გიგი თევზაძე - საბოლოო ფილოსოფია

საბოლოო ფილოსოფია, გიგი თევზაძე, ელექტრონული წიგნები, წიგნები ონლაინ, gigi tevzadze, saboloo filosofia

      ფილოსოფიური აზრის განვითარებისთვის თანამედროვე საქართველოში იშვიათად იბეჭდება ფილოსოფიური წიგნები და შრომები. ამ მიმართულებით, ერთ-ერთ საინტერესო ნაშრომს წარმოადგენს გასულ წელს გიგი თევზაძის ავტორობით გამოცემული წიგნი „საბოლოო ფილოსოფია“.

წიგნის დასახელება: საბოლოო ფილოსოფია

ავტორი: გიგი თევზაძე

დასახელება ინგლისურად: THE ULTIMATE PHILOSOPHY, Gigi Tevzadze

რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი

ჟანრი: ფილოსოფიური, სამეცნიერო, სასწავლო

ფაილის ტიპი: ონლაინ საკითხავი

პოსტების რაოდენობა: 25

გვერდების რაოდენობა წიგნში: 186

გამოცემის წელი: 2017

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ISBN 978-9941-23-805-5

წინასიტყვაობის ნაცვლად:

      ამ წიგნის საბოლოო ამოცანა, განსხვავებით XX და XXI საუკუნეებში დაწერილი წიგნებისაგან, რომელთა საგანიც ფილოსოფიაა, არის პრაქტიკული, ხელშესახები, ტექნოლოგიური (ამ სიტყვის ყველაზე ფართო აზრით) ცვლილებების გამოწვევა და ამ ცვლილებების აუცილებლობის დასაბუთება. როგორც ტექსტში ნახავთ, არ არის არც ერთი მსჯელობა, რომელსაც მიზნად არ ჰქონდეს ძლიერი ცვლილების მოხდენა/გამოაშკარავება და არ ცდილობდეს მკითხველის დარწმუნებას ამ ცვლილების მნიშვნელოვნებასა და სიკეთეში, როგორც თვითონ მკითხველის, ასევე საზოგადოებისათვის. ამ წიგნის საბოლოო მიზანი არ არის ადამიანის მიერ სამყაროს შემეცნების ახალი აღწერის შემოთავაზება. თუმცა ნახავთ, რომ შემეცნების ახალი აღწერა გამოყენებულია იმისათვის, რომ გამოაშკარავდეს არსებული მიმდინარე ცვლილებები, მოშორდეს დამაბნეველი საფარველი და დადგინდეს მომავალი ცვლილების კონტურები.

      მკითხველმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ძლიერი ცვლილება არსაიდან ჩნდება. ძლიერი ცვლილების შესაძლებლობა ჩვენს გარემოში მის უკვე არსებობაშია. ტექსტში ნახავთ, რომ შემოთავაზებული აღწერის მიხედით ჩვენ პარადოქსულ გარემოში ვცხოვრობთ: ერთი მხრივ, რადიკალური, მნიშვნელოვანი ცვლილება ჩვენ გარშემოა, უკვე არსებობს, ხოლო მეორე მხრივ, ის მაინც რეპრესირებულია, რადგანაც ის ენა, ცნებების ის კომპლექსი, ის პარადიგმა, რომლის გამოყენებითაც ამ გარემოს შესახებ ვლაპარაკობთ და ვმსჯელობთ, რომლის გამოყენებითაც შემოდის ჩვენი გარემო ჩვენს აღქმაში, ამ ცვლილების საწინააღმდეგოა და ფარავს მას.

      ამ წიგნის პრაქტიკული მიზანი განათლებაა: შემეცნების სქემის და ცნობიერების შესახებ მსჯელობას პირდაპირ მივყავართ განხილვამდე, თუ როგორი უნდა იყოს განათლება იმ სამყაროში, სადაც დაფარული ცვლილებები, რომლებიც ჩვენს გარემოში უკვე არსებობს, ცხადი და საყოველთაო გახდება: როგორი უნდა იყოს განათლება, რომელიც ამ ცვლილების გამოაშკარავებას და ინტენსიფიკაციას შეუწყობს ხელს.

      ფილოსოფია ამ წიგნში გზა და მეთოდია დიდ კითხვებზე პასუხის გასაცემად და ამ პასუხისკენ მიმავალი ტექნოლოგიური გზების დასასახად. განსხვავებით დღევანდელი აკადემიური ფორმისაგან, ეს ფილოსოფია არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექსტების ანალიზით და მათი შინაარსების გადმოცემა-შეჯერებით; საბოლოო ფილოსოფიის მიზანი ტექნოლოგიური (ყველაზე ფართო აზრით) ცვლილების დაგეგმვაა ფილოსოფიის მეთოდების და მიდგომების გამოყენებით.

      ეს წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება: პირველი, რომელსაც, „ფილოსოფიის ღამე“ დავარქვი, ჰყვება უცნობი ბრძოლის ისტორიას, რომლის კვალიც ძველ ბერძნულ და ლათინურ ტექსტებში ვიპოვე და, როგორც გამოირკვა, რომლის შედეგმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი სამყარო, არა მარტო ტექსტები და მსჯელობები, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც: იმოქმედა იმაზე, თუ როგორ ვიღებთ განათლებას, როგორ აღვიქვამთ გარემომცველ სამყაროს, ვის ვთვლით ჭკვიანად და ვის სულელად, რა მიზნები გვაქვს, როგორ ვუმკლავდებით ყოველდღიურ და არცთუ ისე ყოველდღიურ გამოწვევებს და ა. შ.

      შესაბამისად, ამ წიგნის პირველ ნაწილში მსჯელობა ეხება არა მარტო იმ პარადიგმულ ცვლილებებს, რომელიც ძვ.წ.-მდე IV საუკუნეში დაიწყო და საბოლოოდ ახ.წ. V საუკუნეში ჩამოყალიბდა, არამედ, შესაძლებელ მომავალსაც, რომელიც, თუკი განხორციელდა, ისეთივე მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს ჩვენს სამყაროში, როგორც 15 საუკუნის წინ მოახდინა: შესაძლებელი ცვლილება იმოქმედებს არა მარტო ფილოსოფიის გაგებაზე, არამედ, შეცვლის განათლების არსებულ სისტემასაც. განათლების არსებული სისტემა, ამ წიგნის მიხედვით, იმ, საუკუნეების წინა ცვლილებას ეყრდნობა და აფერხებს არა მარტო ჩვენს პიროვნულ განვითარებას, არამედ, ჩვენი, როგორც სახეობის, ადამიანების ევოლუციასაც კი. ამ თავის სათაური ერთსა და იმავე დროს მიუთითებს იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ფილოსოფია და, შესაბამისად, აზროვნება მოექცა პარადიგმული ცვლილების განხორციელების შემდეგ და, ასევე, მომავალ გარღვევაზე, რომელიც შესაძლებელი გახდება, თუკი ძველ, უარყოფილ პარადიგმას გავაცოცხლებთ და ავამუშავებთ.

      ამ წიგნის მეორე ნაწილი, „ცნობიერების მიხედვით“, არის მსჯელობა, გამომდინარე მეცნიერებათა თანამედროვე მონაცემებიდან და წარმოდგენებიდან. საბოლოოდ, მეორე ნაწილიც განათლების შესახებაა: რა არის ცნობიერება თანამედროვე მეცნიერების მიხედვით, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და სხეული და როგორ შეიძლება მოვაწყოთ მისი განათლება ისე, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, როგორც კონკრეტული ადამიანის, ასევე, საზოგადოების შემთხვევაში. გარდა ამისა, ვიმედოვნებ, ეს ნაწილი მეტ-ნაკლებ სიცხადეს შეიტანს რამდენიმე დისკუსიაში საზოგადოების პოლიტიკური თუ სოციალური მოწყობის შესახებ.

      მესამე ნაწილი „თვითრეფლექსიის სახელმძღვანელო“ არის მეგზური, წინა ორი ნაწილის დასკვნებზე დაყრდნობილი: რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა იფიქროს თანამედროვე ადამიანმა იმისათვის, რომ მიაღწიოს ბედნიერებას. პასუხი არ არის არც ტრივიალური და არც ადვილად შესასრულებელი: ბუდიზმის და ეპიკურეიზმის გადაკვეთაზე დაბადებული თვითრეფლექსიის მეთოდი აჩვენებს, რომ ბედნიერება წარმატების შემდგომი მდგომარეობაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თვითრეფლექსიის ეს მეთოდი საყოველთაოა და ვფიქრობ, კარგ სამსახურს გაუწევს ყველას, ვისაც ბედნიერების მიღწევა უნდა, ის განსაკუთრებით დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ წარმატებას უკვე მიაღწიეს.

      შესაბამისად, ეს წიგნი უცნაური და უჩვეულო სტრუქტურისაა: ეს არის მსჯელობა, რომელიც გამომდინარეობს ბერძნული და ლათინური ტექსტებიდან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა თანამედროვე წარმოდგენებიდან. თანამედროვე ტრადიციის მიხედვით, ფილოსოფიური წიგნი აქ უნდა დამთავრდეს. მაგრამ, ირკვევა, რომ ძველი ტექსტების ანალიზი, მეცნიერების მონაცემების გადამუშავება და ცნობიერების ახალი განსაზღვრება მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელსაც ტექნოლოგიურ, განხორციელებად შედეგებამდე მივყავართ. ამავე მსჯელობით მიღებული დასკვნების მიხედვით, ფილოსოფიური მსჯელობა, სამყაროს და შემეცნების აღწერა არ არის თავისთავადი ღირებულების მატარებელი და საბოლოო მიზანი, არამედ კონკრეტული, ტექნოლოგიური ცვლილებისკენ მიმავალ გზაზე წარმოშობილი იარაღია.

