ადამიანის ტვინი ყველაზე დიდ ამოცანად რჩება მსოფლიოში. მართალია, მეცნიერებმა ბევრი საინტერესო ფაქტი დაადგინეს და ჩვენი ქცევების ამოცნობაც კი უკვე შესაძლებელია, მაგრამ ბევრი რამ ამოუცნობია.

იცით იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი და უტყუარია თქვენი მოგონებები? ან ის, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ყალიბდება თქვენი ჩვევები? ან რაოდენობა მეგობრებისა, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ?

ეს და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტები დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი:

 

 

1.      თქვენი ტვინი ძილშიდაც ისევე აქტიურია, როგორც გაღვიძებულ მდგომარეობაში.

როცა თქვენ გძინავთ და ხედავთ სიზმარს, თქვენი ტვინი ამუშავებს და აჯამებს დღის განმავლობაში მიღებულ მთელ ინფორმაციას: წყვეტს რა შეინახოს, რა დაივიწყოს... ალბათ ხშირად გსმენიათ რჩევა გამოცდის ან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ: ,,კარგად გამოიძინე!“ თუ გნებავთ კარგად დაგამახსოვრდეთ ის, რაც ისწავლეთ საუკეთესო ვარიანტია დაიძინოთ, მას შემდეგ რაც იმეცადინეთ.

 

2.      თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ მხოლოდ 3-4 ფაქტი ერთდროულად.

არსებობს წესი: ,,მაგიური ციფრი 7 პლუს მინუს 2“, რომლის თანახმადაც ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად 5-9 საინფორმაციო ბლოკზე მეტის შენახვა. მოკლევადიან მეხსიერებაში ინფორმაციის დიდი ნაწილი ინახება 20-30 წამი, ამის შემდეგ კი ჩვენ მას ვივიწყებთ. თუ რათქმაუნდა არ ვიმეორებთ ხშირად. დასამახსოვრებლად კარგი საშუალებაა ინფორმაციის განაწილება რაიმე საერთო ნიშნების მიხედვით. ასე მაგალითად: ტელეფონის ნომრის ცალ-ცალკე ციფრად დამახსოვრება ძალიან გვიჭირს, მაგრამ სიტუაცია ბევრად მარტივდება, როცა ვიმახსოვრებთ 2-2 ან 3-3 რიცხვისგან შემდგარ ციფრებს.

 

3.      ადამიანი ძალიან ცუდად იმახსოვრებს წითელი და ლურჯი ფერების შერწყმას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერები ძალიან ბევრი ქვეყნის დროშაზეა გამოყენებული, მხედველობისთვის რთული აღსაქმელია ეს ორი ფერი ერთმანეთის გვერდით.  ეს ხდება იმ ეფექტის გამო, რომელსაც ,,ხრომოსტერეოფსისი“ ჰქვია. მისი გავლენით ხდება ის, რომ ზოგიერთი ფერი ძალიან ჭრის თვალს, მის ფონზე კი მეორე ფერი საერთოდ ქრება, რაც საბოლოო ჯამში იწვევს თვალის გაღიზიანებას და გადაღლას.

 

4.      თქვენ აღიქვამთ ნივთებს სხვაგვარად, ვიდრე ხედავთ მათ.

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ,,არ ავქს მიშვნლნეობა რა თამნიდმეობივრთაა დალბაუგელი ასეობი სიყვატში. მთვარაია რომ პივრლეი და ბლოო ასო იყოს თვაის აგდილას.“

მაშინაც, კი თუ დანარჩენი სიტყვები არეულია, როგორც დარწმუნდით, თქვენ შეძლებთ წინადადების წაკითხვას. ეს ხდება იმიტომ, რომ ტვინი არ კითხულობს ცალ-ცალკე თითო ასოს, არამედ აღიქვამს სიტყვას მთლიანად.

 

5.      თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ თქვენი ყურადღება ერთსა და იმავე საგანზე მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში.

იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ იმყოფებით რაიმე შეკრებაზე, სადაც განიხილავენ თქვენთვის საინტერესო თემას, მაქსიმალური ყურადღება რომელიც შეიძლება მოიკრიბოთ გეყოფათ 7-10 წუთი. ამის შემდეგ თქვენ დაიწყებთ მოდუნებას და აუცილებელი გახდება შესვენების გაკეთება, რათა შეინარჩუნოთ ინტერესი.

 

6.      შესაძლებლობა - დროებით გადადოთ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, გვიჩნდება ჯერ კიდევ ბავშვობიდან. 

ადამიანები, რომლებმაც ადრევე გამოიმუშავეს საკუთარ თავში ეს უნარი, უკეთ სწავლობდნენ სკოლაში, შემდგომში კი უკეთ უმკლავდებოდნენ სტრესს და იმედგაცრუებას.

 

7.      ჩვენი დროის 30%-ს ჩვენ ოცნებებში ვხარჯავთ.
ფსიქოლოგების კვლევების თანახმად, ჩვენ ყველას გვიყვარს ოცნებებში გადავარდნა. როგორც მინიმუმ ჩვენი დროის 30%-ს ვხარჯავთ ამ პროცესებში, ზოგიერთი კი ბევრად მეტს, თუმცა ეს არ არის ყოველთვის ცუდი. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მეოცნებეები დიდი შემოქმედებითი უნარით გამოირჩევიან და უკეთ აგვარებენ სხვადასხვა პრობლემებს.

 

8.      ჩვევები ყალიბდება 66 დღის განმავლობაში.

მეცნიერებმა, რომლებიც სწავლობდნენ ჩვევების ჩამოყალიბების პროცესს დაადგინეს, რომ ამ ყველაფერს საშუალოდ 66 დღე სჭირდება.

რაც უფრო რთულია ის ქცევა, რომელიც გვსურს, რომ გადაიზარდოს ჩვევაში, მით მეტი დრო სჭირდება ამ პროცედურას.

 

9.      რაოდენობა მეგობრებისა, რომლებიც შეიძლება გყავდეთ შეზღუდულია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სოციალურ ქსელში შეგიძლიათ დაიმატოთ და იამაყოთ ათასობით მეგობრის ყოლით, ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ბევრად ნაკლები ახლო კავშირი. ეს ციფრი შეადგენს 50-150-მდე ადამიანს.

 

10.  თქვენ ხშირად ცვლით საკუთარ მოგონებებს.

თქვენ ინახავთ თქვენს მოგონებებს ტვინში და გგონიათ რომ ისინი ვიდეოს ჰგვანან, რომლებიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩართოთ და გააცოცხლოთ ისე როგორც ეს იყო, თუმცა ეს ასე არ არის. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვუბრუნდებით მოგონებას, ჩვენ მას ვცვლით. ეს ხდება იმიტომ, რომ ნერვული უჯრედები ჩვენს ტვინში ყოველთვის სხვადასხვანაირად აქტიურდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: შემდეგში მომხდარი მოვლენები, ან ადამიანის სურვილი, შეავსოს სიცარიელე მეხსიერებაში.

 

11.  თქვენ არ შეგიძლიათ არ მიაქციოთ ყურადღება საკვებს, სექსს და საფრთხეს.

შეგიმჩნევიათ ალბათ, რომ უბედურ შემთხვევას არცერთი ადამიანი არ უქცევს გვერდს, ყველა ჩერდება და ამ სცენას ცნობისმოყვარეობით აკვირდება.

ასევე კარგი მაგალითია სტატიები: არცერთი ჩვენგანი არ უვლის გვერდს სტატიებს, რომელთაც აქვთ სკანდალური სათაური და დაფიქსირებულია სიტყვები: საფრთხე, შემთხვევა, სექსი....

ტეგები: Qwelly, mind, ეს_საინტერესოა, საკითხავი, ფაქტები

ნახვა: 687

გამოხმაურებები!

მე რაღაცეები ვიცოდი :D 

RSS

ბლოგ პოსტები

Unlocking EA FC 26 New Moves:A Guide by MMOexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 11:51am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters