ფროიდი, კოკაინი, froidi, kokaini, es sainteresoa, interesting, qwelly, ეს საინტერესოა, ქველი      დაახლოებით 130 წლის წინ კოკაინი ფარმაციის ისტორიაში ნამდვილ სასწაულად იქცა: ყველგან წააწყდებოდით თეთრი ფხვნილის რეკლამას, რიმელიც ირწმუნებოდა რომ ის ყველაფერს შველოდა: დეპრესიას, დისპეფსიას, სიპილისს და სხვა, კოკაინის აქტიურ პროპაგანდას კი ფსიქოანალიზის მამა - ფროიდი ეწოდა. კოკაინი მეტად ხელმისაწვდომი გახლდათ, ის მართლაც შვება იყო ტკივილისას, მაგრამ როდესაც მომხმარბელთა არმია საგრძნობლად გაიზარდა, ყველა მიხვდა, რომ კოკაინზე დამოკიდებული ადამიანები ნ ამკურნალებნი კი არა სამკურნალოები იყვნენ. სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდნენ, იმ პერიოდის ცნობილი და კომპეტენტური ადამიანები ამ პრეპარატს აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ. სწორედ მათ შორის გახლდათ ნევროპათოლოგი ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ფხვნილის ყველაზე აქტიური დამცველი და მომხმარებელი იყო. ადამიანზე კოკაინის ზემოქმედების შესწავლა მან ჯერ კიდევ 1884 წელს დაიწყო და როგორც მისი ჩა ნაწერებიდან ვიგებთ მისი ყველაზე საყვარელი პაციენტი თავად გახლდათ. თავიდან ფროიდი ფხვნილს მორფინზე დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებად მიიჩნევდა. მისი მეგობარი, ცნობილი ფიზიოლოგი ერნსტ ფლეიშლ-მარკსოუ თვალსა და ხელს შუა დნებოდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ერნსტმა გვამის გაკვეთისას თითი დაიზიანა, რაც ძალიან გაურთულდა და აუტანელი ტკივილების გამო იძულებული გახდა მორფინი გაეკეთებინა, რის რის მერეც ამ საშინელ პრეპარატზე დამოკიდებული გახდა. მე-19 საუკუნეში ერთი ნარკოტიკული პრეპარატის მეორეთი შეცვლა სამედიცინო პრაქტიკაში მეტად გავრცელებული მეთოდი გახლდათ, ასე რომ საბრალო ერნსტი მორფინიდან კოკაინზე დამოკიდებულად იქცა და 7 წელიწადში, 45 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ამის შემდეგ, წესით, ფროიდი უნდა დარწმუნებულიყო, რომ ფხვნილი სამკურნალო საშუალებად არ გამოდგებოდა, მაგრამ არა, ამის ნაცვლად ის მის ტყვეობაში მოექცა. 12 წლის განმავლობაში ის აქებდა და ადიდებდა კოკაინს, თვლიდა, რომ სწორედ ამ პრეპრატის საშუალებით გაეხსნა ტვინის დაბლოკილი ნაწილები და ამის შესახებ გაუთავებლად საუბრობდა, უფრო მეტიც, მან და მისმა კოლეგამ ვილჰელმ ფლეისმა ლამის საიქიოს გაისტუმრეს ემა ექშტეინი, რომელსაც გარდა იმისა, რომ წარუმატებელი ოპერაცია გაუკეთეს, მის შემდეგ კოკაინის "ცხენის დოზა" მისცეს. საქმე იმ დონემდე მივიდა, რომ ის საოცრად დამოკიდებული გახდა კოკაინზე და ჩვეულებრივ ნარკომანად იქცა, საკუთარ თავს ესაუბრებოდა და ცაში დაფრინავდა. ვერც მეგობრის სიკვდილმა და ვერც ემას შემთხვევამ ვერ დაარწმუნა ფროიდი, რომ კოკაინი სამკურნალოდ არ გამოდგებოდა, არც იმას აღიარებდა, რომ თავადაც მასზე დამოკიდებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამის სიკვდილის შემდეგ ფროიდი ირწმუნებოდა, რომ კოკაინს თავი დაანება, ის სიცოცხლის ბოლომდე მისი ზემოქმედებით შექმნილ სამყაროში ცხოვრობდა. რომ არა მისი რეპუტაცია და სახელი, ალბათ ექიმის ლიცენზიას ჩამოართმევდნენ.

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფიები, საინტერესო, საკითხავი, ფაქტები, ფროიდი

ნახვა: 1657

გამოხმაურებები!

uyure shen... 

ცხენი მართლაც ნამეტანი მოუვიდათ. 

RSS

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters