სიტყვა "რელიგია" მომდინარეობს წინაქრისტიანული ხანიდან, მაგრამ ადრეული პერიოდიდანვე იქცა ქრისტიანული ენის ნაწილად. სიტყვიდან religere ("მოწიწებით პატივისცემა") "რელიგია" ნიშნავს მოკრძალებითა და სიფრთხილით მოეკიდო წმინდას (numinose), ზებუნებრივი ძალის მქონე არსებას, ყოველივე ამქვეყნიურისგან (profane) განსხვავებით.
სხვა მნიშვნელობით, religio არის ადამიანების შიშნარევი დამოკიდებულება წმინდა არსებისადმი. ეს არის კეთილმორწმუნის შიში, რათა რაიმეთი არ შეურაცხჰყოს ღვთაებრივი არსება(ნი). აქედან გამომდინარე ზედსართავმა სახელმა "რელიგიური" - "მორჩილის, ღვთისმოშიშის" მნიშვნელობა მიიღო.
ამ უკანასკნელი მნიშვნელობით შეითვისა ქრისტიანულმა სამყარომაც სიტყვა "რელიგია". შუასაუკუნეების დასავლურ (ლათინურ) ქრისტიანობაში religio აღნიშნავს მონასტრულ ცხოვრებას: სიღარიბეს, მორჩილებას, ქორწინების გარეშე ცხოვრებას და გამუდმებულ ლოცვას. religiousus (რელიგიური) აღმატებითი მნიშვნელობით ნიშნავდა ბერს, მონაზონს.
ქრისტიანულ სამყაროში ასევე გავრცელებულია ამ სიტყვის ნეტარი ავგუსტინესეული (+430 წ.) განმარტებაც, რომელიც სხვა ლათინი მწერლის, ლაქტანციუსის განმარტების მსგავსად, იგი "შეერთებას" ნიშნავს, თუმცა უმატებდა, რომ სიტყვა "რელიგია" ღმერთთან (დაკარგული) "კავშირის აღდგენას” ნიშნავს. ჩინეთში რელიგიას უწოდებენ "ჩიაო"-ს, რაც ნიშნავს "მოძღვრებას". ინდოეთში სიტყვა "დჰარმა" გამოხატავს ლათინურ "რელიგიას" და ნიშნავს "წესრიგს". არაბულში კი "დინ" აღნიშნავს ამ სიტყვას (რელიგიას) და ითარგმნება, როგორც "ღვთაებრივი განგება".
ტრადიციულად რელიგიას განსაზღვრავენ როგორც რწმენას ზებუნებრივის მიმართ. თუმცა არსებობს მეორე მიდგომაც, რომლის მიხედვითაც რელიგია ეს არის შეხედულებებისა და ქმედებების ნებისმიერი სისტემა, დამახასიათებელი ადამიანის ამა თუ იმ ჯგუფისათვის, რომელიც ადამიანისთვის ერთგვარ ორიენტირსა თუ თაყვანისცემისა და მსახურების ობიექტს შეიძლება წარმოადგენდეს. აქედან გამოდის, რომ რელიგია ეს არის ნებისმიერი იდეალის თაყვანისცემა. მაგრამ თუ ადამიანისთვის იდეალს წარმოადგენს მაგალითად ფული და მატერიალური კეთილდღეობა, მაშინ ძნელია ამგვარ დამოკიდებულებას რელიგია დაარქვა.
ესე იგი გამოდის, რომ რელიგია არის რწმენა ზებუნებრივის მიმართ. მაგრამ ყველა ამგვარ რწმენასაც არ შეიძლება ეწოდოს რელიგია, რადგან რელიგია უნდა ეფუძნებოდეს სულიერი ცხოვრების უმაღლეს ჭეშმარიტებას, სამართლიანობასა და ჰუმანურობას. მაგალითად, სატანიზმი და ოკულტიზმი მართალია შეიცავენ რელიგიის ზოგიერთ ელემენტს ზებუნებრივის მიმართ რწმენის ჩათვლით, მაგრამ სინამდვილეში ისინი რელიგიის დამახინჯებისა და დეგრადაციის პროდუქტებს წარმოადგენენ.
წიგნის გამოგზავნისთვის და დახმარებისთვის დიდი მადლობა ვახტანგს!
ეს გახლავთ, დავით თინიკაშვილისა და ზურაბ ჯაშის შედგენილი წიგნის - "მსოფლიო რელიგიები" - ელექტრონული ვერსია.
წიგნში განხილულია:
იხილეთ წიგნი:
მსგავსი:
ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, თინიკაშვილი, რელიგიათმცოდნეობა, ჯაში
მქონია შეხება (ფიზიკურად) და შემიძლია ვთქვა - კი (თავდაჯერებული)!
Kakha_მ თქვა:
ალბათ ძალიან საინტერესო წიგნია ))
განსაკუთრებით, რომელი რელიგიით დაინტერესდი, მაიკო?
მაიკო
მართლა ძალიან საინტერესოა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მაისი 9, 2026.
საათი: 12:21pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In Diablo 4:Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing Horadrim while…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•