ჯანსაღი რუჯი

      ზაფხულის მხიარულება უმეტესწილად გაგრილებასთან ასოცირდება (სიცხეში სამხიარულოც არაფერია). გაგრილების საშუალება კი არის კონდიციონერი, მაგრამ გინახავთ კონდინციონერით ვინმე ერთობოდეს? ანდა მაცივარში წოლით? (დამაცივრებულებს გართობა ნამდვილად არ ელით). გართობის და გაგრილების საერთო გადამკვეთი არის წყალი, ბევრი წყალი. წყალი დასალევად, წყალი დასაბანად, წყალი გასართობად, წყალი საწუწაოდ, წყალი სასრიალოდ და ვინ მოთვლის კიდევ რისთვის არა.

      ოდესღაც, წყალსა და მზეში დიდხანს ყოფნამ ადამიანებს კანის ფერი შეუცვალა, შემდეგ რამდენიმე ადამიანს ეს მოუხდა კიდეც და საბოლოოდ ყველაფერ ამას ჟარგონზე "ზაგარი", ხოლო სალიტერატუროდ - რუჯი დაერქვა. ერთს თუ მოუხდა, მეორემ რა დააშავა? ამიტომ ზაფხული მასობრივი გარუჯვის, გახორბლისფერების, ან ფანატიკოსებისთვის დახრუკვის პერიოდადაც ითვლება, თან ეგეც არ იყოს - როდესაც რუჯი გაქვს ნაგულისხმევია, რომ კარგად დაისვენე სადმე ზღვის კურორტზე. (ქართულ რეალობაში რუჯთან უკვე სახურავი და ლეღვის ნახართან ასოცირდება, მაგრამ იცოდეთ რომ ეს ორი ერთად იგივეა, სხეულზე მჟავა რომ გადაგასხან)

hot, interesting, qwelly, sea, summer, sun, tan, water, გარუჯვა, ეს საინტერესოა, ეს_საინტერესოა, ზაფხული, ზღვა, ლეღვი, ლეღვის_ნახარში, მოვლენა, ნარუჯი, რუჯი, სახურავი, ფოტო, წყალი, ჯანსაღი

      ვინაიდან ზაფხულმა უკვე კარგად მოიკიდა ფეხი და ინტერნეტ სივრცეც აჭრელდა ფეხების მიღმა ზღვის ტალღების ფოტოებით, გთავაზობთ ჯანსაღი რუჯის მიღების რამდენიმე წესს.

      • პირველ რიგში, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ გარუჯვა რეკომენდირებულია მხოლოდ გარკვეული დროის მონაკვეთში – ეს არის 9:00_დან 11:00 საათამდე და 16:00-დან 19:00 საათამდე. სხვა პერიოდებში და ასევე ხანგრძლივი გარუჯვისას არსებობს საშიშროება მზის ინსულტისა, ამიტომ კარგი იქნება თუ არაუმეტეს 2 საათი გაჩერდებით პლაჟზე.

      • ლამაზი ფერის მისაღებად, კარგი იქნება თუ ნელ–ნელა მიიღებთ რუჯს, დაიწყეთ 10 წუთით პლაჟზე წოლით და გაზარდეთ თანდათან სანამ 2 საათს არ მიაღწევთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სწრაფად გარუჯვაც, მაგრამ დამიჯერეთ, უმჯობესია ბევრი დრო დაგჭირდეთ და მიიღოთ ლამაზი ფერი, ვიდრე ერთ დღეს დაიწვეთ და დამწვრობის შემდეგ 2 კვირა ვეღარ შეძლოთ ზღვაზე გასვლა.

      • კარგი იქნება თუ გარუჯვისას მიიღებთ ბევრ სითხეს - წყალი, წვენი, ნამი ☺

      • გამოიყენეთ დამცავი კრებები სახლიდან გასვლამდე რათა კარგად გაჯერდეს კანში. ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ბლოკავენ ულტრაიისფერ სხივებს და არ აძლევენ საშუალებას დააზიანონ უჯრედები. ხაზგასმით - სახლიდან გასვლამდე და არა უკვე სანაპიროზე, როდესაც კანი გახურებულია და შემდეგ მათ წასმას აზრი თითქმის არ აქვს, თუ რა თქმა უნდა საპირისპირო სქესის ყურადღების მიქცევას არ ცდილობთ.

      გაითვალისწინეთ, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის კანი, რომლებიც გარუჯვაზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ:

  • ტიპი I – ყოველთვის იწვება, არასოდეს ირუჯება (თეთრი კანი, ღია ფერის თვალები, ჟღალი/ქერა თმა, ჭორფლი)
  • ტიპი II – უფრო ხშირად იწვება, იშვიათად ირუჯება. (თეთრი ფერის კანი)
  • ტიპი III – შეიძლება დაიწვას, ჩვეულებრივ კარგად ირუჯება(ხორბლისფერი კანი)
  • ტიპი IV – არ იწვება, კარგად ირუჯება.(მუქი ფერის კანი)
  • ტიპი V – საშუალოდ გამოხატული პიგმენტაცია (ლათინო ამერიკელები, შუა აზიის მცხოვრებნი)
  • ტიპი VI – კარგად გამოხატული პიგმენტაცია (შავკანიანი ადამიანები)

კარგ დასვენებას, მხიარულ ზაფხულს და წარმატებულ გარუჯვას გისურვებთ!

იხილეთ:

  • კიდევ უფრო ხარისხიანი გარუჯვა

ტეგები: hot, interesting, qwelly, sea, summer, sun, tan, water, zagari, გარუჯვა, მეტი...ეს საინტერესოა, ეს_საინტერესოა, ზაგარი, ზაფხული, ზღვა, ლეღვი, ლეღვის_ნახარში, მოვლენა, ნარუჯი, რუჯი, სახურავი, ფოტო, წყალი, ჯანსაღი

ნახვა: 972

გამოხმაურებები!

მე ჯერ კიდევ არ ვიცი რომელი "ტიპი" ვარ :)))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters