Qwelly, დედამიწა, საინტერესო, წყლისქვეშეთი, ბუნება, underwater, fauna, flora, nature, megalodoni, zvigeni

      მეგალოდონი არამარტო ზვიგენის უდიდესი სახეობა იყო, რომელსაც ოდესმე დედამიწაზე უარსებია, ის ასევე გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი არსება ისტორიაში (28-1.5 მილიონი წლის წინ მობინადრე). მონაცემებით აღემატებოდა როგორც თანამედროვე დიდ თეთრ ზვიგენებს, ისე მაშინდელ რეპტილიებს - ლიოპლევროდონსა და კრონოზავრს. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით წლების წინ უზარმაზარი ცხოველების არსებობა გასაკვირი არაა, ეს სახეობა მაინც განცვიფრებას იწვევს თავისი ზომისა და შესაძლებლობების გამო.

Qwelly, დედამიწა, საინტერესო, წყლისქვეშეთი, ბუნება, underwater, fauna, flora, nature, megalodoni, zvigeni

      მეგალოდონის კბილების სიგრძე 18 სმ-ს აღწევდა. მეგალოდონს ეს სახელი (მეგა=დიდი, ოდონ=კბილი) ტყუილად არ დაუმსახურებია. ამ პრეისტორიული ზვიგენის კბილების სიგრძე აჭარბებდა 15 სმ-ს, იყო შემჭიდროებული და გულის ფორმისა. შედარებისთვის, დიდი თეთრი ზვიგენის კბილი 7-8 სმ-მდეა. იმისთვის, რომ ამ საკითხში მეგალოდონის ღირსეული კონკურენტი ვიპოვოთ, უნდა გადავიდეთ 65 მილიონი წლის წინანდელ დედამიწაზე, როცა ტირანოზავრი ბატონობდა, თუმცა რიგ შემთხვევებში ზოგიერთი ხმალკბილა კატის ეშვების მონაცემიც მსგავსი იყო.

Qwelly, დედამიწა, საინტერესო, წყლისქვეშეთი, ბუნება, underwater, fauna, flora, nature, megalodoni, zvigeni

      წარსულში მეგალოდონის კბილები გაქვავებული ენა ეგონათ. ზვიგენები ხშირად იცვლიან კბილებს, სიცოცხლის მანძილზე შეიძლება ასობით და ათასობით კბილი დასცვივდეთ, ამიტომ მეგალოდონის კბილებს უხვად პოულობდნენ, დაწყებული ანტიკური ხანიდან დამთავრებული თანამედროვე ეპოქით. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საუკუნეების წინ, როცა ქვებსა და ქანებში ზვიგენის კბილს იპოვიდნენ, ვერ ხვდებოდნენ, რეალურად რა იყო და თვლიდნენ, რომ დრაკონის ან გველის გაქვავებული ენა აღმოაჩინეს. უფრო მეტიც - ეგონათ, რომ მათი მეშვეობით სხვადასხვა შხამისგან თავის დაცვა შეიძლებოდა. მოგვიანებით ეს ინტერპრეტაცია გამოასწორეს იტალიელმა ბუნებისმეტყველმა ფაბიო კოლონამ (1611 წ) და დანიელმა ბუნების მკვლევარმა ნიკოლაუს სტენომ (1667 წ).

Qwelly, დედამიწა, საინტერესო, წყლისქვეშეთი, ბუნება, underwater, fauna, flora, nature, megalodoni, zvigeni

      მეგალოდონი კბენის ძალის მაჩვენებლით რეკორდსმენია. 2008 წელს ავსტრალიელი და ამერიკელი მკვლევარი მეცნიერების ერთობლივმა ჯგუფმა კომპიუტერული სიმულაცია გამოიყენა მეგალოდონის კბენის ძალის განსაზღვრისთვის. შედეგი სხვა არაფერი იყო, თუ არა შემაძრწუნებელი: იმ დროს, როცა თანამედროვე დიდი თეთრი ზვიგენის ძალა 1.8 ტონაა, ხოლო ლომისა - „მოკრძალებული” 450 კგ, მეგალოდონისა შეადგენდა 11-18 ტონას. თუკი ავიღებთ მაქსიმალურ მაჩვენებელს (18 ტონა), გამოდის, რომ ეს გიგანტური ზვიგენი კბენის ძალით 10-ჯერ აღემატებოდა დიდ თეთრ ზვიგენს, 5-ჯერ ტირანოზავრს და 28-ჯერ - დუნკლეოსტეუსს.

Qwelly, დედამიწა, საინტერესო, წყლისქვეშეთი, ბუნება, underwater, fauna, flora, nature, megalodoni, zvigeni

      მეგალოდონის სიგრძე 18 მეტრს აღწევდა. გამომდინარე იქიდან, რომ მეგალოდონი ცნობილი გახდა ათასობით კბილით, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ძვლით, მისი ზუსტი ზომა დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის საგანი. გასული საუკუნის განმავლობაში პალეონტოლოგები კბილის ზომისა და თანამედროვე დიდ თეთრ ზვიგენებთან პორპორციული შეფარდების მიხედვით აყენებდნენ ვარაუდებს, რომ მეგალოდონი უნდა ყოფილიყო 12-დან 30 მეტრამდე. 90-იან წლებსა და ამ საუკუნის დასაწყისში მეცნიერებმა შეძლეს უფრო დაზუსტებით გამოთვლა და კონსენსუსამდე მიღწევა - ეს პრეისტორიული ზვიგენი ზრდასრულ ასაკში 16-18 მეტრი იყო, რიგ შემთხვევებში - 20 მეტრზე ცოტა მეტიც. ხოლო წონა შეიძლებოდა 100 ტონა ან მეტი ყოფილიყო.

Qwelly, დედამიწა, საინტერესო, წყლისქვეშეთი, ბუნება, underwater, fauna, flora, nature, megalodoni, zvigeni

      მეგალოდონი აღემატებოდა მრავალ პრეისტორიულ რეპტილიას. ოკეანეში მოქმედი სიცოცხლის კანონები წამყვან მტაცებლებს საშუალებას აძლევს, დროთა განმავლობაში მოიმატონ და მასიურ ზომებს მიაღწიონ, მაგრამ მეგალოდონის მონაცემებს ვერცერთი გაუთანაბრდა. მეზოზოური ეპოქის წყლის გიგანტური რეპტილიები, როგორიცაა ლიოპლევროდონი და კრონოზავრი, მაქსიმუმ 10 მეტრამდე იზრდებოდნენ, ხოლო ყველაზე დიდი ინდივიდების წონა „სულ რაღაც” 10-35 ტონა იყო. რომ არაფერი ვთქვათ დიდი თეთრი ზვიგენის 6 მეტრიან სიგრძესა და 2.3 ტონიან წონაზე. წყლის ერთადერთი ბინადარი, რომელიც მეგალოდონს სჯობნის, გახლავთ ლურჯი ვეშაპი 33 მეტრითა და 180 ტონით.

Qwelly, დედამიწა, საინტერესო, წყლისქვეშეთი, ბუნება, underwater, fauna, flora, nature, megalodoni, zvigeni

      მეგალოდონი ვეშაპებით ნაყრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეგალოდონზე დიდი არსება - ლურჯი ვეშაპი ხორცისმჭამელია, მის მთავარ საკვებს პატარა კიბოსნაირები წარმოადგენს. მეგალოდონის დიეტა კი გაცილებით შეესაბამებოდა მის საშიშ მონაცემებსა და უმთავრესი მტაცებლის ტიტულს - ეს გიგანტური თევზი სადილობდა პრეისტორიული ვეშაპებით, რომლებიც დედამიწის ოკეანეებში პლიოცენისა და მიოცენის ეპოქებში ბინადრობდნენ. გარდა ამისა, აქტიურად აგემოვნებდა დელფინებს, კალმარებს, თევზებსა და გიგანტურ კუებს, რომელთა ბაკანი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მყარი იყო, ვერ უძლებდა 10 ტონიან კბენის ძალას. არაა გამორიცხული, მეგალოდონის მსხვერპლთა სიაში ყოფილიყო ლევიათანიც (Livyatan melvillei).

Qwelly, დედამიწა, საინტერესო, წყლისქვეშეთი, ბუნება, underwater, fauna, flora, nature, megalodoni, zvigeni

      მეგალოდონის ხელწერა ფარფლების მოგლეჯა იყო. მინიმუმ ერთი ანალიზის მიხედვით, მეგალოდონის ნადირობის სტილი განსხვავდებოდა თანამედროვე ზვიგენებისგან. იმ დროს, როცა დიდი თეთრი ზვიგენები ეტანებიან მსხვერპლის რბილ ქსოვილებს (მაგალითად, მუცლის ქვედა ტერიტორია), მეგალოდონის კბილებს თავისუფლად შეეძლოთ უხეში ხრტილების დამსხვრევა. არსებობს მტკიცებულებებიც, რომ მეგალოდონი მსხვერპლის გამოდევნებისას პირველად სავარაუდოდ ფარფლებს აგლეჯდა მას, რათა ცურვის უნარი წაერთმია, შემდეგ კი საბოლოო სასიკვდილო დარტყმას აყენებდა.

Qwelly, დედამიწა, საინტერესო, წყლისქვეშეთი, ბუნება, underwater, fauna, flora, nature, megalodoni, zvigeni

      მეგალოდონის ყველაზე ახლო ცოცხალი ნათესავია დიდი თეთრი ზვიგენი. მეგალოდონის მეცნიერული სახელია Carcharodon megalodon, რაც იმას ნიშნავს, რომ მიეკუთვნება Carcharodon-ის ტაქსონომიურ გვარს. ხოლო დიდი თეთრი ზვიგენის მეცნიერული სახელია Carcharodon carcharias და შედის იმავე გვარში. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე შეუთანხმებლობაა და პალეონტოლოგების ნაწილი ასეთ განსაზღვრებას არ ეთანხმება. ისინი მიიჩნევენ, რომ დიდი თეთრი ზვიგენი და მეგალოდონი სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები არიან, შესამჩნევი მსგავსების მიზეზი კი კონვერგენტული ევოლუციის პროცესები უნდა იყოს, რომლის დროსაც გარემოსთან შესაგუებლად ბუნება ერთნაირ თვისებებს ანიჭებს განსხვავებულ ორგანიზმებს.

Qwelly, დედამიწა, საინტერესო, წყლისქვეშეთი, ბუნება, underwater, fauna, flora, nature, megalodoni, zvigeni

      მეგალოდონის ნამარხები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვება. პრეისტორიული დროის ზოგიერთი წყლის მტაცებლისგან განსხვავებით, რომელთა საბინადრო არეალი შეზღუდული იყო კონკრეტული კონტინენტის სანაპირო ხაზებით, შიდა მდინარეებით ან ტბებით, მეგალოდონის გავრცელებას გლობალური ხასიათი ჰქონდა და ატერორებდა ოკეანეების თბილი წყლის ვეშაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც ჩანს, ერთადერთი რამ, რაც ზრდასრულ მეგალოდონს ხელს უშლიდა, წასულიყო უფრო შორს და გადაელახა მიწიანი არეალი ახალ წყლიან გარემოში გადანაცვლებისთვის, იყო უზარმაზარი ზომა, რაც მათ ისევე უსუსურად აქცევდა, როგორც მე-16 საუკუნის ესპანურ ხომალდებს.

Qwelly, დედამიწა, საინტერესო, წყლისქვეშეთი, ბუნება, underwater, fauna, flora, nature, megalodoni, zvigeni

      არავინ იცის, რატომ გადაშენდა მეგალოდონი. მეგალოდონი იყო უშველებელი, შეუბრალებელი არსება და ტოპ მტაცებელი პლიოცენისა და მიოცენის ეპოქებში. მაშ რაღამ შეუშალა ხელი სიცოცხლის გაგრძელებაში? ეს საკითხი ჯერჯერობით ღიაა და დაზუსტებით თქმა ძნელია, თუმცა სხვადასხვა სახის თეორიები არსებობს: შესაძლოა, მეგალოდონი გლობალურმა გაციებამ შეიწირა (რომლის კულმინაციაც გამყინვარების პერიოდში იყო), რასაც ოკეანის წყლის დონის დაწევა მოჰყვა ან ამის მიზეზი გახლდათ გიგანტური ვეშაპების მკვეთრი შემცირება და შემდეგ გაუჩინარება, რამაც ისინი საკვების გარეშე დატოვა. ადამიანთა გარკვეული კატეგორია თვლის, რომ მეგალოდონი ჯერ კიდევ არსებობს ოკეანის სიღრმეებში, თუმცა ამის მეცნიერული მტკიცებულება ან მხარდამჭერი საბუთი არ არსებობს.

წყარო: ჩრდილოეთი ციალი

ტეგები: Qwelly, დედამიწა, საინტერესო, წყლისქვეშეთი

ნახვა: 1778

გამოხმაურებები!

თევზი იქამდე უნდა შეჭამო, ვიდრე თავად შეგჭააააააააააააამს :D

aman gadaylpa xom pinoqios mama :D :D da nemosic :D :D :D 

uimee... :D

უზარმაზააააააააარია :D

ცისია_მ თქვა:

uimee... :D

ciiis gamoxteba exla da shegylapavs shenc :D :P 

ცისია_მ თქვა:

uimee... :D

RSS

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters