რენტგენული ასტრონომია

      რენტგენული ასტრონომია არის დაკვირვებითი ასტრონომის მიმართულება, რომელიც სწავლობს ციური ობიექტების მიერ გამოსხივებულ რენტგენის სხივებს. კოსმოსური ობიექტების უმრავლესობა რენტგენის სხივების წყაროს წარმოადგენს. ესენია აქტიური გალაქტიკები, ორმაგი ვარსკვლავები, შავი ხვრელების მახლობლად არსებული მატერია, ნეიტრონული ვარსკვლავები, პულსარები, ჩვეულებრივი და ზეახალი ვარსკვლავები, მათი ნარჩენები და სხვ.

      რენტგენის სხივების ემისია დამახასიათებელია მხოლოდ იმ ობიექტებისთვის, რომლებიც შეიცავენ ძალიან მაღალი ტემპერატურის, ასეულობით მილიონი გრადუსის მქონე აირს. პირველად რენტგენის სხივების წყარო მოულოდნელად იქნა აღმოჩენილი ღრიანკალის თანავარსკვლავედში, რომელიც მდებარეობს ირმის ნახტომის ცენტრის მიმართულებით. ამ ობიექტის გამოსხივება რენტგენულ დიაპაზონში ოპტიკურზე ათიათასჯერ მეტია, ხოლო მის მიერ ენერგის კარგვა ასიათასჯერ აღემატება მზისას. ამ აღმოჩენისთვის მის ავტორს – რიკარდო ჯიაკონის (Riccardo Giacconi, 1931), 2002 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიკის დარგში.

      დღესდღეობით დამზერილია რენტგენის გამოსხივების მრავალი ათასი წყარო.

      რენტგენის გამოსხივების წყაროა ჩვენი მზეც. ამის შესახებ იხილეთ გამა-ასტრონომია.

      რენტგენის გამოსხივების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ მისთვის დამახასიათებელი მაღალი ენერგიის გამო კოსმოსურ სივრცეში გავრცელებისას რენტგენის სხივების ტრაექტორია ნაკლებად მრუდება. მაშასადამე, სხივების ტრაექტორის მიხედვით, შესაძლებელია რენტგენის გამოსხივების წყაროს მდებარეობის განსაზღვრა ცაზე. ამგვარად, რენტგენის გამოსხივება შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების "დანახვის" საშუალებას იძლევა.

      დედამიწის ატმოსფერო შთანთქავს რენტგენის სხივებს, ამიტომ მათი რეგისტრაცისთვის აპარატურა დიდ სიმაღლეზე უნდა იყოს ატანილი, ან გატანილ იქნას კოსმოსში. წარსულში ასეთ აპარატურას აეროსტატებსა და რაკეტებზე განათავსებდნენ. ამჟამად რენტგენული ასტრონომია კოსმოსური კვლევების შემადგენელი ნაწილია და შესაბამისი დეტექტორები ხელოვნურ თანამგზავრებზეა დამონტაჟებული.

რეკეტები

      დეტექტორები თავსდებოდა რაკეტების წვეროზე და იგზავნებოდა კოსმოსში. ამ მეთოდის ნაკლი იყო მხედველობის არის შეზღუდულობა და ექსპოზიციის მცირე დრო - მხოლოდ რამდენიმე წუთი.

Chandra, ESA, NASA, Riccardo_Giacconi, XMM-Newton, astronomy, cosmos, ray, solar_system, აეროსტატები, ასტრონომია, დაკვირვებითი_ასტრონომია, ეს საინტერესოა, ვარსკვლავები, ირმის_ნახტომი, კოსმოსი, მზის_სისტემა, ნასა, რეკეტები, რენტგენული_ობსერვატორია, რიკარდო_ჯიაკონი, ღრიანკალის_თანავარსკვალვედი, ციური_ობიექტები, ხელოვნური_თანამგზავრები

პირველად რენტგენის სხივები ციური ობიექტებიდან რეგისტრირებული იქნა 1962 წელს, სურათზე გამოსახული მოწყობილობით, რომელიც რაკეტაზე Aerobee 150 იყო დამონტაჟებული

აეროსტატები

      აეროსტატების საშუალებით სამეცნიერო აპარატურა ააქვთ 35 კმ სიმაღლემდე და იქ რამდენიმე თვის განმავლობაში ამუშავებენ.. ასეთი სიმაღლის მიუხედავად 335 კევ-ზე ნაკლები ენერგის რენტგენის სხივები აეროსტატამდე ვერ აღწევს.

Chandra, ESA, NASA, Riccardo_Giacconi, XMM-Newton, astronomy, cosmos, ray, solar_system, აეროსტატები, ასტრონომია, დაკვირვებითი_ასტრონომია, ეს საინტერესოა, ვარსკვლავები, ირმის_ნახტომი, კოსმოსი, მზის_სისტემა, ნასა, რეკეტები, რენტგენული_ობსერვატორია, რიკარდო_ჯიაკონი, ღრიანკალის_თანავარსკვალვედი, ციური_ობიექტები, ხელოვნური_თანამგზავრები

აეროსტატი მაღალი გარჩევისუნარიანი სპექტრომეტრით HIREGS (High REsolution Gamma-ray and hard x-ray Spectrometer) სამხრეთ პოლუსის გარშემო ორი თვის განმავლობაში დაფრინავდა.

ხელოვნური თანამგზავრები

      ხელოვნურ თანამგზავრებს დეტექტორები დედამიწის ატმოსფეროს გარეთ აქვთ დანადგარების ექსპლუატაცია წლების განმავლობაში მიმდინარეობს.

Chandra, ESA, NASA, Riccardo_Giacconi, XMM-Newton, astronomy, cosmos, ray, solar_system, აეროსტატები, ასტრონომია, დაკვირვებითი_ასტრონომია, ეს საინტერესოა, ვარსკვლავები, ირმის_ნახტომი, კოსმოსი, მზის_სისტემა, ნასა, რეკეტები, რენტგენული_ობსერვატორია, რიკარდო_ჯიაკონი, ღრიანკალის_თანავარსკვალვედი, ციური_ობიექტები, ხელოვნური_თანამგზავრები

ESA-ს რენტგენული ობსერვატორია XMM-Newton (X-ray Multi-Mirror Mission) კოსმოსში ფუნქციონირებს 1999 წლიდან
© ESA/D. Ducros

      ამჟამად ორბიტაზე იმყოფება NASA-ს თანამგზავრი Chandra, ESA-ს რენტგენული ობსერვატორია XMM-Newton და სხვ.

ლიტერატურა: "ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის კვლევის საგანი და მეთოდები"
მ. გიგოლაშვილი, მ. გოგბერაშვილი, ნ. როინიშვილი
თბილისი, 2015

იხილეთ ასევე:

ოპტიკური ასტრონომია

ინფრაწითელი და ულტრაიისფერი ასტრონომია

რადიოასტრონომია

ტეგები: Qwelly, ასტრონომია, გრავიტაცია, ეს_საინტერესოა, რენტგენი, ქველი

ნახვა: 1237

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters