დაახლოებით 130 წლის წინ კოკაინი ფარმაციის ისტორიაში ნამდვილ სასწაულად იქცა: ყველგან წააწყდებოდით თეთრი ფხვნილის რეკლამას, რიმელიც ირწმუნებოდა რომ ის ყველაფერს შველოდა: დეპრესიას, დისპეფსიას, სიპილისს და სხვა, კოკაინის აქტიურ პროპაგანდას კი ფსიქოანალიზის მამა - ფროიდი ეწოდა. კოკაინი მეტად ხელმისაწვდომი გახლდათ, ის მართლაც შვება იყო ტკივილისას, მაგრამ როდესაც მომხმარბელთა არმია საგრძნობლად გაიზარდა, ყველა მიხვდა, რომ კოკაინზე დამოკიდებული ადამიანები ნ ამკურნალებნი კი არა სამკურნალოები იყვნენ. სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდნენ, იმ პერიოდის ცნობილი და კომპეტენტური ადამიანები ამ პრეპარატს აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ. სწორედ მათ შორის გახლდათ ნევროპათოლოგი ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ფხვნილის ყველაზე აქტიური დამცველი და მომხმარებელი იყო. ადამიანზე კოკაინის ზემოქმედების შესწავლა მან ჯერ კიდევ 1884 წელს დაიწყო და როგორც მისი ჩა ნაწერებიდან ვიგებთ მისი ყველაზე საყვარელი პაციენტი თავად გახლდათ. თავიდან ფროიდი ფხვნილს მორფინზე დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებად მიიჩნევდა. მისი მეგობარი, ცნობილი ფიზიოლოგი ერნსტ ფლეიშლ-მარკსოუ თვალსა და ხელს შუა დნებოდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ერნსტმა გვამის გაკვეთისას თითი დაიზიანა, რაც ძალიან გაურთულდა და აუტანელი ტკივილების გამო იძულებული გახდა მორფინი გაეკეთებინა, რის რის მერეც ამ საშინელ პრეპარატზე დამოკიდებული გახდა. მე-19 საუკუნეში ერთი ნარკოტიკული პრეპარატის მეორეთი შეცვლა სამედიცინო პრაქტიკაში მეტად გავრცელებული მეთოდი გახლდათ, ასე რომ საბრალო ერნსტი მორფინიდან კოკაინზე დამოკიდებულად იქცა და 7 წელიწადში, 45 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ამის შემდეგ, წესით, ფროიდი უნდა დარწმუნებულიყო, რომ ფხვნილი სამკურნალო საშუალებად არ გამოდგებოდა, მაგრამ არა, ამის ნაცვლად ის მის ტყვეობაში მოექცა. 12 წლის განმავლობაში ის აქებდა და ადიდებდა კოკაინს, თვლიდა, რომ სწორედ ამ პრეპრატის საშუალებით გაეხსნა ტვინის დაბლოკილი ნაწილები და ამის შესახებ გაუთავებლად საუბრობდა, უფრო მეტიც, მან და მისმა კოლეგამ ვილჰელმ ფლეისმა ლამის საიქიოს გაისტუმრეს ემა ექშტეინი, რომელსაც გარდა იმისა, რომ წარუმატებელი ოპერაცია გაუკეთეს, მის შემდეგ კოკაინის "ცხენის დოზა" მისცეს. საქმე იმ დონემდე მივიდა, რომ ის საოცრად დამოკიდებული გახდა კოკაინზე და ჩვეულებრივ ნარკომანად იქცა, საკუთარ თავს ესაუბრებოდა და ცაში დაფრინავდა. ვერც მეგობრის სიკვდილმა და ვერც ემას შემთხვევამ ვერ დაარწმუნა ფროიდი, რომ კოკაინი სამკურნალოდ არ გამოდგებოდა, არც იმას აღიარებდა, რომ თავადაც მასზე დამოკიდებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამის სიკვდილის შემდეგ ფროიდი ირწმუნებოდა, რომ კოკაინს თავი დაანება, ის სიცოცხლის ბოლომდე მისი ზემოქმედებით შექმნილ სამყაროში ცხოვრობდა. რომ არა მისი რეპუტაცია და სახელი, ალბათ ექიმის ლიცენზიას ჩამოართმევდნენ.
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფიები, საინტერესო, საკითხავი, ფაქტები, ფროიდი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•