უმუშევრობა!

უკვე რამდენი წელია ესაა ჩვენს ქვეყანაში N1 პრობლემა.
ვერ ვმუშაობთ ქარხნებში (არ გვაქვს), ვერ ვმუშაობთ უნივერსიტეტებში (არ ვვარგივართ), ვერ ვმუშაობთ სახელმწიფო სექტორში (წარმოდგენა არ გვაქვს იქ რა უნდა ვაკეთოთ).

ამ პოსტში ნახავთ თანამდებობებს და სამუშაოს ტიპებს, რომლებზეც შანსიც არ გაქვთ მოხვედრის!
აქ არ მიგიღებენ... მეტიც, ტელეფონის ნომერსაც არავინ გამოგართმევთ და არ გეტყვით - დაგირეკავთო...

აი, თუ არ გჯერათ:

 

1. კეგლების შემგროვებელი

ბოულინგის კეგლების შემგროვებლები იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც აწყობდნენ კეგლებს მოთამაშეებისთვის

 

 

2. ადამიანი „მაღვიძარა“

ესენი იყვნენ ჯოხებით, ბამბუკებით, კენჭებით, ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანები, რომლებსაც ქირაობდნენ, რომ დილით გაეღვიძებინათ, რათა სამსახურში არ დაეგვიანათ. ისინიც თავისი იარაღებით აკაკუნებნენ კარებსა და ფანჯრებზე და აღვიძებდნენ.
ამ მაღვიძარა ადამიანების პროფესია გამოიგონეს ინგლისსა და ირლანდიაში ინდუსტრიული რევოლუციის დროს და აქტიურად გამოიყენებოდა სანამ არ შექმნეს ჩვენი თანამედროვე, საყვარელი მაღვიძარა.

 

 

3. ყინულის მჭრელნი

ვიდრე საყინულესა და გაციების სხვა თანამედროვე საშუალებებს გამოიგონებნენ, მანამდე ძალიან პოპულარულები იყვნენ ყინულისმჭრელნი. ისინი ტბებიდან ჭრიდნენ ყინულს, რომელსაც ხალხი შემდეგ თავის მაცივრებსა და სარდაფებში იყენებდა.

 

 

4. რადარის მსმენელი

თანამედროვე რადარის შექმნამდე, სამხედროები იყენებდნენ აკუსტიკურ სარკეებსა და სასმენ ხელსაწყოებს, რისი მეშვეობითაც აფიქსირებნენ მათ საჰაერო სივრცეში გამოჩენილი მტრის ავიაციის ძრავის ხმას.

 

 

5. ვირთხისმჭერები

ამ პროფესიის ადამიანები ძირითადად დასაქმებულნი იყვნენ ევროპაში. ისინი მიდიოდნენ დიდ რისკზე, რადგანაც მათ ვირთხის კბენისა და ინფექციისა საფრთხე ემუქრებოდა.

 

 

6. მეფარნე

მეფარნეები - მათ მოვალეობას შეადგენდა ქუჩის ფარნების ანთება, ჩაქრობა და საწვავით მომარაგება. ეს ყველაფერი კი მანამ სანამ არ შექმნეს ელექტრო ნათურები.

 

 

7. მერძევე

ვიდრე შესაფერისი მაცივრები და საკვების შესანახი სხვა ტექნიკა არ იყო ხელმისაწვდომი, მოსახლეობას ყოველდღიურად ასე ამარაგებნენ რძით.

 

 

8. მორების მძღოლები

ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებამდე, როცა არც სატვირთო მანქანები და არც გემები არ იყო მორების გადასაზიდად, ისინი დანიშნულების ადგილას გადაჰქონდათ მდინარის საშუალებით, მდინარეზე კი მათ მიმართულების მიცემა და მართვა სჭირდებოდათ, სწორედ ამას ემსახურებოდნენ ეს ადამიანები.

 

 

9. გამანაწილებელი დაფის ოპერატორები

ეს ადამიანები იყვნენ სატელეფონო ქსელების განუყრელი ნაწილნი. ისინი აკავშირებდნენ შორ მანძლზე განხორციელებულ ზარებს და აკეთებნენ სხვა უამრავ რამეს რაც დღესდღეობით ციფრულ რეჟიმში სრულდება.

 

 

10. გვამების მთხრელები

ამ პროფესიის ადამიანები იყვენენ მე_19 საუკუნეში, მათ ძირითადად ქირაობდნენ უნივერსიტეტები, რომლებიც ათხრევინებნენ გვამებს თავისი სტუდენტებისთვის.

 

 

11. ფაბრიკის მუშების გამრთობი

ეს იყო ქარხნის თანამშრომლების მიერ, საერთო ფულით დაქირავებული ადამიანი, რომელიც უკითხავდა მათ.

ტეგები: Qwelly, დასაქმება, პროფესია, საინტერესო, ფაქტი

ნახვა: 1738

გამოხმაურებები!

მეფარნეობა განსაკუთრებით მომეწონა ქეთოო :) შესაძლებელი რომ იყოს, გონების განათებაზე ვიმუშავებდი :D :D :D

გონების განათება? :D :D რითი აპირებ ფითილით თუ თანამედროვე ნათურები გირჩევნია? 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters