- კიდევ ერთი დადებითი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ენის სასიკეთოდ!

- ლექსკონი მართლაც რომ დროული და მნიშნელოვანი იყო.

- სტუდენტებს განსაკუთრებით გამოგვადგება.

      ასეთი შეფასებები იკითხებოდა ვირტუალურ სივრცეში თსუს ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიერ გამოცემული "ბარბარიზმების ლექსიკონის" ინტერნეტგანხილვებში.

Qwelly, ბარბარიზმების ლექსიკონი, საინტერესო, ქველი, barbarizmebis leqsikoni, TSU, ლექსიკოგრაფიული ცენტრი

      ლექსიკონი 2017 წლის დასაწყისში, სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და წამძღვარებული აქვს, თავად ცეტრის მიმართვა:

ძვირფასო მკითხველო!

მოძრაობა #არაბარბარიზმებს იწყებს ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონის წარდგენას ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ ეტაპზე ლექსიკონში შევიდა ის ბარბარიზმები, რომლებიც მოძრაობის გვერდზე ქვეყნდებოდა 2016 წლის ნოემბრის ბოლოდან დღემდე. ბარბარიზმების შემცველი სიტყვა-სტატიების გამოქვეყნება კვლავ გაგრძელდება ყოველდღიურად და ლექსიკონის შევსებულ ვერსიას თვეში ერთხელ მივაწოდებთ დაინტერესებულ მკითხველს. ბარბარიზმების სია ყოველდღიურად ივსება ჩვენი მეგობრების და მხარდამჭერების მიერ გამოგზავნილი მასალით. ვფიქრობთ, რამდენიმე თვე დაგვჭირდება იმისათვის, რომ გამოვავლინოთ და ლექსიკონში შევიტანოთ ის ბარბარიზმები, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ამ პროცესის შეჩერება და საზოგადოებისათვის ბარბარიზმების ქართული შესატყვისების შეთავაზება.

ლექსიკონზე მუშაობის პარალელურად ვაქვეყნებთ სტატიებს, რომლებშიც ვცდილობთ წარმოვაჩინოთ ამ პრობლემის არსი და ძირითადი მიზეზები. ასე რომ, ადევნეთ თვალი ჩვენი მოძრაობის გვერდს #არაბარბარიზმებს.

გვიხარია, რომ ბარბარიზმების ლექსიკონზე ჩვენი ცენტრი ქართულ საზოგადოებასთან ერთად მუშაობს!

ლექსიკოგრაფიული ცენტრი!

აროგანტული a arrogant ქედმაღალი, მედიდური, ამპარტავანი, დიდგულა, გულზვიადი

  • გთხოვთ, აროგანტულობაში ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ.

ასისტანსი n assistance დახმარება

  • 24-საათიანი სამედიცინო ასისტანსი დახმარება.

ატიტუდი n attitude დამოკიდებულება

  • დისკრიმინაციული ატიტუდი დამოკიდებულება / მიდგომა.

აფილირებული a affiliated დაკავშირებული

  • ის ამ პოლიტიკურ პარტიასთანაა აფილირებული დაკავშირებული.

აქტორი n actor მოქმედი პირი

  • გახდი პოლიტიკური მოვლენების მთავარი აქტორი მოქმედი პირი.

აჯენდა n agenda დღის წესრიგი

  • ვაქვეყნებთ შეხვედრის აჯენდას დღის წესრიგს.

ბაიერი n buyer შესყიდვების მენეჯერი, შემსყიდველი

  • მისი კოლექციით უცხოელი ბაიერები შემსყიდველები დაინტერესდნენ.

ბორდერიზაცია n borderisation საზღვრის გავლება

  • უკანონო ბორდერიზაცია საზღვრის გავლება გრძელდება.

ბორდი n board მმართველობა; საბჭო; კომისია, კოლეგია; კომიტეტი

  • თითქმის 5-წლიანი დირექტორობის შემდეგ, ბატონი სმითი კომპანია N-ის ბორდში მმართველ საბჭოში ინაცვლებს.

გაკვეთილის აღება to take a lesson სწავლა

  • ფრანგულის ენის გაკვეთილებს ვიღებ ფრანგულს ვსწავლობ.

დაანონსება v announce გამოცხადება, განცხადება, უწყება

  • მან დააანონსა გამოაცხადა ახალი საავადმყოფოს გახსნის შესახებ.

დისემინაცია n dissemination გავრცელება

  • მიუთითეთ URL მისამართი, რომლის მეშვეობითაც ხდება კვლევის შედეგების დისემინაცია გავრცელება.

დედლაინი n deadline უკანასკნელი / ბოლო ვადა

  • როდის არის საბუთების ჩაბარების დედლაინი ბოლო ვადა?

დესტინაცია n destination დანიშნულების ადგილი

  • საქართველო - ტურიზმის მთავარი დესტინაცია დანიშნულების ადგილია.

ევალუაცია n evaluation შეფასება

  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და ევალუაცია შეფასება.

ელიმინაცია n elimination აღმოფხვრა

  • C ჰეპატიტის ელიმინაციის აღმოფხვრის სახელმწიფო პროგრამა.

ვალიდური a valid დასაბუთებული, სარწმუნო; (იურიდიული მნიშვნელობით) მოქმედი, კანონიერი ძალის მქონე, ძალამოსილი

  • დოკუმენტი ვალიდურია ძალაშია 10 დღის განმავლობაში
  • ვალიდური სარწმუნო ინფორმაცია.

ვიზიტორი n visitor სტუმარი, მნახველი; ტურისტი

  • ათი ქვეყანა, რომლიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ტურისტი შემოდის.

ვორდინგი n wording სიტყვიერი ფორმულირება

  • მასკულინური ვორდინგი მამაკაცური მეტყველება
  • მეათე წელია ეს ვორდინგი სიტყვები გვესმის.

ივენთი n event ღონისძიება; შეკრება, თავყრილობა; კონცერტი, სპექტაკლი

  • ივენთ-მენეჯერი ღონისძიებათა მენეჯერი 
  • მუსიკალური ივენთი კონცერტი
  • ივენთის ღონისძიების დაგეგმვა.

იმპლემენტაცია n implementation განხორციელება, შესრულება, რეალიზაცია

  • პროექტის იმპლემენტაცია განხორციელება.

ინსპირაცია n inspiration შთაგონება

  • რა შეიძლება გახდეს დიზაინერების ინსპირაციის შთაგონების წყარო?
  • რამ მოგცათ ინსპირაცია რამ შთაგაგონათ / რა გახდა შთაგონების წყარო ამ ფილმის გადასაღებად?

ინტერვენცია n intervention ჩარევა

  • ეროვნული ბანკი მოახდენს ინტერვენციას ჩაერევა ლარის კურსის გასამყარებლად.

ისტებლიშმენტი n establishment მმართველი წრეები

  • პოლიტიკური ისტებლიშმენტი მმართველი პოლიტიკური წრეები.

კოავტორი n co-author თანაავტორი

  • ის არის საგანმანათლებლო პროგრამის კოავტორი თანაავტორი.

კოლაბორაცია n collaboration თანამშრომლობა, ერთობლივი მუშაობა

  • დიზაინერთან კოლაბორაციამ თანამშრომლობამ საოცარი შედეგი გამოიღო.

კომუნიკაციის ქონა n to have communication დაკავშირება

  • ამ საკითხებზე კომუნიკაცია გვქონდა დავუკავშირდით ეროვნულ ბანკს.

კონტრიბუცია n contribution წვლილი

  • საქართველოს კონტრიბუცია წვლილი საერთაშორისო მისიებში
  • ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია წვლილი ვიზიტორების ტურისტების რაოდენობის ზრდამ შეიტანა.

კოპროდუქცია / კოპროდუქტი n co-production ერთობლივი ნამუშევარი

  • ფილმი ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა ერთობლივი ნამუშევარია.
  • ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე კიდევ ერთი ბრიტანულ-ქართული კოპროდუქცია ერთობლივი სპექტაკლი განხორციელდება.

კრეატიული n creative შემოქმედებითი, მხატვრული

  • კრეატიული შემოქმედებითი ახალგაზრდა
  • კრეატიული მხატვრული იდეები
  • კრეატიული მახვილგონივრული გამოგონება
  • კრეატიული მხატვრულად გაფორმებული ტორტი.

ლოკაცია n location ადგილი, ადგილმდებარეობა

  • ფესტივალის ჩატარების დრო და ლოკაცია ადგილი
  • ეს სასტუმრო შესაძლოა კინოგადაღებების ლოკაცია ადგილი გახდეს.

მასკულინური a masculine მამაკაცისა; მამაკაცური

  • მასკულინური მამაკაცის ხაზი (ტანსაცმლისა)
  • მასკულინური მამაკაცური სახის ნაკვთები.

მეინსტრიმული a mainstream ყველაზე გავრცელებული, წამყვანი

  • მეინსტრიმული ტრენდი წამყვანი მიმდინარეობა / ტენდენცია

მისინტერპრეტაცია n misinterpretation არასწორი ინტერპრეტაცია, არასწორი ახსნა- განმარტება

  • ეს ჩემი ნათქვამის მისინტერპრეტაციაა არასწორი ინტერპრეტაციაა.

ობზერვაცია n observation დაკვირვება

  • ემპირიული ობზერვაცია დაკვირვება.

პანელი n panel სპეციალისტების ჯგუფი

  • ამ საკითხების განსახილველად პანელი სპეციალისტების ჯგუფი შეიკრიბა
  • პანელური დისკუსია დისკუსია მრგვალ მაგიდასთან.

პერფორმანსი n performance სპექტაკლი, წარმოდგენა, სანახაობა

  • ქუჩის პერფორმანსი სანახაობა
  • ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი წარმოდგენა / სპექტაკლი / სანახაობა.

პოზიცია[1] n position თანამდებობა, ადგილი

  • თითქმის 5-წლიანი დირექტორობის შემდეგ, ერიკ სმითი პოზიციას თანამდებობას ტოვებს.

პოზიცია[2] n position მთავრობა

  • პოზიცია მთავრობა და ოპოზიცია.

პრიმარული n primary მთავარი, ძირითადი

  • პრიმარული ლიტერატურა ძირითადი ლიტერატურა.
  • პრიმარული ძირითადი და სეკუნდარული დამხმარე ლიტერატურა.

პროლონგაცია n prolongation ვადის გაგრძელება, გადავადება

  • კრედიტის პროლონგაცია ვადის გაგრძელება, გადავადება.

რეპორტი n report ანგარიში

  • წლიური რეპორტი ანგარიში.

რესეფშენი n reception მიმღები (განყოფილება)

  • სასტუმროს რესეფშენი მიმღები
  • საავადმყოფოს რესეფშენი მიმღები განყოფილება.

რესტორატორი n restaurateur რესტორნის მფლობელი; რესტორნის მმართველი

  • არგენტინელი ვარსკვლავი რესტორატორი ძმასთან ერთად გახდება რესტორანს ძმასთან ერთად გახსნის.

რითრითი n retreat გასვლითი (სამუშაო) შეხვედრა

  • ყოველწლიური რითრითი გასვლითი სამუშაო შეხვედრა.

სეკუნდარული n secondary მეორეხარისხოვანი, დამხმარე

  • სეკუნდარული ლიტერატურა დამხმარე ლიტერატურა
  • პრიმარული ძირითადი და სეკუნდარული დამხმარე ლიტერატურა.

სენსიტიური a sensitive ფაქიზი, საფრთხილო, საჩოთირო

  • სენსიტიური ფაქიზი / საფრთხილო / საჩოთირო თემა.

სფიჩი n speech სიტყვა, გამოსვლა

  • ყველა სფიჩი გამოსვლა 30 წუთში უნდა ჩაეტიოს.

ტრენდი n trend მიმართულება, მიმდინარეობა, ტენდენცია

  • მოდური ტრენდი მიმდინარეობა / ტენდენცია.

ურგენტული a urgent სასწრაფო, გადაუდებელი

  • ურგენტული სასწრაფო / გადაუდებელი ოპერაცია.

ფართი n party წვეულება; შეკრება; ქეიფი, დროსტარება; მიღება, დარბაზობა

  • მანანას ფართიზე წვეულებზე კარგად მოვილხინეთ
  • ახალგაზრდული ფართი შეკრება / დროსტარება
  • საელჩომ თანამშრომლებისთვის ფართი მოაწყო მიღება გამართა.

ფასილიტატორი n facilitator წარმმართველი; მოდერატორი; მრჩეველი,
კონსულტანტი

  • მასწავლებელი სასწავლო პროცესის ფასილიტატორია წარმმართველია
  • დისკუსიის ფასილიტატორი წარმმართველი / მოდერატორი
  • პროექტის ფასილიტატორი მრჩეველი / კონსულტანტი.

ფინალური a final საბოლოო, დასკვნითი

  • ფინალური საბოლოო / დასკვნითი გამოცდები.

ფეშენისტა n fashionista მაღალი მოდის მიმდევარი, მოდის მოყვარული, მოდით დაინტერესებული

  • ამ დიზაინერმა ფეშენისტების მაღალი მოდის მიმდევრების / მოდის მოყვარულების გულები დაიპყრო.

ფრუსტრირებული a frustrated იმედგაცრუებული

  • დავითი ფრუსტრირებული იმედგაცრუებული იყო ამ ვითარებით.

ჩელენჯი n challenge გამოწვევა

  • ეს კომპანიისათვის ახალი ჩელენჯის გამოწვევის წყაროდ გადაიქცევა.

ჰაბი n hub ცენტრი

  • ზუგდიდი ტურიზმის ჰაბად ცენტრად უნდა გადავაქციოთ.
  • რეგიონული ჰაბი ცენტრი - კავშირი აზიასა და ევროპას შორის

P.S. მომდევნო გამოცემებში შეტანილ სიტყვებს ამ გვერდზე შემოგთავაზებთ განახლებების სახით.

ტეგები: Qwelly, ლექსიკონი, საინტერესო, ქველი

ნახვა: 10156

გამოხმაურებები!

ვიზოტორის განმარტებაში ტურისტი ძალიან საინტერესოდ მეჩვენა. 

ნარატივი შეიძლება შეიცვალს სიტყვით თხრობა.

RSS

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters