ვინ არ დაბადებულა ამ ქვეყანაზე, მაგრამ ყველას როდი გაუმართლა. ზოგი სად იბადება და ზოგი სად, მაგრამ ესეც არა მნიშვნელოვანი. საქმე ისაა, ზოგი საიდან იბადება, ზოგი როგორი იბადება და როდის.
72 სმ სიმაღლის ქალბატონს 46სმ ბავშვი გაუჩნდა. ორსულობის დროს მისი მუცელი "უშველებელი" გახდა."დაწოლილი ლოკოკინას ვგავდი" – ღიმილით იხსენებს სტეისი.
მაიას მამიკოსავით მუქი კანი და თმები აქვს, მის ტყუპისცალ დაიკო ლეას კი ისეთივე თეთრი კანი და ცისფერი თვალები, როგორც მის წითურ დედიკოს. მათ უფროს დებს – ტყუპებს ლოურენს და ჰეილეის ასევე განსხვავებული გარეგნობა აქვთ. ტყუპების ორივე წყვილი სხვადსხვა კვერცხიდუჯრედიდან განვითარებული ნაყოფებია, შესაბამისად არ არის გამორიცხული ორივე მშობლის გენების გამოვლენა.
ნიუ იორკში მცხოვრებმა ნატაშა უილსონმა პატარა ნიკოლასი გააჩინა. შემდეგ მას ეყოლა ტყუპები – ჯეიმსი და ესაია. ნატაშას დედამ გაიხუმრა – შემდეგი ალბათ სამტყუპი იქნებაო. ასე ყველაფერი კარგად აგიხდეთ, ნატაშამ სამი პაწია ტყუპისცალი მოავლინა ქვეყანას. ნატაშას დედა ოთხეულზე ჯერ–ჯერობით დუმს.
ჩრდილოეთ ილინოისში მადისენ კარინ ლუისი ქვეყანას მოევლინა 2010 წლის 31 დეკემბერს 23 საათსა და 59 წუთზე, ხოლო აიდენ ევერეტ ლუისი – 2011 წლის პირველ იანვარს 00 საათსა და 01 წუთზე. ამიტომ, მადისენი თავის ტყუპისცალ დაიკოზე ერთი წლით დიდია:). გოგონების მამიკო იხსენებს, რომ როდესაც ექიმი წამებს ითვლიდა, ეს იყო მისი უბედნიერესი ახალი წლის "ქაუნთდაუნი" ☺
21 წლის ბელინდა უაითი რამოდენიმეჯერ მივიდა საავადმყოფოში მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნებებით. მას დაუსვეს იშვიათი ნაწლავური სინდრომის დიაგნოზი.
ერთ დღესაც ჩვეულებრივზე უფრო ძლიერი ტკივილებით შეწუხებულმა ბელინდამ საავადმყოფოს მიაკითხა. გასინჯვის შემდეგ მას "ახალი" დიაგნოზი დაუსვეს – სამი თვის ორსულობა. თუმცა 4 საათში მან ჯანმრთელი, 9 თვის ორსულობის შესაფერისი განვითარების ჩვილი გააჩინა. სად "იმალებოდა" პატარა ამდენი ხანი, გაუგებარია.
29 მარტს მარშალების ოჯახს შეემატა პატარა მილა. მისი დაბადების თარიღში არავის ეპარებოდა ეჭვი, რადგან მილას ბებია სიდნი, სიდნის ბაბუა ედი, ედის ბებია ალისია და ალისიას დედა ანიტა – ყველანი 29 მარტს არიან დაბადებულნი.
ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე, ტყუპები ემი და ელისონი ერთდროულად დაორსულდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ელისონი 6 თვით ადრე გათხოვდა. მათ ერთი და იგივე ექიმი აიყვანეს და რას წარმოდგიენდნენ, რომ სამშობიაროშიც ერთდროულად მოუწევდათ მისვლა. ამას არც ექიმი ელოდა, რომელიც ორ დას შორის დარბოდა და ორ მშობიარობას ერთდროულად იღებდა. პატარების დაბადებას შორის განსვავება 14 წუთია.
როდესაც მინესოტას სამშობიაროში ემი ზელერი ბავშვს აჩენდა, მთელი მედპერსონალი საათს შეჰყურებდა. პატარა ფლორა მენსა დაიბადა 1:11, 1.11.11 – 2011 წლის 11 იანვრის პირველ საათსა და 11 წუთზე.
36 წლის ბარბარა სოპერის პირველი შვილის დაბადების თარიღია 08.08.08, მეორე შვილის – 09.09.09, ხოლო მესამე შვილის – უკვე აღარც გიკვირთ – 10.10.10. "ეს ჩვენი ოჯახის პატარა სასწაულია" – გაუხარდათ მშობლებს. თუმცა, სასწაული რომ არ "გაეფუჭებინათ", თუ სხვა მოსაზრების გამო, მეოთხე შვილი აღარ გაუჩენიათ. (მითუმეტეს საეჭვოა, რომ ეს რეკორდი ვნმემ მოხსნას)
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ეს შემთხვევა საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰგავს. 6 შვილის დედას მშობიარობის დრომ რომ მოუწია, იგი იმყოფებოდა უახლოესი ქალაქიდან 80 კმ–ის დაშორებულ პატარა დაბაში, უკვე შუაღამე იყო და ქმარი მეგობრებთან ერთად იქაურ სოფლის კანტინაში სვამდა. ინეს რამირესს არ გააჩნდა ტელეფონი და ქმართან წასვლასაც აზრი არ ჰქონდა, რადგან არც კანტინაში ჰქონდათ ტელეფონი. გაუსაძლისი ტკივილებით მოკრუნჩხულმა ქალმა სპირტიანი სასმელი ჩაიცალა, 15სმ–იანი დანა აიღო, დაბალ ხის სკამზე ჩამოჯდა და ბასრი დანა საკუთარ მუცელს დაუსვა…
მბჟუტავი ნათურის შუქზე მან გაკვეთა კანი, ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილი და საშვილოსნომდე ჩავიდა, შემდეგ ამოიყვანა ბავშვი, უკანასკნელი ძალების დაძაბვით მაკრატლით ჭიპლარი გადაჭრა და გონება დაკარგა. როდესაც გონს მოეგო, კვლავ მარტო იყო, პირსახოცით სისხლიანი მუცელი შეიხვია და უფროსი შვილი – 6წლის ბენიტო დახმარების სათხოვნელად გაგზავნა. რამოდენიმე საათის შემდეგ, უკვე გათენებულზე, მეზობელი დასახლებიდან ბენიტომ მოიყვანა ექიმბაში, რომელმაც ჩვეულებრივი ნემსით და ძაფით გაკერა 17სმ სიგრძის ჭრილობა, შემდეგ დედა და ახალშობილი საბნებში გაახვიეს, ცხენებზე დააკრეს და უახლოესი ქალაქის საავადმყოფოში წაიყვანეს.
ინეს რამირესი და მისი შვიდივე შვილი თავს მშვენივრად გრძნობენ. პირდაპირი მნიშვნელობით გმირი–დედა კი ერთდაერთი ქალია მთელ მსოფლიოში, რომელმაც საკუთარ თავს საკეისრო კვეთა ჩაუტარა.
წყარო: ვერტიკალური ჰორიზონტი
ტეგები: interesting, qwelly, დაბადება, ეს_საინტერესოა, მშობიარობა, საინტერესო, უჩვეულო შემთხვევები, უცნაური, უცნაური ფაქტები, უცნაური_ამბავი, მეტი...ფოტო, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•