დასვენება უბუდუს დაკიდულ ბაღებში, ეს იგივეა, რომ ისვენებდე ედემის ბაღის ანარეკლზე შექმნილ კურორტზე. ეს გახლავთ ბალი. მთლად ბაბილონი და სემირამიდა არ არის, მაგრამ არც არაფრით ჩამოუვარდება.
ბალი ინდონეზიის კუნძულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და მშვიდი კუნძულია და მთლიანად დასასვენებელი სამოთხუკებისთვისაა დაპროექტებული. მის ცენტრს წარმოადგენს უბუდი (UBUD), რომლიდანაც, სულ რაღაც 20 წუთის სავალზე აღმოჩნდებით უბუდუს დაკიდული ბაღების კურორტზე, სასტუმროში - Hanging Gardens Ubud! თუ კიდევ გაქვთ 90 წუთი და ავტომობილი, შეგიძლიათ გვერდით მდებარე მეორე სასტუმროს ეწვიოთ - Belmond Jimbaran Puri, სადაც არანაკლები სიამოვნება და დასვენება გელით, შესაძლოა უფრო ეგზოტიკურიც კი.
მართალია, მთავარი მაინც ის შთაბეჭდილებაა, რომლებიც ფოტოებიდან მოდის, მაგრამ მცირეოდენი ინფორმაცია მაინც საჭიროა, რომ უკეთ შეიგრძნოთ ინდონეზიის ხიბლი.
დაკიდული ბაღების სასტუმრო წარმოადგენს ვილების ტიპის სასტუმროს და აერთიანებს 15 დელუქს ტიპის აუზის ვილას, 15-ვე პანორამულ და 6 ორკაციან ოჯახური ტიპის აუზების ვილას. ყოველივე ამის შემოქმედი გახლავთ Gordon Shaw (ანგლო-ფრანგი არქიტექტორი), რომელმაც გარდა საცურაო აუზებისა, რომელიც სწორედ ამ დაკიდული ბაღბის ეფექტს ქმნის, სასტუმრო შეამკო ჰამაკებით, ეგზოტიკური სასადილო-რესტორნებით, მარადმწვანე ტერასებით, სამეფო აპარტამენტის სასტუმრო ნომრებით, აღმოსავლური რომანტიკით და მრავალი სხვა ღირს-სახილველი შესანიშნაობით.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იხილეთ ფოტო მასალა უბუდის დაკიდული ბაღებიდან.
ტეგები: Qwelly, ბალი, დედამიწა, ინდონეზია, კურორტი, სასტუმრო, ქველი
besik ბალისგან თუ ამ სასტუმროსგან? :) ეს ერთი მცირე "სამოთხეთაგანია", სხვების შესახებ მომავალში დავპოსტავთ :)
besik_მ თქვა:
უფრო მეტს ველოდი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•