ირაკლი იმედაძე - გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში

წიგნი ომის ხელოვნება, სუნ ძი, სუნ ძის ომის ხელოვნება

      ირაკლი იმედაძის მორიგი ნაშრომი თეორიული გამოკვლევების ერთგვარ კრებულს წარმოადგენს. წიგნში შესულია ისეთ სტატიები და ნაშრომები, რომლებიც სხვადსხვა პერიოდულობით ადრე გამოიცემოდა. ამასთანავე, წიგნი მოიცავს სპეციალურად მისთვის დაწერილ თავებსაც. როგორც წიგნის ანოტაცია ვკითხულობთ, წიგნში განხილულია ფსიქოლოგიის ოთხ ძირეულ კატეგორიასთან – ცნობიერება, არაცნობიერი, ქცევა და პიროვნება – დაკავშირებული საკითხების ფართო წრე. ანალიზის თავისებურებას განაპირობებს ავტორის მეცნიერული ორიენტაცია – იგი შესრულებულია განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის პოზიციიდან. საბოლოო ჯამში, ნაშრომის დანიშნულებაა განავითაროს ეს თეორიული სისტემა – დააზუსტოს ცნებები, მოხსნას ზოგიერთი შინაგანი წინააღმდეგობა, სრულყოს კონცეფციის აღწერითი და ახსნითი ნაწილის კონსტრუქციები თანამედროვე ფსიქოლოგიის მონაცემების გათვალისწინებით. წიგნს არ აკლია პოლემიკური მუხტი, იგი მიმართულია პრობლემების გამოვლენასა და გადაწყვეტაზე და არა უთანხმოებათა და სირთულეთა ნეიტრალიზაციაზე. ნაშრომში თავმოყრილია ძირითადი იდეები, რომლებიც განწყობის თეორიულ ფსიქოლოგიაში ავტორის ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში იქნა თანდათან გენერირებული. მოცემულმა წიგნმა ვერ მოიცვა გამოკვლევათა ციკლი ფსიქოლოგიის და სახელდობრ განწყობის ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიისა და ისტორიის მიმართულებით, რომელთაც სპეციალური მონოგრაფია მიეძღვნება. წიგნი განკუთვნილია იმათთვის, ვისაც აინტერესებს ფსიქოლოგიის თეორიის ფუნდამენტური პრობლემები საზოგადოდ და განწყობის ფსიქოლოგიისა – კერძოდ.

წიგნის დასახელება: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში

ავტორი: ირაკლი იმედაძე

ჟანრი: სამეცნიერო, სასწავლო

ფაილის ტიპი: ონლაინ საკითხავი

პოსტების რაოდენობა: 10

გამოცემის წელი: 2013

თბილისი

სარჩევი

• ადამიანის ქცევის მოტივაციის დინამიკური მოდელი და სუბიექტივაცია

• ქცევის პოლიმოტივაცია

• ნებელობითი ქცევის ფენომენოლოგია

• ნებელობის თავისუფლების საკითხი განწყობის ფსიქოლოგიაში

• ნებისყოფის თეორიის აქტუალური პრობლემების შესახებ

• ვარიაციები განწყობის სტრუქტურის დინამიკური მოდელის თემაზე

• ობიექტივაცია, განწყობა და ქცევა

• არის თუ არა არაცნობიერის ცნება ზედმეტი ცნება

• განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემა ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინის, დ. უზნაძისა და ზ. ფროიდის ნაშრომებში

• ფსიქოანალიზისა და განწყობის თეორიის შედარებითი ანალიზი

ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, იმედაძე, სამეცნიერო, სასწავლო, ფსიქოლოგია

ნახვა: 1176

ბლოგ პოსტები

Get the ARC Raiders Items You Need at U4GM Online Store

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 23, 2026.
საათი: 5:44am 0 კომენტარი

In ARC Raiders, having the right equipment can make a big difference when exploring dangerous areas and facing hostile enemies. Weapons, armor, crafting resources, and other useful items all play a role in preparing for each expedition. However,…

გაგრძელება

Is Doctor Doom the Ultimate Cosplay Choice for Avengers: Doomsday? Here's Why!

გამოაქვეყნა Mystoria_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2026.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

With Avengers: Doomsday approaching its December 18, 2026 theatrical release, excitement is growing among movie fans and the cosplay community. One character attracting particular attention is Doctor Doom.…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters