ცეცხლის დანთება იყოფა სამხედრო და სამოქალაქო სახეობებად. საბრძოლო მოქმედებების დროს ჯარისკაცები ერიდებიან ცეცხლის ანთებას, რადგან მისი კვამლი, სუნი, ხმა და ნათება იწვევს დემასკირებას. ცეცხლს ანთებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შენიღბვის ყველა პირობა (ამ შემთხვევაშიც მცირე ხნით და პატარა კოცონს), ან დანაყოფი იმყოფება უსაფრთხოა ადგილას, ზურგში. საბრძოლო სიტუაციაში მსუბუქი ქვეითების მიერ ხშირად გამოიყენება პატარა მოცულობის გაზქურა, რომელიც პასუხობს უსაფრთხოების ყველა პარამეტრს, ან მშრალი სპირტი, რომლის დახმარებით შეიძლება მაგალითად კონსვერვის გაცხელება.
კოცონის საშუალებით შეგიძლიათ დაამზადოთ, ან გააცხელოთ საკვები, აადუღოთ წყალი, გათბეთ, გაიშროთ ტანსაცმელი, დააფრთხოთ გარეული ცხოველები, ან მისცეთ სიგნალი. კარგ კოცონს დადებითი გავლენა აქვს განწყობაზე, ამშვიდებს და თავდაჯერებას მატებს ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს. მაგრამ ცეცხლს თან ახლავს საფრთხეც: მან შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, გაანადგუროს ეკიპირება და ცუდად განიავებად შენობაში შესაძლოა გამოიწვიოს მხუთავი აირით მოწამვლა.
კარგი კოცონი დამოკიდებულია სამი სტიქიის კომბინაციაზე, ესენია: ჰაერი (ჟანგბადი), სითბო და საწვავი (შეშა). საკმარისია ერთერთი გამოირიცხოს, რომ ცეცხლი ჩაქვრება. პირველ რიგში, კოცონი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰაერით (არ უნდა დააწყოთ ბევრი შეშა), წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდად დაიწყებს წვას და ახრჩოლდება. ამ სამი კომპონენტის ეფექტური კომბინირება მიიღწევა მხოლოდ პრაქტიკით.
კოცონის ასანთები ადგილის შერჩევა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
ზოგადი წესი კი ასეთია: უნდა იპოვნოთ მშრალი და ქარისგან დაცული ადგილი, სადაც საკმარისადაა შეშა. თუ იმყოფებით ტყეში, 1 მეტრის რადიუსში მოასუფთავეთ ნიადაგი მცენარეებისგან, რათა არ გავრცელდეს ცეცხლი. თუ არ გსურთ კვალის დატოვება, შეგიძლიათ დაახლ. 10 სანტიმეტრზე მოხსნათ გრუნტი, ბელტები დადოთ ჩრდილში და დანამოთ წყლით. ღამისთევის ადგილის აშლისას კოცონის ამოჭრილ მცირე ტრანშეაში ყრით ნაცარს, ნახშირს და ზემოდან ადებთ მოჭრილ ბელტებს.
არ შემოუწყოთ კოცონს სველი, ან ფოროვანი ქვები რადგან ისინი შეიძლება გასკდნენ გაცხელებისას. კოცონის დანთება აკრძალულია ხშირ ბუჩქნარში, წიწვოვან ხეებთან, ან ხმელ ბალახეულთან ახლოს. აკრძალულია კოცონის უყუდღებოდ მიტოვება და სალაშქრო ეკიპირების კოცონთან ახლოს დადება.
კოცონის ასანთებად დაგჭირდებათ: ცეცხლის საწყისი წყარო, დამთები და საწვავი.
საწყის წყაროდ გამოიყენება ასანთი და სანთებელა, რომლებიც დაცული უნდა იყოს წყლისა და ნესტისგან. ამ მიზნით შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ასანთი, ან ამოავლოთ ჩვეულებრივი ასანთი გამდნარ პარაფინში. თვითგადარჩენის კომპლექტებში გამოიყენება ნაპერწკლის გამომცემი სტარტერი, რომლისგანაც გამოცემული ნაპერწკალი იოლად ანთებს ვაზელინში დასველებულ ბამბას.
დამთებად გამოიყენება ქაღალდი (ტუალეტის, ან გაზეთის ნაგლეჯი), მშრალი წიწვები, ბალახი და ხმელი ფოთოლი.
კოცონის საწვავად გამოიყენება პატარა და საშუალო ტოტები, ხოლო ცეცხლის გაძლიერების შემდეგ მორებიც.
ვანთებთ პირველად წყაროს (მაგ.: ასანთი), მისი მეშვეობით ალდება დამთები (მაგ.: ქაღალდი), ხოლო დამთები ალს უკიდებს ტოტებს (თავდაპირველად პირამიდისებურად ლაგდება პატარა ტოტები) და ინთება კოცონი. მნიშვნელოვანია რომ ტოტები იყოს მშრალი, ხოლო საწვავი უნდა შეგროვდეს იმაზე 3-ჯერ მეტი, ვიდრე გგონიათ რომ დაგჭირდებათ.
1) დაველოდოთ დამთების და პატარა ტოტების კარგად აალებას.
2) აალების შემდეგ შემოვაწყოთ საშუალო სიდიდის ტოტები.
3) როცა საშუალო სიდიდის ტოტები კარგად აალდება, შეიძლება დიდი ტოტების და მორის დამატება.
პირამიდა - საწვავი ლაგდება პირამიდისებურად. დამთები თავსდება ნაპობებს შორის მიწაზე. იძლევა დიდ და თანაბარ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად ერთი ჭურჭლისთვის და გასაშრობად. საჭიროებს ბევრ შეშას. მცირე მოცულობის პირამიდით ხდება ბევრი სხვა კოცონის დანთება.
ვარსკვლავი - ანთება ხდება ცენტრში. შეშის დაწვის შესაბამისად, ნაპობებს თანდათან გადაწევენ შუაგულისკენ. ეს არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი, მის გარშემო შეიძლება გათბობა და გაშრობა. თუ კოცონი პატარაა, შესაძლებელია საჭმლის მომზადება ერთი ჭურჭლისთვის.
ტყე - არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი. იძლევა დიდ ალს და ტოვებს ბევრ მუგუზალს. კარგია საჭმლის მოსამზადებლად, ტანსაცმლის გასაშრობად და გასათბობად. როგორც ხედავთ სურათიდან, ერთ დიდ მორს რამდენიმე მცირე ნაპობ-მორს შემოუდგამენ და აუცილებლად ქარის მხრიდან.
მონადირული - ინთება ორ გამომშრალ მორს შორის, რომლებიც ლაგდება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათზე ჩაიდნის, ან ტაფის დადება. გამოიყენება ერთი კაცის საკვების მოსამზადებლად ძლიერი ქარის დროს, ან შეშის ნაკლებობისას. გამოყოფს დიდ სითბოს და იძლევა ბევრ წვრილ მუგუზალს.
გისოსი - ინთება გამომშრალი და ნედლი შეშისგან. გამოდგება პრაქტიკულად ყველაფრისთვის. ანთია საკმაოდ დიდხანს. სამნაპობიანი კოცონის დასანთებად გამოიყენება პირამიდა. ქვედა 2 ნაპობი იდება პარალელურად განლაგებულ მორებზე, რაც წარმოქმნის საქარეს. ასეთივე მორებზე იდება მესამე ნაპობი. კოცონს შეუძლია 2 სათზე მეტხანს გაძლოს დამატებითი საწვავის გარეშე.
ორმო - ამ ტიპის კოცონისთვის საჭიროა ორმოს ამოთხრა. სითბოს შესანარჩუნებლად კარგი იქნება, თუ ორმის ძირში ჩავალაგებთ ქვებს. ასეთ კოცონზე შეიძლება წყლის ადუღება და საჭმლის მომზადება. ორმო ზოგავს შეშას. ის ითხრება დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე.
ტრანშეა - გამოიყენება საჭმლის მოსამზადებლად ქარიან ამინდში ღია ადგილას (მაგ.: მინდორში). ამისთვის საჭიროა გავთხაროთ საჭირო სიგრძის და სიგანის პატარა ტრანშეა, რაც საშუალებას მოგვცემს დავდგათ მასზე კარდალა და სხვა საველე ჭურჭელი. ტრანშეას აქვს კონუსის ფორმა, ფართე ფუძე ქარის მხარეს კეთდება. ამ კოცონს არ სჭირდება ბევრი შეშა. გარდა ამისა, მისი მეშვეობით შეიძლება გათბობაც. შეშის გახურების შემდეგ, ტრანშეას უნდა გადავაფაროთ გასხეპილი ნედლი ტოტები, მივაყაროთ მიწის თხელი ფენა და ბალახი (ფოთლები). შეგიძლიათ ზედ დაწვეთ და სითბოში დაიძინოთ.
საკვამური - კვამლის გამომცემი კოცონები გამოდგება სიგნალის მისაცემად და კოღოებისაგან დასაცავად. ჩვეულებრივ კოცონზე შეშის ზემოდან ადებენ ნედლ წიწვოვან ტოტებს, ან მწვანე საფარს (ბალახი, ფოთლები) და უკიდებენ შიგნიდან.
ხანძრის თავიდან ასაცილებლად კოცონი უნდა ჩაქრეს სრულად, ანუ არ უნდა ბოლავდეს და არ უნდა დარჩეს ნაკვერჩხალი.
ახალგაზრდული ლეგიონის დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსი, 2014
ტეგები: Qwelly, ინსტრუქცია, კოცონი, მოგზაურობა, ნადირობა, ცეცხლის_დანთება, ცეცხლის_ჩაქრობა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•