ალბერტ აინშტაინი დიდებული ფიზიკოსი იყო, ახალი კანონები აღმოაჩინა და თავისი დროის ბევრ მეცნიერს გაუსწრო. მაგრამ ადამიანები გენიოსს მხოლოდ ამიტომ არ უწოდებენ. პროფესორი აინშტაინი ფილოსოფოსი იყო, კარგად ესმოდა წარმატების კანონები და მათ ისევე კარგად ხსნიდა, როგორც თავის განტოლებებს.გაგაცნობთ 10 ციტატას მისი მრავალრიცხოვანი გამონათქვამებიდან. ათი ოქროს გაკვეთილი, რომელთაც გონიერი ადამიანი აუცილებლად გამოიყენებს ცხოვრებაში. (ვისაც არ დაგეზარებათ წაიკითხეთ :)) საინტერესოა)
1. ადამიანს, რომელიც არასდროს შემცდარა, არასდროს უცდია რამე ახლის გაკეთება. ადამიანების უმრავლესობა ახლის გაკეთებას შეცდომის შიშით გაურბის, მაგრამ ეს შიში უადგილოა. ადამიანი, რომელიც მარცხდება, გაცილებით მეტს იგებს იმაზე, თუ როგორ უნდა გაიმარჯვო, ვიდრე ის, ვისთანაც წარმატება უცებ მოდის.
2. განათლება — ისაა, რაც გრჩება მას შემდეგ, რაც ივიწყებ იმას, რაც სკოლაში გასწავლეს. 30 წლის შემდეგ საერთოდ დაგავიწყდებათ ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ. დაგამახსოვრდებათ მხოლოდ ის, რაც თავად ისწავლეთ.
3. ჩემს წარმოსახვაში თავისუფლად ვხატავ. წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია. წარმოსახვა მთელ მსოფლიოს მოიცავს. როცა ხვდები, რა გზა გაიარა კაცობრიობამ გამოქვაბულიდან დღემდე, წარმოსახვის ძალასაც სრული მასშტაბით გრძნობ. ის, რაც ახლა გვაქვს, ჩვენი წინაპრების წარმოსახვითაა მიღწეული. ის, რაც მომავალში გვექნება, ჩვენი წარმოსახვის დახმარებით აშენდება.
4. შემოქმედების საიდუმლო შთაგნების წყაროს დაფარვის უნარია. თქვენი შემოქმედების უნიკალურობა უპირადტესად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად მალავთ წყაროებს. შეიძლება ვინმე დიდი ადამიანია შთაგონების წყარო, თუკი ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ მთელი მსოფლიო გიყურებთ, თქვენი იდეები უნიკალურად უნდა გამოიყურებოდეს.
5. ადამიანის ფასი იმით უნდა განისაზღვრებოდეს, თუ რას იძლევა ის, და არა იმით, რისი მიღწევა შეუძლია. შეეცადეთ წარმატებული კი არა, ძვირფასი ადამიანი გახდეთ. თუკი საქვეყნოდ ცნობილ ადამიანებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ თითოეულმა მსოფლიოს რაღაც მისცა.
უნდა გასცე, იმისთვის, რომ მიღების საშუალება გქონდეს. როცა თვენი მიზანი სამყაროში ფასეულობათა გამრავლებაა, ცხოვრების მომდევნო დონეზე გადადიხართ.
6. ცხოვრების ორი ხერხი არსებობს: შეგიძლიათ იცხოვრეოთ ისე, თითქოს სასწაულები არ ხდება და შეგიძლიათ ისე იცხოვროთ, თითქოს ყველაფერი ამ ქვეყანაზე სასწაული იყოს. თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს სამყაროში სასწაული არაა, თქვენ გააკეთებთ ყველაფერს, რასაც მოინდომებთ და დაბრკოლება არ გექნებათ. და თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს ყველაფერი სასწაული იყოს, სულ მცირედი სილამაზითაც კი დატკბებით. თუ ერთდროულად ორივენაირად იცხოვრებთ, მაშინ თქვენი ცხოვრება ბედნიერი და ნაყოფიერი იქნება.
7. როცა ჩემს თავს და ფიქრის ჩემეულ გზას ვსწავლობ, ვასკვნი, რომ წარმოსახვისა და ფანტაზიის ნიჭი ჩემთვის აბსტრაქტული აზროვნებისთვის ნებისმიერ უნარზე მეტად მნიშვნელოვანი იყო. ოცნება ყველაფერზე – რის მიღწევასაც ცხოვრებაში შეძლებდით, — ეს პოზიტიური ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტია. მიეცით თქვენს წარმოსახვას საშუალება თავისუფლად იხეტიალოს და შექმნას სამყარო, რომელშიც თქვენ იცხოვრებდით.
8. ცხვრის ფარის წუნდაუდებელი წევრი რომ გახდა, პირველ რიგში, ცხვარი უნდა გახდე. თუ გსურთ წარმატებული მეწარმე იყო, ბიზნესი დღესვე დაიწყე. დაწყება გინდოდეს და შედეგის გეშინოდეს?! – ასე ვერსად მიხვალთ. ეს ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება: რომ მოიგო თამაშია საჭირო.
9. თამაშის წესები უნდა ისწავლოთ. მერე კი ყველაზე უკეთესად უნდა დაიწყოთ თამაში. მარტივია, როგორც ყველაფერი გენიალური.
10. ძალიან მნიშვნელოვანია კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა შემთხვევით არ მიეცა ადამიანს. გონიერი ადამიანები ყოველთვის სვამენ კითხვებს. ჰკითხეთ თქვენს თავს და მეგობრებს, რომ გადაწყვეტილება იპოვოთ. ეს ახლის გაგებისა და საკუთარი ზრდის ანალიზის საშუალებას მოგცემთ.
ტეგები: Qwelly, აინშტაინი, გამონათქვამები, ეს_საინტერესოა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•