ამერიკა ხომ საოცრებების ქვეყანაა? ჰოდა, ამერიკაში არსებობს ერთი ასეთი ქალაქი - რენო. ის ნევადის შტატის ქალაქთაგანია, ტბა ტაჰოსთან მდებარეობს და მსოფლიოში იმითაა ცნობილი, რომ მას ყველაზე დიდი პატარა ქალაქის წოდება აქვს (The Biggest Little City in the World). ამას გარდა ქალაქმა სახელი გაითქვა კაზინოებით (ლას ვეგასიც ხომ ნევადას შტატშია და ერთ ამბავში არიან) და რაც მთავარია, ამ ქალაქში დაიბადა "Caesars Entertainment Corporation" (თამაშების ამერიკული კორპორაციაა.) მაგრამ ყველაფერი ეს, იმიტომ არ მოვყევი, რომელიმე კაზინო, სამორინე ან რაიმე მსგავსი წარმოგიდგინოთ.
ამ პოსტში საუბარი გვექნება Burning Man_ის, ანუ ჩვენებურად რომ ვთარგმნოთ - დამწვარი კაცის შესახებ.
Burning Man არის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც ტარდება Blackrock-ში, რენოსთან ახლოს. როგორც მოგეხსენებათ ნევადა მაინცდამაინც მრავალფეროვანი ლანდშაპტით არ გამოირჩევა, იქ ძირითადად უდაბნო და ქვიშიან-ხრიოკი ადგილია. Blackrock_იც სწორედ ასეთ ადგილს მიეკუთვნება.
ქვემოთ წარმოდგენილი ფესტივალი 2010 წელს გაიმართა, ხალხი ამ ფესტივალს აღწერს, როგორც თვითგამომხატველი საზოგადოების ერთობლიობა, რომელიც უდაბნოს ქვიშაში, მცხუნვარე მზის და 40 გრადუსი ტემპერატურის პირობებში აღმართავს საინტერესო ნაგებობებს და მათ გარშემო მართავს ფესტივალს.
საღამოობით, როგორც წესი იწვის ეს "შედევრები" "დაწნული კაცის" მსგავსად (იგ. ფილმი The Wicker Man) ან უბრალოდ ლამაზ ფერებად ინთება და მის გარშემო მხიარულება სუფევს.
მოკლედ, იხილეთ Burning Man Festival 2010.
ტეგები: BurningMan, Qwelly, ამერიკა, საინტერესო, უდაბნო, ფესტივალი
რაღაც კერპ-ცეცხლ თაყვანისმცემლობას ჰგავს არა? მეც ზუსტად ეგ ფილმი გამახსენდა mariam :)
კახა როცა აბრიალდება ეგ გლობუსი, უფრო ესიამოვნება თვალს :D
Kakha_მ თქვა:
რკინის გლობუსი მომწონს, მრგვალი რომ არის რაღაც თვალს სიამოვნებს :D
ისეთი სისწრაფით მივდივართ ”პროგრესისკენ,” მომავალ წელს ალბათ უკვე ყველა მონაწილე დაწვის ღირსი იქნება :D:D ისე 40 გრადუსზე უდაბნოში ამ ფესტივალის მოწყობა, თვითგამომხატველი საზოგადოების ერთობლიობა კი არა უფრო სითბომოყვარული საზოგადოების ერთობლიობა გამოდის :D
ლაშა_მ თქვა:
mariam ზაგარმოყვარულებიც იქნებიან მანდ :D
mariam kubaneishvili_მ თქვა:
ისეთი სისწრაფით მივდივართ ”პროგრესისკენ,” მომავალ წელს ალბათ უკვე ყველა მონაწილე დაწვის ღირსი იქნება :D:D ისე 40 გრადუსზე უდაბნოში ამ ფესტივალის მოწყობა, თვითგამომხატველი საზოგადოების ერთობლიობა კი არა უფრო სითბომოყვარული საზოგადოების ერთობლიობა გამოდის :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•