მრავალი ტრადიცია არსებობს ახალი წლის ღამის შესახებ, მე ჩემი მხრიდან რამოდენიმე საინტერესო ტრადიციას შემოგთავაზებთ. დავიწყოთ:
• იაპონიაში ახალი წელი ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია და ამ დღესასწაულს ისინი ხვდებიან არა შუაღამის დადგომასთან ერთად არამედ მზის ამოსვლისას. ბუდისტური ზარები 108-ჯერ რეკავენ, რითაც ამცნობენ მთელ მოსახლეობას ახალ წელს.
• ვიეტნამში ახალი წლის ღამეს მიღებულია კოცონის დანთება,ბრინჯისგან ტკბილეულის მომზადება და წყალში სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლილიების გაშვება.
• ყველაზე რომანტიულად ახალ წელს ხვდებიან ბრაზილიაში. ერთი დღით ადრე ოკეანის სანაპიროზე ანთებენ ათასობით სანთელს, ქალები გრძელ კაბებში შედიან წყალში და ფანტავენ ყვავილების ფურცლებს.
• შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს მიღებულია სტუმრად სიარული. მასპინძლისთვის საჩუქრად კი აუცილებელია ღვეზელის პატარა ნაჭრის,ჭიქა ღვინისა და ნახშირის ნატეხის მირთემვა, რათა მეგობრებს მთელი წლის მანძილზე არ აწუხებდეთ შიმშილი, წყურვილი და სიცივე.
• ესპანეთში კი ახალი წელი სახალხო დღესასწაულია და მისი აღნიშვნა ხდება ცენტრალურ მოედანზე უზარმაზარ ნაძვის ხესთან. სანამ საათი 12-ჯერ დარეკავს თითოეულმა ესპანელმა თუნდა მოასწროს ყურძნის 12 მარცვლის შეჭმა, რაც 12 თვის სიმბოლოს წარმაოდგენს და ჩაიფიქროს სურვილი...
• მაგრამ ყველაზე უცნაური ტრადიციების მატარებელია ახალი წელი იტალიაში. იტალიის მკვიდრნი ახალი წლის დადგომამდე აგდებენ ფანჯრებიდან ძველ ნივთებს დაწყებული ყვავილის ქოთნებიდან დამთავრებული ჩექმებითა და სკამებით...ისინი თვლიან, რომ რაც უფრო მეტ ნივთს გადააგდებ,მით უფრო მეტს შეიძენ ახალ წელს... ყველაზე ტრადიციული საჩუქარი იტალიელისგან არის წითელი თეთრეული და რაც მთავარია ისინი ამ საჩუქარს არა მარტო მეუღლეებს ართმევენ არამედ ახლო ნათესავებსაც კი...
აი ასე ვეცადე რამოდენიმე საინტერესო ფაქტის მოყვანა ახალ წელთან დაკავშირებით, იმედია მოგეწონებათ ...
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
ტეგები: Qwelly, new_year, ახალი_წელი, ბრაზილია, ეს საინტერესოა, ეს_საინტერესოა, ესპანეთი, ვიეტნამი, იაპონია, იტალია, მეტი...მოვლენა, ფოტო, შოტლანდია
საინტერესო იყო...
მე მინდა იტალიაში!!!! აი, ის პიცები მინდა სუფრას რომ ამშვენებს :( :D :D :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•