3000 შენობის სხვადასხვა დიზაინი, რომელიც შეიქმნა გასულ წელს, წლიური დაჯილდოების ნომინაციაში გამოვლინდა რამოდენიმე.
თითოეული კატეგორია მოიცავს 5 შენობას, რომლებშიც შედის საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო შენობები და საავადმყოფოები. ერთმანეთის კონკურენტი დიზაინის ნაგებობები განლაგებულია ჩილეში, ვიეტნამში, იტალიაში, ჩინეთში, პოლონეთში და ბურუნდში, რომლებსაც წარმოადგენს ცნობილი ფირმები როგორიცაა Shigeru Ban_ის არქიტექტორები, Renzo Piano_ს შენობათა სახელოსნო, კენგო კუმა და პარტიორები, Grimshaw არქიტექტორები. წარმოდგენილია 25 ყველაზე შთამბეჭდავი ვიზუალის მქონე შენობა.
"აისბერგი" თითქმის პირველი პროექტია, სადაც 7 000 ადამიანისთვისაა საცხოვრებელი ადგილი და 12 000 სამუშაო ადგილი, იგი არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხოვრებელი.
ცენტრალური პარკი, მდებარეობს ავსტრალიაში, იგი არის შუშებიანი კოშკი, მასზე არის მცენარეები და ბალახები, შეიძლება ითქვას რომ 21-ე საუკუნის აყვავებული კოშკია. გამოყენებულია 250 სხვადასხვა სახეობის ავსტრალიური ყვავილები და მცენარეები, რომლებიც ალამაზებენ გარე ფასადს და შესანიშნავ ხედს ქმნიან სიდნეიში.
სახლი ხეებისთვის, ტროპიკული ხეების საცხოვრებელი, პროექტის მიზანი იყო სიმწვანის დაბრუნება ქალაქში, შექმნილია ხუთი სპეციალური ყუთი როგორც "ქოთანი" ხეების დასარგავად.
უსასრულო სივრცის სახლი, რომელიც მდებარეობს ესპანეთში, გასაოცარი ადგილი, ნაწილი ამქვეყნიური სამოთხის. შეიქმნა უსასრულო სივრცის ადგილი, უსასრულო ზღვის მიჯნაზე. რადიკალურად განსხვავებული სახლი, რაც ოდესმე შექმნილა.
9 ხიდიანი ქვეყნის კლუბი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ კორეაში, არქიტექტორი შიგერ ბანი, იგი სეულიდან 2 საათიან სავალ გზაზეა. მოიცავს სამ შენობას, მთავარი შენობა მუდმივი სტუმრებისთვის, VIP სტუმრებისთვის გარემო და საცხოვრებელი VIP საზოგადოებისთვის. თითოეული შენობა სხვადასხვა სტრუქტურისაა და წარმოდგენილია სამხრეთ კორეის ტრადიციული მშენებლობის თანამედროვე მეთოდები.
თეთრი მგლის სასტურმო, მდებარეობს პორტუგალიაში, მისი მშენებლობა დასრულდა 2013 წელს და მხოლოდ ცოტა ხნის წინ გახდა საჯარო, სასტუმრო წარმოადგენს შენობათა სისტემას რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული გარშეორტყმულ ბუნებასთან, რაც ქმნის მშვიდ გარემოს.
სამეურნეო ბაღი, არქიტექტორი Vo Trong Nghia, მდებარეობს ვიეტნამში, განკუთვნილია 500 ბავშვზე, შენობას აქვს უწყვეტი მწვანე სახურავი, სასოფლო-სამეურნეო გამოცდილებას იღებს ბავშვი, იგი არის ფართო სათამაშო ადგილი ცის ქვეშ.
ინოვაციური ცენტრის არქიტექტორია ალეხანდრო არავენა, იგი მდებარეობს ჩილეში, 2011 წელს Angelini ჯგუფმა გადაწყვიტა გამოეყო გარკვეული თანხები, რათა დაარსებულიყო ცენტრი, სადაც კომპანიები, ბიზნესები, შეიძლებოდა თავმოყრილიყო ერთ წერტილში მკვლევარებთან ერთად, მიზანი იყო პროცესისთვის ხელის შეწყობა, რის მიხედვითაც არსებული რესურსების ათვისება მოხდებოდა უკეთ, რაც გააუმჯობესებდა ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და მის განვითარებას წინ წასწევდა.
შენობა წყალზე, მდებარეობს ჩინეთში, რომლის ერთ-ერთი არქიტექტორი არის ალვარო სიზა, 1992 წლის პრიცკერის პრემიის გამარჯვებული. შენობის საზეიმო გახსნა გაიმართა ქალაქ Huai’An_ში 2014 წლის 30 აგვისტოს, ეს არის პირველი ნამუშევარი ჩინეთში, რომელიც გაიხსნა საზეიმო ვითარებაში ცნობილი არქიტექტორების მიერ.
რენცო პიანოს ნამუშევარი, ფონდი რომელიც მდებარეობს საფრანგეთში, ისტორიულ ქალაქში მდებარე შენობა, რომლის ასაგებად გამოყენებულია ხელოვნების ელემენტები, სტრუქტურა გამოხატავს აღდგენილი პროქტის, სივრცის ათვისების მეტ შესაძლებლობას.
Shun Shoku დარბაზი, აგებულია კენგო კუმა და პარტნიორების მიერ, მდებარეობს იაპონიაში, ინტერიერის მოსაწყობად გამოყენებულია ხის სხვადასხვა ნაწილები, რომლებიც სპეციალურად იქნა შეგროვილი.
SISII მდებარეობს იაპონიაში, ბრენდი SISII დაარსდა მოტომაჩში, ეს არის საგამოფენო დარბაზი, რომლებიც აერთიანებს ოფისებს, შედგება სამი ნაწილისგან, ქსოვილების თვალიერება, ხალხთან შეხვედრა და სამუშაო პერსონალი.
მწვანე რენოვაცია, არქიტექტორი ვო ტრონგ ნგია, მდებარეობს ვიეტნამი. ქვეყნის განვითარებამ ბევრი ურბანული პრობლემა გაზარდა, ნაკლები მწვანე გარემო, ელექტრო ენერგიის დეფიციტი. მოტოციკლიტების გაზრდილი რიცხვი საცობებს ქმნის და ჰაერის დაბინძურებას იწვევს, ჰანოიში მდებარე მწვანე სახლი შეიქმნა ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ და ქალაქში სიმწვანის დასაბრუნებლად.
ნომერი 6 მდებარეობს იტალიაში, იგი არის გადარჩენილი არქიტექტურული ნამუშევრის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, კულტურული მემკვიდრეობა, დახვეწილი გარემო სილამაზის შეგრძნებას ბადებს. აღდგენილი და განვითარებული, ხაზს უსმევს ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას, თუმცა გასულ საუკუნეში მან დაკარგა თავისი თავდაპირველი საცხოვრებელი მიზანი.
ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი, მდებარეობს პოლონეთში, შენობა მკვეთრად განსხვავდება ქალაქის საერთო ურბანული კონტექსტიდან, ორფერდა სახურავი, მონუმენტის ორნამენტები ნეოგოთიკურ ტაძარს მოგაგონებთ.
მუიინგის ბიბლიოთეკა, BC არქიტექტორები, მდებარეობს ბურუნდში, იგი არის მუიინგის პირველი ბიბლიოთეკა, ნაწილი მომავალი სკოლისა, რომელიც განკუთვნილია ყრუ-მუნჯი ბავშვებისთვის, იგი აგებულია ერთობლივი თანადგომით.
პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტი, მდებარეობს რუსეთში, ამჟამად იგი ოფიციალურად ღიაა საზოგადოებისთვის, მასზე მუშაობდა რამოდენიმე არქიტექტორი. დიზაინი ეკუთვნის უოთსონს, გრიმშოუ მუშაობდა რამბოლის და პასკალის გუნდში, მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში.
აკუსტიკური გარსი, არქიტექტორი ფლანაგან ლოურენსი, მდებარეობს ინგლისში Littlehampton_ის სანაპიროზე, იგი არის სცენა და დასასვენებელი ადგილი ადგილობრივი საზოგადოებოსთვის. სასიამოვნო ხედი იშლება მწვანე გაზონზე და შეესაბამება სოციალურ საჭიროებას, რომელიც ამ მხარეში სხვაგან არ არის გათვალისწინებული.
ქუჩის ნაგებობა მდებარეობს დანიაში, არქიტექტურა და დიზაინი მოაწყვეს CEBRA, Glifberg და Lykke არქიტექტორებმა, მრავალფუნქციური პარკი და და კულტურის ცენტრი ქუჩის სპორტისთვის სამხრეთ დანიაში. იგი მდებარეობს გაშლილ სივრცეზე და უნიკალურია დასასვენებლად და სხვადასხვა საქმიანობისთვის, 4 500 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი პარკი, სადაც იმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობები.
სინგაპურში სპორტის ცენტრი, DP არქიტექტორი. 2014 წელს სინგაპურში იზეიმეს სპორტული ცენტრის გახსნა, რომელიც განუთვნილია დასასვენებლად, გასართობად. გაშლილია 35 ჰექტარზე და მდებარეობს სანაპიროზე, იგი მოიცავს აგრეთვე სავაჭრო და დასასვენებელ ფართებს, იგი არის საზოგადოების ფართო თავშეყრის ადგილი.
ეკლესია მდებარეობს ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქის ცენტრში და მის ხედს გადაჰყურებს, შენობა ადაპტირებულია ფერდობზე არსებულ ბუნებრივ გარემოსთან, მისი ინოვაციურობის, გამორჩეულობის და ადგილმდებარეობის გამო ხშირად ხდება ხალხისთვის ორიენტირი.
100 კედლებიანი ეკლესია, მდებარეობს ფინიპინებში. რას უნდა გავდეს წმინდა ადგილი დღეს? არსებობს თუ არა სიწმინდის თანამედროვე გაგება? ამ საკითხში ბევრისთვის არ არსებობს ერთი კონკრეტული პასუხი, ისინი მუდმივად ძიებაში არიან.
Carozzi პროდუქცია და კვების კვლევითი ცენტრი მდებარეობს ჩილეში. პროექტის იდეა გაჩნდა 2010 წელს, როდესაც საჭირო გახდა Carozzi ქარხნის აღდგენა. ეს ნიშნავს ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს. ახალი ინდუსტრიული და სოციალური ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები და კომპანიის მდგრადობა გამოხატულია შენობების არქიტექტურაში.
ბომბეის საფირონის დისტილერი, დააპროექტა Heatherwick სტუდიამ, მდებარეობს ინგლისში, იგი არის კომპანიის პირველი შიდა დაწესებულება რომელიც ღიაა საზოგადოებისთვის. ადგილი შეიცავს მიტოვებულ შენობებს, ბევრს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რომლებიც უკვე აღდგენილი და რესტავრირებული იქნა.
Markthal როტერდამი მდებარეობს ნიდერლანდებში, იგი არის პირველი დაფარული ბაზრობა ქვეყანაში.
მსგავსი:
ტეგები: architecture, education, qwelly, არქიტექტურა, დიზაინი, ინდუსტრია, პარკი, სასტუმრო
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:17pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.
Rising Tensions and…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•