ალბერტ აინშტაინი დიდებული ფიზიკოსი იყო, ახალი კანონები აღმოაჩინა და თავისი დროის ბევრ მეცნიერს გაუსწრო. მაგრამ ადამიანები გენიოსს მხოლოდ ამიტომ არ უწოდებენ. პროფესორი აინშტაინი ფილოსოფოსი იყო, კარგად ესმოდა წარმატების კანონები და მათ ისევე კარგად ხსნიდა, როგორც თავის განტოლებებს.გაგაცნობთ 10 ციტატას მისი მრავალრიცხოვანი გამონათქვამებიდან. ათი ოქროს გაკვეთილი, რომელთაც გონიერი ადამიანი აუცილებლად გამოიყენებს ცხოვრებაში. (ვისაც არ დაგეზარებათ წაიკითხეთ :)) საინტერესოა)

1. ადამიანს, რომელიც არასდროს შემცდარა, არასდროს უცდია რამე ახლის გაკეთება. ადამიანების უმრავლესობა ახლის გაკეთებას შეცდომის შიშით გაურბის, მაგრამ ეს შიში უადგილოა. ადამიანი, რომელიც მარცხდება, გაცილებით მეტს იგებს იმაზე, თუ როგორ უნდა გაიმარჯვო, ვიდრე ის, ვისთანაც წარმატება უცებ მოდის.

2. განათლება — ისაა, რაც გრჩება მას შემდეგ, რაც ივიწყებ იმას, რაც სკოლაში გასწავლეს. 30 წლის შემდეგ საერთოდ დაგავიწყდებათ ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ. დაგამახსოვრდებათ მხოლოდ ის, რაც თავად ისწავლეთ.

3. ჩემს წარმოსახვაში თავისუფლად ვხატავ. წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია. წარმოსახვა მთელ მსოფლიოს მოიცავს. როცა ხვდები, რა გზა გაიარა კაცობრიობამ გამოქვაბულიდან დღემდე, წარმოსახვის ძალასაც სრული მასშტაბით გრძნობ. ის, რაც ახლა გვაქვს, ჩვენი წინაპრების წარმოსახვითაა მიღწეული. ის, რაც მომავალში გვექნება, ჩვენი წარმოსახვის დახმარებით აშენდება.

4. შემოქმედების საიდუმლო შთაგნების წყაროს დაფარვის უნარია. თქვენი შემოქმედების უნიკალურობა უპირადტესად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად მალავთ წყაროებს. შეიძლება ვინმე დიდი ადამიანია შთაგონების წყარო, თუკი ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ მთელი მსოფლიო გიყურებთ, თქვენი იდეები უნიკალურად უნდა გამოიყურებოდეს.

5. ადამიანის ფასი იმით უნდა განისაზღვრებოდეს, თუ რას იძლევა ის, და არა იმით, რისი მიღწევა შეუძლია. შეეცადეთ წარმატებული კი არა, ძვირფასი ადამიანი გახდეთ. თუკი საქვეყნოდ ცნობილ ადამიანებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ თითოეულმა მსოფლიოს რაღაც მისცა.

უნდა გასცე, იმისთვის, რომ მიღების საშუალება გქონდეს. როცა თვენი მიზანი სამყაროში ფასეულობათა გამრავლებაა, ცხოვრების მომდევნო დონეზე გადადიხართ.

6. ცხოვრების ორი ხერხი არსებობს: შეგიძლიათ იცხოვრეოთ ისე, თითქოს სასწაულები არ ხდება და შეგიძლიათ ისე იცხოვროთ, თითქოს ყველაფერი ამ ქვეყანაზე სასწაული იყოს. თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს სამყაროში სასწაული არაა, თქვენ გააკეთებთ ყველაფერს, რასაც მოინდომებთ და დაბრკოლება არ გექნებათ. და თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს ყველაფერი სასწაული იყოს, სულ მცირედი სილამაზითაც კი დატკბებით. თუ ერთდროულად ორივენაირად იცხოვრებთ, მაშინ თქვენი ცხოვრება ბედნიერი და ნაყოფიერი იქნება.

7. როცა ჩემს თავს და ფიქრის ჩემეულ გზას ვსწავლობ, ვასკვნი, რომ წარმოსახვისა და ფანტაზიის ნიჭი ჩემთვის აბსტრაქტული აზროვნებისთვის ნებისმიერ უნარზე მეტად მნიშვნელოვანი იყო. ოცნება ყველაფერზე – რის მიღწევასაც ცხოვრებაში შეძლებდით, — ეს პოზიტიური ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტია. მიეცით თქვენს წარმოსახვას საშუალება თავისუფლად იხეტიალოს და შექმნას სამყარო, რომელშიც თქვენ იცხოვრებდით.

8. ცხვრის ფარის წუნდაუდებელი წევრი რომ გახდა, პირველ რიგში, ცხვარი უნდა გახდე. თუ გსურთ წარმატებული მეწარმე იყო, ბიზნესი დღესვე დაიწყე. დაწყება გინდოდეს და შედეგის გეშინოდეს?! – ასე ვერსად მიხვალთ. ეს ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება: რომ მოიგო თამაშია საჭირო.

9. თამაშის წესები უნდა ისწავლოთ. მერე კი ყველაზე უკეთესად უნდა დაიწყოთ თამაში. მარტივია, როგორც ყველაფერი გენიალური.

10. ძალიან მნიშვნელოვანია კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა შემთხვევით არ მიეცა ადამიანს. გონიერი ადამიანები ყოველთვის სვამენ კითხვებს. ჰკითხეთ თქვენს თავს და მეგობრებს, რომ გადაწყვეტილება იპოვოთ. ეს ახლის გაგებისა და საკუთარი ზრდის ანალიზის საშუალებას მოგცემთ.

ტეგები: Qwelly, აინშტაინი, გამონათქვამები, ეს_საინტერესოა

ნახვა: 800

გამოხმაურებები!

მეცხრე წესი ისეთი მარტივია, მეტი რომ არ შეიძლება. გააჩნია თამაშს ბიძია ალბერტ! 

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters