იაკობის ჟამის წირვა, ანუ წირვის (უსისხლო მსხვერპლის შეწირვის) წესი, ქრისტიანობის ყველაზე უძველეს და უპირველეს ლიტურგიკულ ძეგლს წარმოადგენს. მისი შედგენა დაკავშირებულია იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსის, მოციქულ იაკობ - უფლის ძმის სახელთან. მაგრამ, ამ საკითხის ირგვლივ იმთავიდანვე აზრთა სხვადასხვაობა სუფევს. მკვლევართა ერთი ნაწილის მტკიცებით "ჟამის წირვა", საერთოდ, მოციქულთა ერთობლივ ქმნილებას წარმოადგენს.
იაკობის ჟამის წირვა, XI საუკუნის ძველი ქართული ძეგლის მიხედვით, 1912 წელს შესავალი წერილის წამძღვარებით გამოსცა კ. კეკელიძემ. კალენდარში ჩვენს მიერ შეტანილი იაკობის ჟამის წირვის ტექსტი, კ. კეკელიძის მიერ გამოცემული ტექსტის მხედრულად ტრანსლიტერაცირებული განმეორებაა, რომელიც ვფიქრობთ, რომ საინტერესო აღმოჩნდება ლიტურგიკის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
რედაქტორი.
იხ. წიგნი:
ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, თეოლოგია, ლიტურგიკა, ქველი
გამოცემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ( ლიტერატურული ძეგლია და არა ტიპიკონური( არცერთი კმევა, გალობა, გამოსვლა და ასე შ), მაგრამ კომენტარებისგან თავს შევიკავებ - ვინაიდან არ ვიცი : ეს უშუალოდ მანუსკრიპტის ბრალია თუ გადამწერ - გამომცემელის !
ჯერ-ჯერობით დამატებითი ინფორმაცია ვერ მოვიძიე ამ კალენდრის და იაკობის ჟამის წირვის ამ გამოცემის შესახებ. როგორც კი რამე ახალს გავიგებ (მაგ: ვინ გადაწერა, რითი იხელმძღვანელეს, დედანს თუ შეადარეს, სად არის (რატომ არ არის) ტიპიკონური მითითებები და ა.შ.) დავწერ.
George_მ თქვა:

რისთვის ?
ლაშა_მ თქვა:

George_მ თქვა:გამოცემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ( ლიტერატურული ძეგლია და არა ტიპიკონური( არცერთი კმევა, გალობა, გამოსვლა და ასე შ), მაგრამ კომენტარებისგან თავს შევიკავებ - ვინაიდან არ ვიცი : ეს უშუალოდ მანუსკრიპტის ბრალია თუ გადამწერ - გამომცემელის !
გამოცემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - ტყუილად არ დამიწერია !!! ( კითხვა თუ იცი - როგორ ვერ შეამჩნიე ! ვერანაირს !! ( გაგიმარტივებ : ეს - იაკობის ლიტურღია არაა ! თუ არ ჩავთვლით ადგილობრივი ეკლესიების ( მეტ-წილად მონოფიზიტურების და ნესტორიანულების) ნიუანსებს, იაკობის ჟამის წირვის სპეციფიქატორები : პროსკომიდიის არქონა, ჟამნი არ იკითხება, წირვა ტარდება ტაძრის შუაგულში, გამოსვლები მთლიან ტაძარს მოიცავენ, მრევლის ზიარება ხდება სისხლით და ხორცით (კოვზის გარეშე), *რომელი ქერუბიმთა..* არ იგალობება და .... საკონტროლო გასროლა - *იაკობის ჟამის წირვა - სამეუფოა* !!!
ეხლა კი იპოვე - 10 განსხვავება ! (

ვერ მივხვდი, კომენტარი რატომ მომემართებოდა მე (მართალია ცუდად ვხედავ ბოლო დროს, მაგრამ ჯერ ვარჩევ ასოებს). არც მიცდია და არც ვაპირებ გამოცემის რაიმე სახის დაცვას. როგორც პოსტის ავტორმა, კომენტარზე დავწერე, რომ თუკი რაიმე სახის ინფორმაცია მექნებოდა გამოცემის შესახებ, შევავსებდი პოსტს ამ ინფორმაციით, დაინტერესებულთათვის. არც გამოცემის კრიტიკისგან არიდებას ვაპირებ და არც რაიმე აპოლოგიის დაწერას მის შესახებ, პირიქით, ცუდია რომ ამდენი წლის განმავლობაში ეს წიგნი მაღაზიებსა თუ ინტერნეტ გვერდებზე (მაგ, მართლმადიდებლური ფორუმი, საეკლესიო ჟურნალების ვებ.გვერდები და სხვ) პიარდება და იშვიათად იწერება (ყოველშემთხვევაში ინტერნეტში არ შემხვედრია) მისი კრიტიკა.
P.S. თუ კი, წარმოდგენილი პოსტიც ამ PR-ს ნაწილს შეიძლება წარმოადგენდეს, მაშინ, ვფიქრობ, უმჯობესია, მხოლოდ გამოცემის შესახებ საუბრები დარჩეს და თავად ელ.ვერსია ამოღებულ იქნას.
George_მ თქვა:
გამოცემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - ტყუილად არ დამიწერია !!! ( კითხვა თუ იცი - როგორ ვერ შეამჩნიე ! ვერანაირს !! ( გაგიმარტივებ : ეს - იაკობის ლიტურღია არაა ! თუ არ ჩავთვლით ადგილობრივი ეკლესიების ( მეტ-წილად მონოფიზიტურების და ნესტორიანულების) ნიუანსებს, იაკობის ჟამის წირვის სპეციფიქატორები : პროსკომიდიის არქონა, ჟამნი არ იკითხება, წირვა ტარდება ტაძრის შუაგულში, გამოსვლები მთლიან ტაძარს მოიცავენ, მრევლის ზიარება ხდება სისხლით და ხორცით (კოვზის გარეშე), *რომელი ქერუბიმთა..* არ იგალობება და .... საკონტროლო გასროლა - *იაკობის ჟამის წირვა - სამეუფოა* !!!
ეხლა კი იპოვე - 10 განსხვავება ! (
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
© 2026 George.
•