ჟიული,
ანუ
ახალი ელოიზა

[Julie ou la nouvelle Heloise]

ალპის მთისძირა პატარა ქალაქში მოსახლე ორი მიჯნურის წერილები 
შეკრიბა და გამოსცა ჟ. ჟ. რუსომ

Non la conobbe il mondo, mentre l’ebbe:

Conobill’io ch’a pianger qui rimasi.

Petrarca

წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

       დიდ-დიდ ქალაქთათვის უპრიანია გართობა-სანახაობანი, ხოლო უზნეო ხალხთათვის – რომანები. მე ვუკვირდებოდი ჩემი დროის ზნე-ჩვეულებათ, და ეს წერილები გამოვაქვეყნე. ნეტამც ვცხოვრობდე იმ საუკუნეში, როცა მათი ცეცხლში დაწვა შემეძლებოდა.

       მე გამომცემლის როლსა ვკისრულობ, ოღონდ როდი ვფარავ, ამ წიგნში ჩემი გარჯა-შრომის წილიცა დევს. ანდა, ეგებ, ყველაფერი თავად მე შევთხზე კიდევაც, და ეს მიმოწერაც მარტოოდენ წარმოსახვის ნაყოფი იყოს? რა გესაქმებათ ამ ამბავთან, დარბაისელო ადამიანებო! თქვენთვის ხომ ყოველივე ეს მართლაცდამართლაც მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია.

       ყოველმა წესიერმა ადამიანიშვილმა პასუხი უნდა აგოს თავის მიერ გამოცემულ წიგნთათვის. აი, მეც ვაწერ ჩემს სახელსა და გვარს წერილთა ამ კრებულის თავფურცელს, მაგრამ როგორც შემდგენელი კი არა, არამედ ნიშნად იმისა, რომ მზადა ვარ პასუხი ვაგო მათ გამო. უკეთუ აქ აღმოჩნდება რაიმე ცუდი და უხამსური – დაე დამგმონ და გამკიცხონ; და თუკი ყველაფერი რიგზეა, მაშინ ამ პატივსა და ღირსებას როდი დავიჩემებ. თუ წიგნი უხეიროა, მით უმეტეს, ვალდებული ვარ ჩემად ვაღიარო იგი: არა მსურს უფრო კარგი რამა თქვან ჩემზე, ვიდრე დამიმსახურებია.

       რაც შეეხება იმას, ნამდვილია თუ არა ეს ამბები, ვადასტურებ, რომ მრავალგზის ვყოფილვარ იმ ორი მიჯნურის სამშობლოში და სრულიად არაფერი გამიგია, ვინ იყვნენ თუნდ ბარონი დ’ეტანჟი, თუნდ მისი ქალიშვილი, თუნდ ბატონი დ’ორბი, თუნდ მილორდი ედუარდ ბომსტონი, თუნდ ბატონი დე ვოლმარი. თანაც აღვნიშნავ, იმ კუთხის აღწერისას დაშვებულია მრავალი უხეში შეცდომა: ავტორს ან მკითხველის დაბნევა სურდა, ანდა თვითონაც ხეირიანად არ იცნობდა იმ მიდამოებს. აი ყოველივე, რისი თქმაც შემიძლია. დაე ყველამ ისე იფიქროს, როგორც მოეპრიანება.

       ეს იმგვარი წიგნი როდია, ფართოდ რომ განივრცოს და ქვეყნისქვეყნად მიმოეფინოს, იგი ბევრს არ დაუჯდება ჭკუაში. მისი ენა არ მოეწონებათ გემოგახსნილ ადამიანებს, თემა და საგანი დააფრთხობს ზნეობის დამცველთ, ხოლო გრძნობებს არაბუნებრივად მიიჩნევენ ისინი, ვისაც არა სწამთ სათნოება. იგი, უდავოდ, ვერ მოინადირებს და ვერ მოხიბლავს ვერც ღვთისმოსავ ადამიანებს, ვერც თავისუფლად მოაზროვნეებს, ვერც ფილოსოფოსთ; იგი, ცხადია, არაფრად ეპიტნავებათ ქარაფშუტა ქალებს, ხოლო წესიერ ბანოვანთ აღაშფოთებს და გულისწყრომით აღავსებს კიდეც. მაშ, ვისღა მოეწონება ეს წიგნი? კაცმა რომ თქვას, მარტოოდენ თავად მე; სამაგიეროდ, არვის დატოვებს გულგრილს.

       ის კი, ვინც განიზრახავს ამ წერილთა წაკითხვას, დაე მოთმინებით აღიჭურვოს და აიტანოს ენობრივი ცდომილებანი, მაღალფარდოვანი და უღიმღამო სტილი, მიმოქარგულ ფრაზებში ჩამოსხმული უფერული აზრები; დაე წინასწარ უწყოდეს, ისინი არ დაუწერიათ არც ფრანგებს, არც სალონის მახვილაკებს, არც აკადემიკოსებს, არც ფილოსოფოსებს, არამედ – მიყრუებული კუთხის მკვიდრ პროვინციელთ, გადამთიელებს, ნორჩ არსებათ, თითქმის ბავშვებს, მგზნებარე მეოცნებეთ, თავიანთი კეთილშობილური ჭკუადამთხვეულობა ფილოსოფია რომ ჰგონიათ.

       რატომ არ უნდა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ? ეს ძველთაძველი ყაიდის ბარათთა კრებული ქალებს ფილოსოფიურ თხზულებებზე მეტად გამოადგებათ. იქნებ, რაიმე სარფაც კი მოუტანოს ზოგიერთ მათგანს, უზნეო ცხოვრებისა წილ წესიერებისაკენ ლტოლვა მაინც რომ შეუნარჩუნებია. სულ სხვაგვარადაა ქალიშვილების საქმე. უმანკო ქალიშვილი რომანებს არ კითხულობს, რომანს ხომ წინასწარ შევურჩიე საკმაოდ მეტყველი სათაური, წიგნის გადაშლისას ყველამ რომ იცოდეს, თუ რა ძევს მის წინ. და უკეთუ, სათაურის გარდა, ქალიშვილი მაინც გაბედავს თუნდაც ერთი გვერდის წაკითხვას – მაშინ მთლად ხელიდან წასული ყოფილა; მხოლოდ თავის დაღუპვას ამ წიგნს ნუ დააბრალებს, აკი ცუდი საქმე მანამდე დამართნია. ოღონდ, რადგან კითხვა დაიწყო, არა უშავს, ბოლომდის წაიკითხოს – არაფერს დაკარგავს.

       უკეთუ ამ კრებულს ზნეობის რომელიმე ქომაგი გადაშლის, ზიზღს მოჰგვრის მისი პირველივე ნაწილები და, გამომცემლის მიმართ გულისწყრომით აღვსებული, წიგნს გაბრაზებით ძირს დაახეთქებს; ასეთი უსამართლობა სრულიადაც არ აღმაშფოთებს. შესაძლოა, მის ადგილას მეც ამას ჩავიდენდი. მაგრამ თუკი ვინმე ბოლომდის ჩაიკითხავს ამ წიგნს და მსჯავრს დამდებს, ეს რა მოუჩმახავსო, მაშინ, თუ მოინებებს, მთელ დუნიას მოსდოს ეს ამბავი, ოღონდ მე არაფერი მითხრას: კარგადა ვგრძნობ, არ ძალმიძს პატივი მივაგო ასეთ ადამიანს.

 

იხ. წიგნი:

 ჟიული, ანუ ახალი ელიოზა

ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, მხატვრული, ჟ.ჟ.რუსო, რუსო, ქველი, წერილები

ნახვა: 635

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters