ბირთვული ასტრონომია

CNO, IBEX, NASA, astronomy, cosmology, interesting, interstellar_boundary_explorer, qwelly, აზოტი, ასტრონომია, ასტროფიზიკა, ეს საინტერესოა, კვლევა, კვლევის_მეთოდები, კოსმოლოგია, ნახშირბადი, ნეიტრალური_ატომები, ჟანგბადი, ქველი

      ბოლო წლებში ბირთვული ასტრონომია ასტროფიზიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად იქცა. ეს განპირობებულია იმით, რომ ბირთვული ასტრონომია წარმოადგენს მეცნიერების დარგს, რომელიც აკავშირებს ასტრონომიას, ასტროფიზიკას, ბირთვულ ფიზიკასა და ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკას. მომდევნო მიმოხილვაში გაგაცნობთ ბირთვული ასტრონომიის ზოგიერთ ამოცანასა და მის წინაშე მდგარ პრობლემებს, რომლებიც სამყაროს ევოლუციასთანაა დაკავშირებული მისი ადრეული სტადიიდან დღემდე.

      2009 წელს გამოქვეყნდა NASA-ს კოსმოსური ტელესკოპის IBEX (Interstellar Boundary Explorer) მონაცემები კოსმოსური წარმოშობის ნეიტრალური ატომების, კერძოდ, იონიზირებული ჰელიუმის დაფიქსირების შესახებ. ნეიტრალური ბუნების გამო ჰელიუმის ბირთვები არ ექცევიან მზის მაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ და მათ შეუძლიათ გადმოკვეთონ მზის სისტემის საზღვრები, სადაც მზის ქარი ურთიერთქმედებს ვარსკვლავთშორისო სივრცის გამოსხივებასთან. აღსანიშნავია, რომ კოსმოსური წარმოშობის ნეიტრალური ატომები პირველად დაიმზირა. კოსმოსიდან მომავალი ბირთვების რეგისტრაციისთვის სხვა კოსმოსური მისიებიც არის დაგეგმილი.

      ბირთვული წვის წონასწორული სტადია ვარსკვლავების განვითარების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია. შინაგან სითბურ წნევასა და გრავიტაციულ შეკუმშვას შორის წონასწორობის მიღწევა ვარსკვლავში რამდენიმე საფეხურის გავლით ხორციელდება. დასაწყისში ბირთვული სინთეზი მიმდინარეობს წყალბადის წვის ხარჯზე. ამ დროს გამოიყოფა ენერგიის დიდი რაოდენობა და წარმოიქმნება დეიტერიუმი და ჰელიუმი. წყალბადის გამოწვის შემდეგ იწყება უფრო მძიმე ელემენტების – CNO (ნახშირბადი-აზოტი-ჟანგბადი) ჯგუფის ბირთვების სინთეზი. შემდგომ კი წარმოიშვება კიდევ უფრო მძიმე ელემენტები რკინის ჯგუფის ბირთვების ჩათვლით. ყველა ეტაპზე მიმდინარე ბირთვული რეაქციების თვისებები, ვარსკვლავებისთვის დამახასიათებელი ექსტრემალური ტემპერატურებისა და წნევების პირობებისთვის, უმრავლეს შემთხვევაში ნაკლებადაა შესწავლილი, ან საერთოდ არ არის ცნობილი. ამიტომ ბირთვული ასტრონომიის მიერ მოწოდებული მონაცემები მნიშვნელოვანია არა მარტო ვარსკვლავების შესასწავლად, არამედ ბირთვული ფიზიკისთვისაც.

      ვარსკვლავების ევოლუცია აფეთქების სტადიით მთავრდება, რაც გამოწვეულია შინაგან სითბურ წნევასა და გრავიტაციულ შეკუმშვას შორის წონასწორობის დარღვევით. ამ დროს დიდი რაოდენობით ხორციელდება ჯერ კიდევ შეუსწავლელი რეაქციები, როგორიცაა, მაგალითად, ბირთვების მიერ ნეიტრონებისა და პროტონების სწრაფი ჩაჭერა, მისი თანმხლები სხვადასხვა არასტაბილური იზოტოპების წარმოშობით. როგორც ასტროფიზიკის, ასევე ბირთვული ფიზიკის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სად და რა პირობებში ხდება მსგავსი რეაქციები, მხოლოდ ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებისას თუ სხვა პროცესებშიც.

      სხვადასხვა ტიპის ბირთვული პრობლემა აგრეთვე თავს იჩენს მასიური ვარსკვლავების რკინის ბირთვების კოლაფსის მექანიზმის ახსნისას. და ბოლოს, ლაბორატორიულ პირობებში ვერ ხერხდება ვარსკვლავთშორის და გალაქტიკათაშორის პლაზმაში მიმდინარე რეაქციების განხორციელება და შესწავლა.

      ყველა ჩამოთვლილი პრობლემა შეიძლება ნაწილობრივ ან სრულად იქნეს გადაწყვეტილი ციურ სხეულებში სხვადასხვა ბირთვების განაწილების შესწავლის საფუძველზე და ბირთვული რეაქციების ტიპიურ გამოვლინებებზე დაკვირვებებით.

      ბირთვული ასტრონომია აგრეთვე ქიმიური ელემენტების წარმოშობის შესწავლაში გვეხმარება. ცნობილია, რომ არც ქიმიურ და არც ბიოლოგიურ პროცესებს არ შეუძლიათ ერთი ელემენტის მეორეში გარდაქმნა. მხოლოდ ბირთვულ რეაქციებსა და რადიაციულ დაშლებს ძალუძთ ელემენტების სახეცვლილება. ამიტომ ამჟამად არსებული ქიმიური ელემენტების ფარდობითი რაოდენობა წარმოადგენს სამყაროს ისტორიის მანძილზე მიმდინარე ბირთვული რეაქციების გამოძახილს.

ლიტერატურა: "ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის კვლევის საგანი და მეთოდები"
მ. გიგოლაშვილი, მ. გოგბერაშვილი, ნ. როინიშვილი
თბილისი, 2015

იხილეთ ასევე:

ოპტიკური ასტრონომია

კოსმოსური სხივების ასტრონომია

ტეგები: Qwelly, astronomy, ასტრონომია, ბირთვული, გრავიტაცია, ეს_საინტერესოა, კოსმოსი, ქველი

ნახვა: 1042

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters