გუდა-სტვირი სააკომპანემენტო საკრავია, ის ინსტრუმენტული ანსამბლის მონაწილეც არის (დოლთან ერთად). წერილობითი და ზეპირგადმოცემითი ცნობების მიხედვით ჩანს, რომ გუდა-სტვირი წინათ მთელ საქართველოში უნდა ყოფილიყო გავრცელებული. ამას ერთი მხრივ ის გარემოებაც ამტკიცებს, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში გამკეთებელნი სწორედ აღმოსავლეთ საქართველოში - გორში და თელავში ყოფილან, სადაც გუდა-სტვირი უკვე კარგა ხანია მივიწყებულია. საკრავები გვხვდებოდა რაჭაში (სტვირი-შტვირი), მესხეთში (თულუმი), ქართლში, ფშავში (სტვირი), აჭარაში (ჭიბონი - ჭიმონი).
გუდა-სტვირი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან – გუდისაგან და რქისაგან. გუდა ცხვრისაა. მას ერთ ფეხში დატანებული აქვს ხის პატარა მილი, ე.წ. «ხრეკო», რომლითაც გუდას ბერავენ. გაბერილ გუდას უკეთდება ტყავის საცობი (პეპელა). გუდაში ჩასმულია რქა (სტვირის ბუდე). მასში ჩადგმულია ე.წ. დედნები ანუ ლერწმები - თანაბარი სიგრძისა და სისქის ორი ხის მილი. მარცხენა მილს ეწოდება «მთქმელი» ან «დამწყები», მარჯვენას - «მოძახილი» ან «მებანე». რქა (ყანწი) ჯიხვის ან ხარისაა. იგი შემკულია ძეწკვებითა («ჭინჭილა») და ფერადი მინებით. რქა ჩასმულია ბუდეში. რქაში ჩადებულია «ღრუბელი» (ბამბა), რომელიც იწოვს დაკვრის დროს გამოყოფილ ნერწყვს.
მესტვირის რეპერტუარს წარმოადგენს ისტორიული, ეპიკური, სატირული, კომიკური, ლირიკული ლექსები. რაჭული სიმღერები გუდა-სტვირის თანხლებით ერთხმიანია (თუმცა მასზე სრულდება ორხმიანი ჰანგებიც, რომელიც მიიღწევა რქაში ჩასმული ორი ლერწმის ერთდროული აჟღერებით). ამ საკრავზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ. რაჭული სტვირი ძირითადად რეჩიტატიული სიმღერeბის თანმხლების როლში გვევლინება, ხოლო ჭიბონზე კი უმთავრესად საცეკვაო ჰანგები სრულდება. რაჭველი მესტვირეები - მოხეტიალე მუსიკოსები - სასურველ სტუმრებად ითვლებოდნენ ყოველგვარ დღეობასა თუ ქორწილში. მესტვირეობა რაჭაში ამავდროულად შემოსავლიან პროფესიას წარმოადგეnდა. ისინი ხშირად მონაწილეობდნენ ძველ ქართულ ხალხურ წარმოდგენაში - «ბერიკაობაში» (სათამაშო, საცეკვაო).
ქართული გუდა-სტვირის ფორმებს შორის ყველაზე განვითარებული აჭარული ჭიბონია. ჭიბონი, ისევე როგორც რაჭული სტვირი მოხეტიალე მუსიკოსების საკრავად ითვლებოდა. მასზე დამკვრელი ახალი ამბების გამავრცელებელი, მაუწყებელი იყო. აჭარელ მეჭიბონეებს ჭიბონში ჩასმული ჰქონდათ სარკე, რომელშიც მუსიკოსი სოფელში ჩამოვლის დროს თავს იწესრიგებდა. ასევე, ცეკვისას მეჭიბონე სარკეზე არეკლილი სინათლის "რიტმული ათინათებით" ართობდა მსმენელს.
რაც შეეხება ფშაურ სტვირს, იგი განვითარების უფრო ადრინდელ სტადიას მიეკუთვნება: მის ბურდონულ ლერწამზე მხოლოდ ერთი თვლის (ნახვრეტის) არსებობა ამ საკრავის არქაულობაზე მეტყველებს. ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სტვირი და მესტვირეობა ქართულ ნიადაგზეა წარმოშობილი.
ტეგები: Qwelly, საკრავები, ფოლკლორი, ქველი, ჩასაბერი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•