✔ ნაყინი გამაგრილებელია დესერტია, რომელიც ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებსა და ვიტამინებს შეიცავს. ნაყინის დასამზადებლად ძირითადად რძის პროდუქტებს იყენებენ (რძე, ნაღები, კარაქი, მურაბა, შოკოლადი, ნიგოზი, ნუში, კვერცხი, სტაბილიზატორები აგარი, ჟელატინი და სხვა, შაქარი, ხილი (ან კენკრა), არომატული ნივთიერებები და სხვა.) ნედლეულისაგან განსაზღვრული რეზეპტით დამზადებულ ნარევს პასტერიზაციისა და ჰომოგენიზაციის შემდეგ ყინავენ და თქვეფენ.
✔ ისტორიკოსები თვლიან, რომ ნაყინი 5000 წელზე მეტია რაც არსებობს. იგი გამოიგონეს ისეთ ადგილას, სადაც განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის რაიონებს ესაზღვრება დაბალი ტემპერატურის მქონე რაიონები. 3000 წლის წინ, ჩინეთში სუფრას ამშვენებდა დესერტები, რომლებიც დღევანდელ ნაყინს მოგვაგონებს.
✔ ნაყინის მომზადების რეცეპტი და შენახვის პირობები ახ. წ. XVI საუკუნეში "ში-კინგის" წიგნში გაამხილეს. წიგნში ეწერა, რომ ნაყინის დასამზადებლად საჭიროა ყინულსა და თოვლს ერთმანეთი შევურიოთ და ნარევი ბროწეულის, ფოროთოხლისა და ლიმნის ნაჭრებით მოვრთოთ.
✔ ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ნაყინს ადამიანის განკურნება შეეძლო
✔ ალექსანდრე მაკედონელს ინდოელები და სპარსელები ნაყინით შეხვდენენ. სწორედ ამ პერიოდში დაიწყეს კენკრის გაყინვა თოვლში. მონებს მთებში აგზავნიიდნენ, რათა თოვლი მოეძებნათ, შემდეგ კი თოვლს ყინავდნენ და ყინულის სარდაფებს აშენებდნენ. არსებობს 1040 წლის ხელნაწერი, სადაც სპარსი მოგზაური, ნასრი-ხოზრაუმი, იტყობინება, რომ კაიროს სულთანის სუფრაზე თოვლი სირიის მთიანი რეგიონებიდან მოჰქონდათ ცივი სასმელებისა და ნაყინის დასამზადებლად.
✔ არსებობს ვერსია, რომ სამხრეთ ევროპაში ნაყინი პირველად მარკო პოლომ შეიტანა XIV საუკუნეში. მან ნაყინი თავის სამოგზაურო ჩანაწერებში აღწერა. პირველად ნაყინის დამზადება ევროპელი მზარეულებიდან იტალიელმა მზარეულებმა დაიწყეს. მათ გაყინული რგოლების ფორმა ჰქონდათ. ამ ნაყინის რეცეპტი, თანამედროვე რეცეპტთან მიახლოვებულია. პირველად დამზადებული იქნა სიცილიაზე.
✔ თანამედროვე დანადგარების გამოგონებამდე, ნაყინს მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლები მიირთმევდნენ, განსაკუთრებულ წვეულებებზე. ნაყინის დამზადება იმ დროს ძალიან რთული იყო.
✔ პირველი თანამედროვე ნაყინი, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი, რძის, შაქრის, შოკოლადის, ვანილის და სხვა პროდუქტების დანამატებით დამზადდა საფრანგეთის კაფე "Tortoni"-ში.
✔ საშუალოდ, ფერმაში გაზრდილი ძროხა მთელი ცხოვრების მანძილზე იმდენ რძეს იწველება, რომ მისგან 9 000 გალონი ნაყინის დამზადებაა შესაძლებელი.
✔ ნაყინი საფრანგეთში მთელი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი 1660 წელს გახდა.
✔ ჰავაიზე არის ხე-მცენარე სახელწოდებით "ნაყინის დიეტა", რომელისაც ვანილის ნაყინის გემო აქვს
ყველზე დიდი ნაყინი ხილითა და ნიგვზით დაამზადეს ალბერტაში, კანადაში 1998 წელს და ის დაახლოებით 24 ტონას იწონიდა.
✔ დამტკიცებულია, რომ ნაყინს ადამიანები ყველაზე ხშირად კვირა დრეს მიირთმევენ
✔ ნაყინს ყველაზე დიდი რაოდენობით 2-12 წლის ბავშვები და 45 წელს გადაცილებული უფროსები მიირთმევენ.
✔ ნაყინის ჭამა რომ დაასრულოთ 50-ჯერ უნდა ალოკოთ იგი
✔ ნაყინის მჭამელების 5% თავიანთ სასუსნავს ხშირად უნაწილებენ ცხოველებს.
ფაქტები ნაყინზე ♥
✔ სხვა შტატებთან შედარებით ნაყინს ყველაზე დიდი რაოდენობით კალიფორნიაში აწარმოებენ.
✔ მარკო პოლო იყო ადამიანი, რომელმაც ეს ნუგბარი იტალიაში პირველმა შეიტანა. მან ჩინეთში მოგზაურობისას სრულად შემთხვევით დააგემოვნა ნაყინი და გადაწყვიტა რეცეპტი სამშობლოში დაბრუნებისას თან წაეღო.
✔ ნაყინი განსაკუთრებით ამერიკელებს უყვართ.
✔ 1984 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა, როლანდ რეიგანმა, ივლისის თვე ნაყინის ოფიციალურ თვედ გამოაცხადა, ხოლო თვის მესამე კვირა ნაყინის საერთაშორისო დღედ.
ტეგები: Qwelly, ice_cream, გემრიელი, ეს_საინტერესოა, ნაყინი, საკითხავი, ფოტო, ქველინარია
chemtan araa :((((
404_მ თქვა:
თქვენ უბანშიც დადის მუსკალური ნაყინის მანქანა..დიიდი და ფერადი..?? )))
ცისია_მ თქვა:tan stakanchiki maroojni :D
LsHისა_მ თქვა:ინო - მაროჟნი! :D :D :D
ჩემთან არ დადის ინო - ეშინია! :D :D :D
404_მ თქვა:
თქვენ უბანშიც დადის მუსკალური ნაყინის მანქანა..დიიდი და ფერადი..?? )))
ოხ როგორ უნორმოდ მიყვარს ნაყინი :(
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•