იაპონიაში, მთა ფუჯის ჩრდილო–დასავლეთით მდებარეობს ტყე – აოკიგაჰარა – "ხეების ზღვა". ტყეში ხეები იმდენად მჭიდროდ, ახლო–ახლოა განლაგებული, რომ არც ცხოველები და არც ქარი არ არღვევს მის შემზარავ სიჩუმეს.
ბევრი იაპონური თქმულება დემონებსა თუ ბოროტ სულებზე დაკავშირებულია ამ ტყესთან. გარდა ამისა, იგი საოცრად მიმზიდევლია… თვითმკვლელებისათვის. წელიწადში 100–ზე მეტი ადამიანი მიდის ტყეში და უკან აღარ ბრუნდება. ტყე იმდენად უღრანი და დაბურულია, პოლიცია ხშირ შემთხვევაში უკვე დიდი ხნის ჩამომხრჩვალ სხეულებს პოულობს. 1960 წელს სეიჩო მაცუმოტოს პოპულარული რომანის "Kuroi Kaiju"_ს ("ხეთა შავი ზღვა") გამოსვლის შემდეგ, რომელშიც მოთხრობილია შეყვარებულების ამბავი, რომლებმაც სიცოცხლე სწორედ ამ ტყეში თვითმკვლელობით დაასრულეს, თავის ჩამოხრჩობის "მსურველთა" რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. განსაკუთრებით აქტიური პერიოდია მარტი.
გარე პერიმეტრი სავსეა გამაფრთხილებელი წარწერებითა და განცხადებებით, რომ სუსტი ნერვების ან არამყარი ფსიქიკის ადამიანები მოერიდონ ტყეში შესვლას.
"სიცოცხლე ფასდაუდებელი საჩუქარია" • "იფიქრე ოჯახზე"
თუმცა ეს კიდევ უფრო მეტ "რეკლამას" უკეთებს მოღუშულ "ხეთა ზღვას".
თუმცა ტყის ყველა დამთვალიერებელს როდი სურს სიცოცხლის რომელიღაც უსახური ტყის გამხმარ ტოტზე დასრულება. ბევრი ტურისტი ცნობისმოყვარეობის გამო აკითხავს მას. გზა რომ არ დაეკარგოთ, ისინი სპეციალური ნივთებით, ალმებით და სხვა საშუალებებით ნიშნავენ გზას. მაგრამ ხშირად ეს ნიშნულები "იკარგება". ზოგჯერ ტურისტებს სთავაზობენ არაოფიციალურ "ტურებს" ცნობილი ყინულისა და ქარის გამოქვაბულებისა და მოჩვენებების სანახავად ექსკურსიამძღოლის თანხლებით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც "იკარგებიან" ადამიანები.ტყით მოჯადოებულ მსხვერპლს ხშირად სამკაულები ან აქსესუარები ხელუხლებლად უკეთიათ, რაც ახლა უკვე წვრილმანი ქურდობების მიზეზი გახდა.
წყარო: ვერტიკალური ჰორიზონტი
ტეგები: Japan, Qwelly, იაპონია, სუიციდი, ფუჯი
ცისია ხარ და არა ალისა, და არც ეს არ არის Wonderland_ი :P ასე რომ შეეშვი გზების ძიებას :* ♥
ცისია_მ თქვა:
საინტერეესოა... აქ როოგოორ უნდა მოვხვდეეთ??
მე მინდა... -_-
LsHისა_მ თქვა:
ცისია ხარ და არა ალისა, და არც ეს არ არის Wonderland_ი :P ასე რომ შეეშვი გზების ძიებას :* ♥
ცისია_მ თქვა:საინტერეესოა... აქ როოგოორ უნდა მოვხვდეეთ??
ვაიმეე :S
გაოგნებულია, მე აღარ ვარ საჭირო, ისე ხოცავენ ერთმანეთსო ((
vako_მ თქვა:
როგორ მიდის ნეტა წლევანდელი სეზონი :DDD
იქნებ ვინმე მანიაკი ცხოვრობს მანდ :D გულდამშვიდებული აკეთებს თავის საქმეს, იცის მაინც არავინ მიიტანს ეჭვს :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა katharineee_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 7:18am
0 კომენტარი
0 მოწონება
LEGO Batman: Legacy of the Dark Knight offers players a thrilling journey through the origins of one of the most iconic superheroes in pop culture. Developed by TT Games and published by Warner Bros. Games, this action-adventure title combines…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•