კარგია როდესაც ისტორიას კითხულობ, გადაშლი წიგნს და გააცოცხლებ უამრავ გმირს, წინაპარს, წარსულის ლანდს. შენს თვალწინ ივლიან მაკედონელი და ბონაპარტი (თუ ფანტაზია გყოფნის მათ აომებ კიდეც), კეისარი და სტალინი. გიორგი ბრწყინვალე და ფარნავაზი, ლაშა-გიორგი სულაც არ იქნება "მემთვრალე და მემრუშეთა მეგობარი", არც ინკვიზიციას დახატავ მაინცდამაინც მძაფრ ფერებში და არც მაიას ტომს დაეგები ფერხთით როგორც ცივილიზაციის საწყისს.

ეს ძველად... მაშ, შემდეგ დიდი დრო გავიდა და შეიქმნა ისეთი მოწყობილობა რომელიც წარმოსახვას "არეალურებს". აქ ვეღარ წარმოიდგენ! აქ ხედავ და მოგწონს, აქ ხედავ და გრზნობ ემოციას.

ამ პოსტი მინდა წარმოგიდგინოთ მეოცე საუკუნის, 30_იანი წლების ფოტოებიდან რამდენიმე. ვფიქრობ ნანახი თქვენთვისაც შთამბეჭდავი იქნება.

ამჯერად:

ნაწილი პირველი, 80 წლის ასაკის ათი ფოტო!

პატარა მოთხილამურე დამცავი ბალიშით!

ეს ჰოლანდიელი ბიჭუნა, 30 წლების ფოტოგრაფიის ნამვდილი მონაპოვარია, მისი მეტყველი სახე, თვალები ყოველთვის აოცებდა მნახველს. ზურგზე მოკიდებული ბალისი მას მტკივნეული დაცემისგან იფარავს.

იმნდროინდელი ღამის კლუბების მოცეკვავეები (Cabaret Dancers)

ვერ გეტყვით რისი სიმბოლო იყო ეს ულვაში, მაგრამ ფაქტია რომ ამ ცეკვას ასე უხდებოდა.

ორი აინშტაინი - Einstein with Einstein Puppet

ეს ფოტო გადაღებულია ჰარი ბარნეტ_ის მიერ, პასაენაში სადაც აინშტაინი ასწავლიდა. აინშტაინმა დაინახა თავისი "ხის ორეული" Teatro Torito_ს წინ და კმაყოფილ სახეზე სიამოვნების ღიმილმა გადაურბინა. მერე ჟაკეტის საგულის ჯიბიდან ფანქარი და ფურცელი ამოაძვრინა და წერელი გაამადა, სადაც გერმანულად ეწერა: "ეს მარიონეტი არ არის საკმარისად მსუქანიო". გულიანად გაიცინა და ფურცელი თოჯინას მუცელში შეუცურა რათა ცოტა "ფერი" მისცემოდა ჩამომხმარ "ალბერტუნას".

სტალინიც კი მასხარაობდა!

საბჭოთა კავშირის დიდ ბელადს, ეს ფოტო გადაუღო მისმა მცველმა, ფოტოგრაფიით გატაცებულმა Nikolai Vlasik_მა. 60_იან წლებში კი Vlasik_ის ფოტოები ნამდვილი სენსაცია იყო იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთებისთვის.

ქუჩის საზოგადო მობილური

ფოტოგრაფმა დაიჭირა გადასაღები მოედანი 1939 წელს, მაშინ BBC იღებდა სიუჟეტს პრგორამისთვის Driving Error_ს, ხოლო ეს ფოტო კი იქვე მდგომმა პაპარაცმა გადაიღო თავისი ჟურნალისთვის - ყოველდღიური მაცნე.

გემ-მფრინავ-მატარებელ-მობილი

გიჟები ყველა დროში ყოფილან. ბაწარი გააბეს მდინარის თავზე და მატარებლის ბორბლიანი მანქანით გადაიკუსკუსეს ზედ. (P.S. საცურაო კოსტუმებით).

იაფად!!!

არ ვიცი რისთვის უნდოდათ ამდენი, მაგრამ ხომ ხედავთ თქვენი თვალით ქურთუკების შენობა დგას!

Hoover Dam_ის მშენებლები

30 წლებში გადაღებული ფოტო ამ გიგანტური კაშხალის მშენებლობისას.

მუსოლინის ფაშისტური შტაბბინა რომში

სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ადგა და თავისი ტავი მიატყეპა შენობას წინ. ეს იყო იმ დროის და ალბათ დღემდე გასაოცარი პოლიტიკური პოსტერი.

Max Factor და მისი სილამაზის საზომი

ხელსაწყო რომელიც იდეალურ სილამაზეს ეძებდა.

გაგრძელება!

ტეგები: Qwelly, ისტორია, რეტრო, საინტერესო, ფოტოგრაფია

ნახვა: 1421

გამოხმაურებები!

P.S. თარგმნაში დახმარებისთვის მადლობა ლიკუნას:) 

გენიალურ ფოტოებზე და წარსულზე, რატომღაც ეს მეორე და უმაგრესი პოსტი გამახსენდა ლაშ

http://www.qwelly.com/group/art/forum/topics/6506411:Topic:98654

მეორე ფოტოზე ქალბატონები რომ ცეკვავენ მსგავს ცეკვას ვცეკვადი ღრმა ბავშვობაში,"შლიაპებით" და ჯოხით ხელში:))) ცეკვას "ჩარლი" ერქვა,მაგრამ ულვაშები არ მქონია:))) ამ პოსტს მადლობა ბავშვობა რომ გამახსენაა:))))))

არადა სულ არ გეტყობა თამუნ ასაკი :(

თამუნა გოგინაშვილი said:

მეორე ფოტოზე ქალბატონები რომ ცეკვავენ მსგავს ცეკვას ვცეკვადი ღრმა ბავშვობაში,"შლიაპებით" და ჯოხით ხელში:))) ცეკვას "ჩარლი" ერქვა,მაგრამ ულვაშები არ მქონია:))) ამ პოსტს მადლობა ბავშვობა რომ გამახსენაა:))))))

არ ვიმჩნევ ასაკს:)))თავშენახული ვარ:)))))

maiko ratiani პროპორციებით. ხელსაწყო ზომავს ცხივრის, პირის, თვალების, შუბლის, ლოყების და ა.შ. პროპორციულობას :)) 

maiko ratiani_მ თქვა:

ბოლო ფოტომ დამაინტრიგა,ნეტა თუ იპოვა იდეალური სილამაზე ან კიდევ როგორ აფასებდა ეს ხელსაწყო სილამაზეს:D

მუსოლინი რა კრეატიული ყოფილა :D

ნეტა იპოვა რამე? :D

RSS

ბლოგ პოსტები

Is Doctor Doom the Ultimate Cosplay Choice for Avengers: Doomsday? Here's Why!

გამოაქვეყნა Mystoria_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2026.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

With Avengers: Doomsday approaching its December 18, 2026 theatrical release, excitement is growing among movie fans and the cosplay community. One character attracting particular attention is Doctor Doom.…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters