ამერიკა ხომ საოცრებების ქვეყანაა? ჰოდა, ამერიკაში არსებობს ერთი ასეთი ქალაქი - რენო. ის ნევადის შტატის ქალაქთაგანია, ტბა ტაჰოსთან მდებარეობს და მსოფლიოში იმითაა ცნობილი, რომ მას ყველაზე დიდი პატარა ქალაქის წოდება აქვს (The Biggest Little City in the World). ამას გარდა ქალაქმა სახელი გაითქვა კაზინოებით (ლას ვეგასიც ხომ ნევადას შტატშია და ერთ ამბავში არიან) და რაც მთავარია, ამ ქალაქში დაიბადა "Caesars Entertainment Corporation" (თამაშების ამერიკული კორპორაციაა.) მაგრამ ყველაფერი ეს, იმიტომ არ მოვყევი, რომელიმე კაზინო, სამორინე ან რაიმე მსგავსი წარმოგიდგინოთ.

ამ პოსტში საუბარი გვექნება Burning Man_ის, ანუ ჩვენებურად რომ ვთარგმნოთ - დამწვარი კაცის შესახებ.

Burning Man არის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც ტარდება Blackrock-ში, რენოსთან ახლოს. როგორც მოგეხსენებათ ნევადა მაინცდამაინც მრავალფეროვანი ლანდშაპტით არ გამოირჩევა, იქ ძირითადად უდაბნო და ქვიშიან-ხრიოკი ადგილია. Blackrock_იც სწორედ ასეთ ადგილს მიეკუთვნება.

ქვემოთ წარმოდგენილი ფესტივალი 2010 წელს გაიმართა, ხალხი ამ ფესტივალს აღწერს, როგორც თვითგამომხატველი საზოგადოების ერთობლიობა, რომელიც უდაბნოს ქვიშაში, მცხუნვარე მზის და 40 გრადუსი ტემპერატურის პირობებში აღმართავს საინტერესო ნაგებობებს და მათ გარშემო მართავს ფესტივალს.

საღამოობით, როგორც წესი იწვის ეს "შედევრები" "დაწნული კაცის" მსგავსად (იგ. ფილმი The Wicker Man) ან უბრალოდ ლამაზ ფერებად ინთება და მის გარშემო მხიარულება სუფევს.

მოკლედ, იხილეთ Burning Man Festival 2010.

ტეგები: BurningMan, Qwelly, ამერიკა, საინტერესო, უდაბნო, ფესტივალი

ნახვა: 1067

გამოხმაურებები!

რაღაც კერპ-ცეცხლ თაყვანისმცემლობას ჰგავს არა? მეც ზუსტად ეგ ფილმი გამახსენდა mariam :) 

კი ლაშა რაღაც მაგის მსგავსია ეს ფესტივალი, აქ იმედია არავის წვავენ ხოლმე :D 

ლაშა_მ თქვა:

რაღაც კერპ-ცეცხლ თაყვანისმცემლობას ჰგავს არა? მეც ზუსტად ეგ ფილმი გამახსენდა mariam :) 

კახა როცა აბრიალდება ეგ გლობუსი, უფრო ესიამოვნება თვალს :D

Kakha_მ თქვა:

რკინის გლობუსი მომწონს, მრგვალი რომ არის რაღაც თვალს სიამოვნებს :D 

mariam მომდევნო წლების ფესტივალის ფოტოები რომ ვნახე, კი არის რამდენიმე დაწვის ღირსი :D :D 

mariam kubaneishvili_მ თქვა:

კი ლაშა რაღაც მაგის მსგავსია ეს ფესტივალი, აქ იმედია არავის წვავენ ხოლმე :D 

ისეთი სისწრაფით მივდივართ ”პროგრესისკენ,” მომავალ წელს ალბათ უკვე ყველა მონაწილე დაწვის ღირსი იქნება :D:D ისე 40 გრადუსზე უდაბნოში ამ ფესტივალის მოწყობა, თვითგამომხატველი საზოგადოების ერთობლიობა კი არა უფრო სითბომოყვარული საზოგადოების ერთობლიობა გამოდის :D

ლაშა_მ თქვა:

mariam მომდევნო წლების ფესტივალის ფოტოები რომ ვნახე, კი არის რამდენიმე დაწვის ღირსი :D :D 

mariam kubaneishvili_მ თქვა:

კი ლაშა რაღაც მაგის მსგავსია ეს ფესტივალი, აქ იმედია არავის წვავენ ხოლმე :D 

mariam ზაგარმოყვარულებიც იქნებიან მანდ :D 

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ისეთი სისწრაფით მივდივართ ”პროგრესისკენ,” მომავალ წელს ალბათ უკვე ყველა მონაწილე დაწვის ღირსი იქნება :D:D ისე 40 გრადუსზე უდაბნოში ამ ფესტივალის მოწყობა, თვითგამომხატველი საზოგადოების ერთობლიობა კი არა უფრო სითბომოყვარული საზოგადოების ერთობლიობა გამოდის :D

2020 წელს ეს ფესტივალი არ ჩატარებულა. 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Best Pillow For Neck Pain Options

გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:27am 0 კომენტარი

Adultphoto It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

პიკასო

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

პიკასო

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023…

გაგრძელება

Qwelly World

free counters