კირკეგორის შემოქმედებითი ასპარეზის მრავალ მიმართულებას შორის, გამორჩეული და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მისი, როგორც მოაზროვნე თეოლოგის ნაშრომები. წინამდებარე წიგნი იმ ტრილოგიის მესამე ნაწილია, რომელიც კირკეგორმა 1847 წელს გამოაქვეყნა. ტრილოგიაში პირველი ნაწილი ორმაგი გონების მორალს ეთმობა, სახელწოდებით „გაწმინდეთ თქვენი გულები“ (Purify Your Hearts), მეორე ნაწილია - „განვიხილოთ ლილიები“ (Consider the Lilies) და მასში კირკეგორი მსჯელობას ადამიანის ესთეტიკასა და მისტიკას უთმობს, ხოლო მესამე ნაწილში „სატანჯველის სახარება“ (Gospel of Sufferings) ქრისტეს მიმდევრობის - ქრისტიანობის კონკრეტული და აბსტრაქტული მაგალითების განხილვაა.
წიგნს წინ უძღვის ლოცვა:
შენ, ვინც ოდესღაც თავად დაეხეტებოდი დედამიწაზე, ტოვებდი რა კვალს, რომელსაც ჩვენ უნდა გავყოლოდით; შენ, ვინც ზეციდან უმზერ ყველა ყარიბს, მხარს უმაგრებ დაქანცულს, ამხნევებ გულგატეხილს, გზაზე აბრუნებ გზააბნეულს, ანუგეშებ მებრძოლს: შენ, ვინც ჟამთა აღსასრულს კვლავ უნდა მოხვიდე იმისათვის, რათა განსაჯო ყოველი, ვინც შენ არ მოგყვებოდა; ღმერთო ჩვენო და მხსნელო ჩვენო, დე მუდამ ეჩვენოს ჩვენს სულიერ მზერას შენი ხატი, ნისლის განმქარვებელი; განგვამტკიცე ჩვენ, რათა მხოლოდ მას ვუმზიროთ უწყვეტად, რათა ჩვენ, შენმა მსგავსებმა და შენი წინამძღოლობით, ვიპოვოთ სათნო გზა შენი სამსჯავროსკენ, - ხომ იმისათვის იბადება ყოველი ადამიანი, რომ შენი სამსჯავროს წინაშე წარსდგეს, და ასევე იმისათვის, რათა მარადიული ნეტარება ჰპოვოს შენით სხვა სამყაროში. ამინ.
წიგნის დასახელება: სატანჯველის სახარება
ავტორი: სიორენ კირკეგორი
ჟანრი: თეოლოგია, ფილოსოფია, მსჯელობა
ფაილის ტიპი: PDF
გვერდების რაოდენობა წიგნში: 112
წიგნში განხილული საკითხები:
I. რას ნიშნავს ქრისტეს მიმდევრობა და რა სიხარულია ამაში
II. როგორ შეიძლება, რომ ტვირთი მსუბუქი იყოს, თუ სატანჯველია მძიმე
III. სიხარული იმაშია, რომ სატანჯველის სკოლა მარადიულობისთვის გვამზადებს
IV. სიხარული იმაშია, რომ ღმერთთან მიმართებით ადამიანი არასოდეს იტანჯება უდანაშაულოდ
V. სიხარული იმაშია, რომ გზა კი არ არის ვიწრო, არამედ თვით სივიწროვეა გზა
VI. სიხარული იმაშია, რომ თუნდაც დროებითი სატანჯველი უკიდურესად მძიმე იყოს, მარადიული ნეტარება მაინც გადაწონის მას
VII. სიხარული იმაშია, რომ ადამიანს წმინდა გულითა და თავისუფალს, შეუძლია ტანჯვით აიშოროს ქვეყნის ძალაუფლება საკუთარ თავზე და შესწევს ძალა, უღირსობა ღირსებად აქციოს, მარცხი კი გამარჯვებად
იხილეთ წიგნი:
ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, თეოლოგია, კირკეგორი, მსჯელობა, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2026.
საათი: 7:12am
0 კომენტარი
0 მოწონება
The Hunter in WoW Forever can keep firing while moving, so safer positioning means using range, wide arcs, and an open escape route as elite foes and large groups grow more dangerous. You can review…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
© 2026 George.
•