ალბათ გაგიგონიათ "დალოცვა" - უღრუბლო ცა გქონებოდესო! ერთი შეხედვით პრობლემური დალოცვაა, მაგრამ გერმანელებმა აახდინეს.
ის, რასაც ქვემოთ ნახავთ, სრულიად რეალურია და გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში - ბრანდენბურგში მდებარეობს.
ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი დახურული სანაპირო. დიახ, დიახ! დახურული ზღვა და დახურული სანაპირო, დახურული ჯუნგლები და ეგზოტიკა.
აქ არ გირეკავენ და არ გეკითხებიან - ამინდები როგორი გაქვსო, ხომ არ წვიმსო, ქარი ხომ არ არისო, აქ ღრუბელიც კი არ არის.
ახლაც კი 6 000_მდე ვიზიტორი რიგს იკავებს რომ პირსახოცი არავინ წაართვას, "შეზლონგზე" არავინ დაასწროს წამოწოლა და მასზე კარგი ნარუჯი არავის ჰქონდეს.
რამდენიმე წლის წინ ერთი ჩემი მეგობარი "პროჟექტორის" წინ დაჯდა და გასარუჯად მოემზადა - ვიცინეთ, მაგრამ თურმე სულ ტყუილად.
შიგადაშიგ კიდევ მოგაწვდით ინფორმაციებს ამ ადგილის შესახებ.
ვნახოთ:
ამ ადგილს დავარქვათ მზიანეთი!
თუკი მზემ შეგაწუხა, ცოტა მოშორებით ისიამოვნე - სპა, ჩანჩქერი, შადრევანი, გრილი აუზი და კიდევ მრავალი ატრაქციონი შენობის შიგნით.
ერთი ქართული ფილმი არსებობს - "დაკარგული სამოთხე", კონან დოილმა დაწერა "დაკარგული ქვეყანა". არ ვიცი, თქვენ რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ფაქტია რომ ის სამოთხე თუ ქვეყანა ნამდვილად იპოვეს. თქვენ წარმოიდგინეთ იქ ტროპიკული გარემოც კია. 26 გრადუსი ტემპერატურა და არანაირი ღრუბელი!
ახლა უფრო საინტერესოს დროა - ღრუბელი არ არის, მაგრამ 50 000_ზე მეტ მცენარეს მორწყვა ხომ უნდა? ამიტომ როცა საჭიროა "დახურულ სამოთხეში" წვიმს.
ტროპიკებში გარუჯვა საუცხოოდ სასურველია!
ჰო მართლა, ექსტრემის მოყვარულებს - საჰაერო ბურთის მომსახურებაც აქვთ.
ტაჯმაჰალის წინ შადრევნები ხომ გახსოვთ? არც აქაა ნაკლები. ამ მცირე სასახლეში ღამის გათენებაც კი შეგიძლიათ.
გემრიელად მიირთვით!
ღამის კლუბი, კარგი მუსიკა, ბევრი სასმელი, (კარგი გოგოები - არამხოლოდ გერმანელი)! აქ ყველაფერია!
ნაბახუსევზე გათენდა და გართობის დროა!
აბა დავეშვათ!
ვიცი რომ ერთი სული გქონდათ გარედან შეგეხედათ
ჯერ ყველაფერი არ გინახავთ!
რესტორნები, კაფეები, საძინებლები:
დიდი სიამოვნებით მოვაყოლებდი ამ პოსტს გერმანიისკენ გასამგზავრებ ბილეთებს, ამ ქალაქის რამდენიმე დღიან აბონემენტს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სტატიის ზემოთ ძალა არ არის!
ტეგები: Qwelly, არქიტექტურა, გერმანია, დასვენება, საინტერესო, ქველი
Welcome to
Qwelly
მაისი 4, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – United States
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•