმ ხალხთან, რომლებიც მდინარის მიმდებარედ ცხოვრობენ.
ტეგები: Alice_Oswald, Qwelly, celtic, dart, dartmoor, devon, england, poet, postbridge, river, მეტი...ალის_ოსვალდი, დართმური, დარტი, დევონი, ინგლისი, კანოე, კელტური, მდინარე, მუხა, ჩანაწერები
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•