სხვადასხვა მითიურ–მისტიურ ისტორიებზე ადამიანებს სხვადასხვანაირი რეაქცია აქვს – ზოგს ეშინია, ზოგს ეცინება, ნაწილს სჯერა და უფრო მეტს – არა, მაგრამ ასეთი ამბები ერთმნიშვნელოვნად საინტერესოა. და კიდევ ბევრია ისეთი ისტორიები, რომლებიც ჩვენსავით მრავლის მნახველ/მომსმენ/წამკითხველ/ აუდიტორიასაც კი აოცებს.
მექსიკის ერთი პატარა ქალაქის – ჩიჰუაჰუას ერთი პატარა მაღაზიის ვიტრინაში დგას მანეკენი, აგერ უკვე 82 წელია. მანეკენს საქორწილო კაბა აცვია და La Pascualita ჰქვია. რა აქვს ამ მანეკენს ისეთი განსაკუთრებული, რომ უამრავი ტურისტი აჭყლეტს ცხვირს მინას, რათა უკეთ დაინახონ იგი.
მათ ის ლეგენდა იზიდავთ, რომელიც ამ მანეკენს უკავშირდება.
ამბობენ, რომ ის მკვდარია, ანუ ცოცხალი მანეკენი, უფრო სწორად მკვდარი…
ერთი სიტყვით, 1930 წელს , მაღაზიის მფლობელის – პასკუალა ესპარზას ქალიშვილი გათხოვებას აპირებდა. ზუსტად ქორწილის დღეს გოგონას უკბინა შხამიანმა ობობამ – “შავმა ქვრივმა”. გოგონა დაიღუპა. მეორე დღეს მაღაზიის ვიტრინაში ულამაზეს საქორწილო კაბაში გამოწყობილი მანეკენი გამოჩნდა – სასოწარკვეთილმა დედამ მუმიფიცირება გაუკეთა ერთადერთ შვილს, რათა სამუდამოდ თავისთან ჰყოლოდა.
დროთა განმავლობაში გოგონას სახელი დავიწყებას მიეცა და მას La Pascualita – ანუ პატარა პასკუალა, (იგივე პასკუალას გოგონა) შეარქვეს. მაღაზიაში მომუშავე პერსონალი საკმაოდ დაშინებულია მისით. ამობოენ, რომ როდესაც კვირაში ერთხელ მას კაბას უცვლიან, სხეული მართლაც ნამდვილი მკვდარივით აქვს, ფეხებზე კი ვენების გაგანიერებაც ეტყობაო…
რა თქმა უნდა, ინტერნეტი სავსეა სკეპტიკოსებით და მეც მესმის მათი. შეუძლებელია, სხეულს გაუკეთდეს ისეთი იდეალური ბალზამირება, რომელიც მას ამდენი წლის განმავლობაში შეინახავს, თანაც ასეთ “გვამისთვის არახელსაყრელ” პირობებში. თვით ლენინისა და მაოს მავზოლეუმები მკაცრი კონტროლის ქვეშაა, რათა შეინარჩუნონ ოპტიმალური მდგომარეობა. აქ კი, ამ სამხრეთული მაღაზიის სალონში, სადაც უამრავი ადამიანი შედის, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა პასკუალას ორ კვირაზე მეტ ხანს გაჩერება.
თუმცა… ის უფრო გასაკვირი არაა, საიდან მოახერხებდა შვილმკვდარი დედა ერთ დღეში ასეთი იდეალური მანეკენის გაკეთებას. მას ხომ არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ქალიშვილი დაეღუპებოდა და მისი ზუსტი ასლი წინასწარ ჰქონოდა დამზადებული
უმაღლესი ხარისხის თოჯინა თუ უმაღლესი დონის მუმია?
წყარო: ვერტიკალური ჰორიზონტი
ტეგები: Pascualita, Qwelly, ბალზამი, გარდაცვალება, თოჯინა, მექსიკა, მკვდარი, პატარძალი, რეალობა, ცვილი, მეტი...ეს_საინტერესოა, უცნაური, უცნაური_ამბავი, ფოტო
ვერ მივხვდი ბატონო გიორგი. მაგნიტას ჯგუფშია - ეს საინტერესოა
George said:
Da ratom ara MagniTas *saintereseobshi *?
ჰო... ნუ ზუსტად არ მინახავს, ჩემი თვალით, მაგრამ ვერტიკალური ჰორიზონტზე ტყულებს არ იწერებიან... :)
mariami said:
აი ეს უკვე საინტერესო ისტორია იყო,არადამაჯერებელი მაგრამ არის რაღაც აქ დამაინტრიგებელი
ჯერ ერთი შეურაცხყოფას ნუ აყენებ, ის მანეკენი კი არა, ნამდვილი ქალია :))))))))) და მეორეც - ჰა ბურთი და ჰა მოედანი, აგათა... ;))))))
mariami said:
იცის ვინმემ სიმართლე ამ მანეკენთან დაკავშირებით? :)მე გამოვიძიებდი დიდი სიამოვნებით უბრალოდ ძალიან შორსაა ჩემგან :)))))
LsHისა... said:ჰო... ნუ ზუსტად არ მინახავს, ჩემი თვალით, მაგრამ ვერტიკალური ჰორიზონტზე ტყულებს არ იწერებიან... :)
mariami said:აი ეს უკვე საინტერესო ისტორია იყო,არადამაჯერებელი მაგრამ არის რაღაც აქ დამაინტრიგებელი
თავად პატარძალია ცის :) :D
cisia_მ თქვა:
lashiikooo vegar gaviige manekenia tu is shviili :)))
manekeniia shvili ara iss :D xoom sheidzlebaa manamdee amzadebda am manekens isee ubralood an saqorwinoo sachuqraad ? :))
cisia_მ თქვა:
lashiikooo vegar gaviige manekenia tu is shviili :)))
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•