ზაფხულის მხიარულება უმეტესწილად გაგრილებასთან ასოცირდება (სიცხეში სამხიარულოც არაფერია). გაგრილების საშუალება კი არის კონდიციონერი, მაგრამ გინახავთ კონდინციონერით ვინმე ერთობოდეს? ანდა მაცივარში წოლით? (დამაცივრებულებს გართობა ნამდვილად არ ელით). გართობის და გაგრილების საერთო გადამკვეთი არის წყალი, ბევრი წყალი. წყალი დასალევად, წყალი დასაბანად, წყალი გასართობად, წყალი საწუწაოდ, წყალი სასრიალოდ და ვინ მოთვლის კიდევ რისთვის არა.
ოდესღაც, წყალსა და მზეში დიდხანს ყოფნამ ადამიანებს კანის ფერი შეუცვალა, შემდეგ რამდენიმე ადამიანს ეს მოუხდა კიდეც და საბოლოოდ ყველაფერ ამას ჟარგონზე "ზაგარი", ხოლო სალიტერატუროდ - რუჯი დაერქვა. ერთს თუ მოუხდა, მეორემ რა დააშავა? ამიტომ ზაფხული მასობრივი გარუჯვის, გახორბლისფერების, ან ფანატიკოსებისთვის დახრუკვის პერიოდადაც ითვლება, თან ეგეც არ იყოს - როდესაც რუჯი გაქვს ნაგულისხმევია, რომ კარგად დაისვენე სადმე ზღვის კურორტზე. (ქართულ რეალობაში რუჯთან უკვე სახურავი და ლეღვის ნახართან ასოცირდება, მაგრამ იცოდეთ რომ ეს ორი ერთად იგივეა, სხეულზე მჟავა რომ გადაგასხან)
ვინაიდან ზაფხულმა უკვე კარგად მოიკიდა ფეხი და ინტერნეტ სივრცეც აჭრელდა ფეხების მიღმა ზღვის ტალღების ფოტოებით, გთავაზობთ ჯანსაღი რუჯის მიღების რამდენიმე წესს.
• პირველ რიგში, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ გარუჯვა რეკომენდირებულია მხოლოდ გარკვეული დროის მონაკვეთში – ეს არის 9:00_დან 11:00 საათამდე და 16:00-დან 19:00 საათამდე. სხვა პერიოდებში და ასევე ხანგრძლივი გარუჯვისას არსებობს საშიშროება მზის ინსულტისა, ამიტომ კარგი იქნება თუ არაუმეტეს 2 საათი გაჩერდებით პლაჟზე.
• ლამაზი ფერის მისაღებად, კარგი იქნება თუ ნელ–ნელა მიიღებთ რუჯს, დაიწყეთ 10 წუთით პლაჟზე წოლით და გაზარდეთ თანდათან სანამ 2 საათს არ მიაღწევთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სწრაფად გარუჯვაც, მაგრამ დამიჯერეთ, უმჯობესია ბევრი დრო დაგჭირდეთ და მიიღოთ ლამაზი ფერი, ვიდრე ერთ დღეს დაიწვეთ და დამწვრობის შემდეგ 2 კვირა ვეღარ შეძლოთ ზღვაზე გასვლა.
• კარგი იქნება თუ გარუჯვისას მიიღებთ ბევრ სითხეს - წყალი, წვენი, ნამი ☺
• გამოიყენეთ დამცავი კრებები სახლიდან გასვლამდე რათა კარგად გაჯერდეს კანში. ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ბლოკავენ ულტრაიისფერ სხივებს და არ აძლევენ საშუალებას დააზიანონ უჯრედები. ხაზგასმით - სახლიდან გასვლამდე და არა უკვე სანაპიროზე, როდესაც კანი გახურებულია და შემდეგ მათ წასმას აზრი თითქმის არ აქვს, თუ რა თქმა უნდა საპირისპირო სქესის ყურადღების მიქცევას არ ცდილობთ.
გაითვალისწინეთ, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის კანი, რომლებიც გარუჯვაზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ:
კარგ დასვენებას, მხიარულ ზაფხულს და წარმატებულ გარუჯვას გისურვებთ!
იხილეთ:
ტეგები: hot, interesting, qwelly, sea, summer, sun, tan, water, zagari, გარუჯვა, მეტი...ეს საინტერესოა, ეს_საინტერესოა, ზაგარი, ზაფხული, ზღვა, ლეღვი, ლეღვის_ნახარში, მოვლენა, ნარუჯი, რუჯი, სახურავი, ფოტო, წყალი, ჯანსაღი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•