      გამომდინარე ამ წიგნის ნაწილების სხვადასხვა მიზნებიდან, მეტ-ნაკლებად შეიძლება განვსაზღვრო ინტერესთა ის ჯგუფები, თუ ვისთვისაა ესა თუ ის ნაწილი განკუთვნილი:

      პირველი ნაწილი, ფილოსოფიის ღამე, ფილოსოფიით და განათლების ფილოსოფიით დაინტერესებული მკითხველისთვისაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნაწილის ტექსტის კითხვა ფილოსოფიისადმი ინტერესს და ფილოსოფიური ტექსტების გამოცდილებას მოითხოვს, მე არ დავტვირთე ეს ნაწილი დიდი ისტორიული განხილვებით. თუკი მკითხველს ისტორიული კონტექსტი დააინტერესებს, ის ადვილად იპოვის სასურველ ლიტერატურას იმ წყაროების მიხედვით, რომლებიც წიგნის ბოლოშია მოთავსებული.

      მეორე ნაწილი, ცნობიერების მიხედვით, უფრო პრაქტიკული გონების მკითხველებისთვისაა განკუთვნილი, მათთვის, ვისაც პრაქტიკული „ფილოსოფიები“ აინტერესებს. მეცნიერების თანამედროვე მონაცემების მიხედვით განხილულია, თუ რა არის ცნობიერება, როგორ მუშაობს და, რაც მთავარია, რას გვეუბნება ეს განხილვა ჩვენი საკუთარი თავის შესახებ. ამ ნაწილის ბოლოში, ისევე როგორც პირველი ნაწილის შემთხვევაში, მსჯელობაა, რომელიც გამომდინარეობს ცნობიერების შესახებ მიღებული დასკვნებიდან და აგებს სქემას, თუ როგორ უნდა მივცეთ განათლება ბავშვებს, იმისათვის, რომ მათ ბოლომდე შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების განხორციელება.

      მესამე ნაწილი, თვითრეფლექსიის სახელმძღვანელო, ყველასთვისაა, მათთვის, ვისაც უნდა, მიიღოს სასარგებლო რჩევები ბედნიერების მისაღწევად. ცხადია, ეს ნაწილი მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას სიამოვნებების გზაზე სიარულით. თუმცა, რჩევების და მეთოდის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოთ წარმატების მიღწევის შემდეგ, რომ გახდეთ ბედნიერი. ეს ნაწილი გირჩევთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენი ცნობიერება ისე, რომ თქვენთვის ბედნიერება შესაძლებელი გახდეს. ბედნიერების მიღწევა რთული გადაწყვეტილებებით აღსავსე ცხოვრებაა, რომელიც სიამოვნებების მიღებაზე გადის.

      დაბოლოს - წიგნის სათაურის შესახებ: ცხადია, ეს არის არისტოტელეს „პირველი ფილოსოფიის“ უკუღმა ციტირება, მაგრამ არა მარტო: ამ წიგნში განხორციელებული მსჯელობა ემყარება იმედს და მიზანს, რომ ფილოსოფიის რამდენიმესაუკუნოვანი სიდუხჭირე გადაილახება და ფილოსოფია, როგორც აზროვნების წესი, დაუბრუნდება იმ გზას, რომელსაც შექმნის/ იდენტიფიკაციის დროს დაადგა: როდესაც სამყაროს სურათები, რომლებიც მით უფრო სწრაფად ცვლის ერთმანეთს, რაც უფრო იზრდება ჩვენ მიერ ამ ცოდნის გამოყენება, ჩვენი ცნობიერებისათვის გახდება მხოლოდ მიზნისაკენ მიმავალი გზის საფეხურები, და არა საბოლოო მიზანი, როგორც ეს დღესაა.

      შენიშვნა: წიგნის ყოველი თავის წინ, ისევე როგორც XIX საუკუნეში და უფრო ადრე გამოცემულ ლიტერატურაში, არის ამ თავის შინაარსის მოკლე აღწერა. ეს კითხვის გაადვილებისთვისაა: თუკი მკითხველს არ მოუნდება დასაბუთების გრძელ და მისთვის მოსაწყენ გზას გაჰყვეს, რომელიც ხანდახან მეტად პროფესიულ დეტალებში გადაიზრდება, ან ისედაც ეთანხმება მსჯელობის შედეგს და არ უნდა, რომ დრო დაკარგოს, მას შეუძლია, მხოლოდ ამ მოკლე შინაარსით დაკმაყოფილდეს და გადავიდეს შემდეგ თავზე.

სარჩევი:

ნაწილი I - ფილოსოფიის ღამე

ნაწილი II - ცნობიერების მიხედვით

ნაწილი III- თვითრეფლექსიის სახელმძღვანელო

მითითება: თითოეული თავი წარმოდგენილია ბმულების სახით

ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, თევზაძე, მხატვრული, სამეცნიერო, ფილოსოფია

ნახვა: 1136

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters