ეგვიპტის ცივილიზაციასა და კულტურაზე სამეცნიერო დისციპლინები არსებობს, თავი რომ დავანებოთ იმ აუარება ლიტერატურას და ბიბლიოთეკას, რომელიც დაწერილა. ამას გარდა, Qwelly-ზეც არაერთხელ გაიჟღერა ამ საოცარი ქვეყნის საოცარმა ისტორიებმა და არაერთგზის გამოისახა.
ათასწლეულები გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ეგვიპტის გაგონებაზე ყველას მაინც ანტიკური ეგვიპტის სიძლიერე ახსენდება, ფარაონები, პირამიდები და მათი აგების ხელოვნება, განუმეორებელი არქიტექტურა, ეგვიპტური თამაშები, შამპოლიონის სამკითხველო ფრესკები და სხვა დანარჩენი. 3000 წლიანი ძველეგვიპტური სიძლიერე, მისი მრავალმხრივი განვითარებულობა, მართლა სამარადისო ისტორიის ნაწილად დარჩება კაცობრიობას, მაგრამ ზოგჯერ არის ფაქტები, რომლებიც ან სხვაგვარად გვამახსოვრდება, ან სხვაგვარად ინტერპრეტირდება საზოგადოებებში.
ამ პოსტით დავუდებთ სათავეს ციკლს - უცნობი ანტიკური ეგვიპტე, სადაც წარმოგიდგენთ ხოლმე სხვადასხვა ცნობილი და გავრცელებული ფაქტების ალტერნატიულ, სამეცნიერო და ენციკლოპედიურ ვერსიებს.
მე, პირველ რიგში რა თქმა უნდა კლეოპატრას შესახებ მოვამზადებდი პოსტს.
ალბათ ანტიკურ ეგვიპტეში ტუტანახამონის შემდეგ ყველაზე ცნობილი სახელი სწორედ კლეოპატრაა, კიდევ უფრო კონკრეტულად კი კლეოპატრა VII დიდი, რომელიც თავისი ტრაგიკული სიყვარულით და აღსასრულით დაამახსოვრდა სამყაროს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ იგი წარმოშობით სულაც არ იყო ეგვიპტელი.
(კლეოპატრა ეწოდებოდა პტოლემეების დინასტიის ყველა დედოფალს. კლეოპატრა VII იმიტომ იქცა გამორჩეულ ისტორიულ ფიგურად, რომ მისი მეუღლეები პტოლემე XIII და XIV გარდაიცვალნენ და მარტოოდენ დედოფალი განაგებდა ეგვიპტეს და უწევდა მოლაპარაკებები ან/და ომი რომის კეისართან. ეს ომი კეისრისა და მიხი მხედრის საყვარლობით სრულდება, ბოლოს კი დედოფლის ტრაგიკული აღსასრულით და ეგვიპტის რომის მიერ საბოლოო დაპყრობით!)
კლეოპატრა ალექსანდრიაში დაიბადა. ის იყო ალექსანდრე დიდის - მაკედონელის უახლოესი თანაშემწის, პტოლემე I-ის შთამომავალთაგანი (როგორც მთლიანად კლეოპატრათა დინასტია, რომელიც სახელდებიან პტოლემეებად). პტოლემეების დინასტაია ეგვიპტეს მართავდა თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში, ძვ. წ.-ის 323 დან ძვ. წ.-ის 30 წლამდე, ანუ იქამდე ვიდრე საბოლოოდ რომმა არ დაიპყრო ეგვიპტე და აქცია იგი თავის პროვინციად.
Universal History Archive / Getty Images
კლეპატრათა ალექსანდრიული წარმომავლობითვე აიხსნება მათი განსაკუთრებული მგრძნობიარობა საბერძნეთის და ბერძნების მიმართ. სახელგანთქმული კლეოპატრა VII კი იყო, იმ გამონაკლისთა შორის რომელნიც გამართულად საუბრობდნენ ძველეგვიპტურ ენაზე - ნილზე.
ციკლი განახლდება გვერდზე → უცნობი ანტიკური ეგვიპტე!
წყარო: The Archives of Universal History / Emma Rothschild
ტეგები: Qwelly, ალექსანდრია, დინასტია, ეგვიპტე, ისტორია, კლეოპატრა, რომი, საინტერესო, ფაქტი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•