Qwelly_ზე იყო მთელი სერია მონეტების შესახებ, ალბათ ისიც გახსოვთ მონეტებით მკურნალობაც რომ შემოგთავაზეთ. საქმე ისაა, რომ ჩემს სარდაფში დღესაც მრავალ მონეტას მონახავთ ბელადების და რევოლუციონერების თავებით. ჯართში იმას არავინ ჩაიბარებს, ღირებულება აღარ აქვს, გადაყრაც არ გამომდის - "იიიყოს შვიილო, იიქნება გადაბრუნდეს ქვეყანა და დაბრუნდეს ძველი დრო" ← ეს სიტყვები მუდამ შემომეგებება ხოლმე როგორც კი ნაგვის ურნისკენ გავაქანებ ჩხრიალა ხურჯინს. რამდენიმე კილო უკვე გადავყარე ადრე, მაგრამ ახლა www-ს ქექვისას ისეთ კარგ რამეს წავაწყდი, ლამისაა გული დამწყდეს.
მოკლედ, აღმოჩნდა რომ ქვეყნის გადაბრუნების მაგივრად, გადმობრუნებულზეც შეიძლება ხეირი ნახო ამ მონეტებისგან. დიზაინერმა ანდრე ლევიმ, რომელსაც ალბათ სახლში ჩემსავით "ის დრო ჯობდა" ბებია ჰყავდა, მოიფიქრა როგორ გამოეყენებინა ეს "სიმდიდრე". იყიდა ლაზერული ჩავლური "ფუნჯი" დაჯდა მიკროსკოპულად მოწყობილ სამხატვროში და საქმეს შეუდგა. ვერ გეტყვით რომ რაიმე ორიგინალური დახატა, მაგრამ უმეტესობა გმირებისა თქვენთვის ნაცნობი და საყვარელია, თან აინშტაინის ხურდით რომ დადიხარ, სულ სხვა ხიბლი აქვს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, იხილეთ და რამდენს ამოიცნობთ დაწერეთ.

































ტეგები: interesting, გამოსახულება, მონეტა, შემოქმედება, ძველმანი
კარგი პოსტია, გიწონებ :) 27-ე კონკია.. კიდევ ამოვიცანი ვიღაც-ვიღაცეები :D :D
kaia
არა Kakha, ნაპოლეონი არ ძველდება :D
Kakha_მ თქვა:
ლაშა აქ ნაპოლეონი არ არის? :D :D
გვანც მშვენიერი გადაწყვეტაა :)
გვანცა_მ თქვა:
მე უკეთესად გამოვიყენებდი მაგ მონეტებს :)
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•