ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებთა შორის გამორჩეულია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, დაწერილი გიორგი მერჩულეს მიერ. მეათე საუკუნის ეს ნაწარმოები, წმინდა გრიგოლის გარდაცვალებიდან, 90 წლის შემდეგ დაიწერა და მეცხრე საუკუნის, როგორც სასულიერო-ასევე უდიდეს საერო მოღვაწეს გრიგლ ხანძთელს და მის ცხოვრებას ეძღვნება. ნაწარმოებში განხილულია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამონასტრო ცხოვრების აღორძინება, სამონაზვნო ცხოვრების დაარსება, მრავალი საეკლესიო ტრადიციის ჩამოყალიბება, საერო და სასულიერო ხელისუფლებათა და მთავართა ურთიერთობა და ა.შ.
ქრისტეს სხეულმა - ეკლესიამ, გრიგოლ ხანძთელი წმინდათა შორის დაამკვიდრა და მისი ხსენების დღედ დაადგინა 18 ოქტომბერი.
ორიგინალი სახელწოდება: შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ
ავტორი: გიორგი მერჩულე
ჟანრი: ჰაგიოგრაფია
დაწერის თარიღი: 961 წელი
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების და წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრივერ ფარულავა (ამონარიდები შრომიდან):
ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა გამოკვეთილად მონოთემატურია - საღვთო სიყვარულს ეძღვნება მთლიანად. ხოლო იდეა ასეთი ნაწარმოებისა, მიზანი, რომლისკენაც საზეო მიჯნურობით შთაგონებული პერსონაჟი მიემართება, არის განღმრთობა, თეოზისი. გზად განწმენდა გვევლინება, ხოლო საშუალებად - ტანჯვა. განწმენდა ნიშნავს ვნებებზე გამარჯვებას, ეგოისტურ ინსტიქტთა ძლევას, რაც შინაგანი ბრძოლის, შეჭირვების, ტანჯვის გარეშე ვერ აღსრულდება. ხდება ტანჯვისა და სიკვდილის საკრალიზაცია, ამაღლებული არსებობის - ბრძოლად, ჭეშმარიტი ქრისტიანის მებრძოლად, „მხედრად“ დასახვა. მოციქულის სიტყვებს, - „შენთჳის მოვსწყდებით ჩუენ მარადღე“ (რომ. 8,36), - ასე განმარტავენ: ჩვენი წილნაყრობა ქრისტეს ტანჯვასთან, სიკვდილთან, ნათლისღების საიდუმლოს ძალით რომ განხორციელდება, ჩვენს ყოველდღიურ არსებობაში უნდა აქტიურდებოდეს, გაცხადდეს. ამაშია აზრი ასკეზისა, რომლის საშუალებითაც რჩეული ქრისტიანი სულით მოაკვდინებს ხორციელ საქმეებს, ქვედამზიდველ ინტერესებს. ამ ტანჯვა-მოკვდინების წარმატების კვალობაზე მიეახლებიან ბერ-მონაზვნები, ჰაგიოგრაფიულ „ცხოვრებათა“ გმირები, ქრისტეს პიროვნებაში მოკიაფე სიცოცხლეს. ამ ერთობ მაღალი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა მოტივირებულია მსოფლმხედველობრივად: ღვთის ხატად და მსგავსად შობილ ადამიანს ძალუძს, ცოდვის გზით დამხობილი ეს ხატი ააღორძინოს, განაბრწყინოს, ცოდვათა, ვნებათა მოკვდინების გზით; განახლება-ფერისცვალების პერსპექტივა კი განმარტებულია „ახალი ადამის“, ღვთის მხოლოდშობილი ძის მოსვლით. თვით მონაზონი ამბობს ამის თაობაზე: „იყვნენ ბრძოლაჲ შენი თავსა შინა შენსა და ყოველი ღუაწლი შენი ნებისა შენისა მიმართ, და დააყენე თავი შენი ნებათაგან და ნუ შეუდგ მას, და ნუ გნებავნ ნუკევაჲ მისი“ (აბრაჰამ მონაზონი „მამათა სწავლანი“).
* * *
ღვთის სიყვარულის თემა ჰაგიოგრაფიულ ცხოვრებათა ფურცლებზე სხვადასვა სათნოებათა (სიქველეთა) მოტივებად განშტოვდება. მრავალთაგან ასეთებია ხორციელი სიქველე-ღვიძილი და სულიერი სიქველე-მღვიძარება. გრიგოლ ხანძთელის დამამშვენებელ სათნოებათა შორის აღნიშნულია, რომ იგი არს „შემწირველი ცრემლითა წმიდითა უძილთაგან თუალთა და მღჳძარისგან სულისა“. აქ, როგორც ვხედავთ, ცხადად გარჩეულია ერთმანეთსაგან უძილობა ხორციელი - ღვიძილი, და მღვიძარება, თვისება სულისა. მიიჩნევდნენ, რომ ძილის სიყვარული ხორცის განებივრებით მრავალ ცოდვილ სურვილს აღძრავს, ხოლო ღვიძილი შემუსრავს მათ. „სიმრავლემან ძილისამან განაფიცხა გული და დააბნელა სული. მონაზონი მღჳძარე მტერი არს სიძვისა, ხოლო მოძილი მეგობარი არს მისი. მღჳძარება შემუსვრა არს გულფიცხელობისა... დამდაბლებულ არს გულისა... მომადნობელ არს ჭამადთა; აღვირი ენისა და მაოტებელ ოცნებათა;... ძილი ფრიადი მეუღლე არს ბოროტი“ (იოანე სინელი, „კლემაქსი“).
* * *
გრიგოლ ხანძთელის „ცხოვრების“ აღმწერი არა მხოლოდ იმას გვაუწყებს, რა კეთილ თვისებათაგან ყოფილა შემკული მისი გმირი, არამედ რა გზით შეუთვისებია ისინი. გრიგოლი საგანგებოდ დადიოდა მარტოდ მყოფ მეუდაბნოებთან, „რომელნი იგი იზარდებოდეს მოძღვართა სახედ... ყოველთა მათ ნეტართა მოიხილავნ წმინდაჲ გრიგოლ და კეთილთა ქცევათა მათთა ისწავებნ, რომელთაგანმე - ლოცვასა და მარხვასა, რომელთაგანმე - სიმდაბლესა და სიყუარულსა, რომელთაგანმე - სიმშვიდესა და განურისხველობასა, რომელთაგანმე - უპოვარებასა და ქუეყანასა ზედა წოლასა, გინა თუ ზეჯდომით ძილსა“. ჯერ იმას მივაპყროთ ყურადღება, რომ გრიგოლს სხვა სათნოებათა შორის მარტოდ მყოფთაგან უსწავლია მიწაზე წოლა და „ზეჯდომით ძილი“. დიდი ასკეტები საგანგებოდ განმარტავდნენ, „საიდან მომდინარეობს მთვლემარება და სიცივე სულისა“, რომლებიც ჩააქრობენ ხოლმე სულის წმინდა აღმაფრენას და „ჩაკლავენ ღვთისაკენ სწრაფვას“, ჩაახშობენ „ზეციურისაკენ მიმართულ მხურვალებას“ (ისააკ ასური), რათა სხეულის მთვლემარება სულზე არ გადავიდეს, გრიგოლი მიწაზე წევს ან „ზეჯდომით“ იძინებს.
ახლა იმას დავაკვირდეთ, რომ სასულიერო მოღვაწეობის გზაზე შემდგარნი საქართველოში ადრეულ შუა საუკუნეებშივე იღებდნენ დახვეწილ საქრისტიანო განათლებას. სწავლების ამ სისტემაში მთავარი ყურადღება ექცეოდა არა თეორიულ-ლოგიკურ წვრთნას, არამედ ზნეობრივ ღირებულებათა ათვისებას. ასეთ სკოლაში სიბრძნე თეორიული ინტელექტის ატრიბუტი კი არ იყო, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ნებელობის ატრიბუტი; იგი განყენებული გონებრივი საკითხების გადაწყვეტაში კი არ გამოვლინდებოდა, არამედ იმაში, რომ „მართავდე საკუთარ გულს“ (ს.ავერინცევი). როგორც ვნახეთ, მერჩულე ჩამოთვლის მთელ წყებას „კეთილთა ქცევათა“ და „სათნოებათა“, რომლებიც გრიგოლს შეუთვისებია მეუდაბნოვე ბერთაგან. მხოლოდ ასეთ სიბრძნეთაგან აღვსებული „მიქცეულა საყოფელადვე თჳსა“ და შედგომია დიდ, საშვილიშვილო საქმეთა კეთებას.
გრივერ ფარულავა
იხილეთ წიგნი:
ჩამოტვირთეთ წიგნი:
ელექტრონული საკითხავისთვის დამუშავებული ტექსტი, აღებულია წიგნიდან: „ქართული მწერლობა“, ტ.1, 1987 წელი
ტეგები: Qwelly, გიორგი_მერჩულე, ელ.წიგნები, მხატვრული, ჰაგიოგრაფია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა JGJ_მ.
თარიღი: ივლისი 5, 2025.
საათი: 8:18am
0 კომენტარი
0 მოწონება
Are you tired of websites that look like they were designed during the Stone Age? Fear not! Ravensaas is here to rescue you with our stunning Website Template that’s so sleek, it could win a beauty contest!
Imagine a website that not only looks fabulous but also works harder than your over-caffeinated intern. With our templates, you’ll get a professional and polished online presence that’ll make your competitors green with envy. No coding skills? No…
გაგრძელება
გამოაქვეყნა 545_მ.
თარიღი: ივლისი 5, 2025.
საათი: 8:15am
0 კომენტარი
0 მოწონება
Let's be honest – we've all watched those players make terrible decisions and thought "I would totally nail that glass bridge!" Well, time to put your money where your mouth is, brave challenger!
Our squid game experience lets you test those survival skills without the whole... you know... falling to your death thing. Much more convenient!
Think you're clever enough to outlast other players? Head…
გაგრძელება
გამოაქვეყნა 456165_მ.
თარიღი: ივლისი 5, 2025.
საათი: 8:07am
0 კომენტარი
0 მოწონება
Tired of being the virtual poker player who can't afford the big blind? The one whose avatar looks suspiciously malnourished from chip deficiency?
At GMYGM.com, we turn poker paupers into high rollers faster than you can say "I wasn't bluffing, I swear!"
გამოაქვეყნა JUA_მ.
თარიღი: ივლისი 5, 2025.
საათი: 7:41am
0 კომენტარი
0 მოწონება
Une belle silhouette commence par une alimentation équilibrée. Découvrez notre kalorienrechner, un outil simple pour calculer vos besoins caloriques et atteindre vos objectifs facilement. Commencez dès aujourd'hui avec notre kalorienrechner et prenez soin de votre corps !
© 2025 George.
•